შოკისმომგვრელი ფაქტები შუასაუკუნეების დროინდელი სიყვარულის შესახებ

0
322

ბნელი შუასაუკუნეების დროს, ბოროტი ბიძიები, შავი მანტიებით, იმავე როლს ასრულებდნენ, რომელსაც სუკ-ი (ე.წ. “კაგებე”) სსრკ-ს დროს. ღვთისმსახურები აკონტროლებდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ეს ჩრდილოეთ კორეაში გახდებოდა პოპულარული.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა ეკლესიის მეურვეობის ქვეშ მყოფ პირთა ინტიმური ურთიერთობები. ღვთის მხევლები და მონები ყოველდღიურად სცოდავდნენ, ამიტომ მათი თვალთვალი აუცილებელი გახდა. ინკვიზიცია ამ მისიას კარგად ვერ უმკლავდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ეკლესია უძველესი პროფესიის წარმომადგენლებს არ ეხებოდა. შუა საუკუნეებში, სიყვარულის ყიდვა ყველა კუთხეში შეიძლებოდა. ჭკვიანი გოგონები სუფთა ბორდელებში მუშაობდნენ, ხოლო სულელები – ინფიცირდებოდნენ და ამ დაავადებებს უიღბლო მამაკაცებსაც უზიარებდნენ.

იტალიელი თეოლოგი, თომა აკვინსკი, რომლის დამსახურებაც თავად კათოლიკურმა ეკლესიამ აღიარა, სულაც ამბობდა: “თუ ქალებს თავიანთი სხეულით ვაჭრობას ავუკრძალავთ, ჩვენს საზოგადოებას ლტოლვა გაანადგურებს.”

შუასაუკუნელი ცოლები ქმრებს სჯიდნენ ხოლმე, სექსუალური ურთიერთობების აკრძალვით. ეკლესიამ აკრძალა სექსუალური სურვილების ხელით დაკმაყოფილება, ამიტომ მამაკაცებს გასაქანი აღარ ჰქონდათ: სექსით კავდებოდნენ მსახურებთან და მეძავებთან. განსაკუთრებით ამპარტავანი ბანოვნები ქმრებს დასცინოდნენ: დუღილის წერტილამდე მიჰყავდათ და აქტს წყვეტდნენ.

მამაკაცისთვის მთავარ შიშად, გარდა ჭირით სიკვდილის, მეზობლის ხმლის, შიმშილისა და მსგავსი უბედურებებისა, იმპოტენციაც იქცა. ის დრო ნამდვილად მკაცრი იყო ყველასთვის, ცხოვრება – ხანმოკლე, ამიტომ ცოლები სცილდებოდნენ უუნარო ქმრებს. ეს სრულიად კანონიერი საფუძვლებით ხდებოდა. საეკლესიო სასამართო ქორწინებას წყვეტდა, თუ ერთ-ერთ პარტნიორს შვილების ყოლა არ შეეძლო.

თუ მამაკაცი თანახმა არ იყო, მას უხდებოდა, სასქესო ორგანოს “შრომისუნარიანობა” სასამართლო დარბაზში, სახალხოდ დაემტკიცებინა.

ეკლესიის მიერ ექსპერიმენტით დამტკიცდა, რომ ბავშვები მისიონერულ პოზაში ისახებოდნენ. ამიტომ, ეკლესიის წარმომადგენლებმა დააპატენტეს ეს პოზა და ყველას არწმუნებდნენ, რომ სხვანაირად ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.

ორალური და ანალური სექსი კი იმ მიზეზით აკრძალეს, რომ ნაყოფი ასე არ ჩაისახებოდა, ეკლესიის თქმით კი, ღმერთმა ყველა მხოლოდ იმისთვის შექმნა, რომ შთამომავლობა დატოვოს.

ერთსქესიანთა კავშირიც, ამავე მიზეზით, აკრძალეს. გეებს სიკვდილით სჯიდნენ. ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე ხშირად, ერთსქესობრივი სიყვარულით ღვთისმსახურები იყვნენ გატაცებული. ალბათ, მათთვის შეიძლებოდა.

ღალატი იმ დროში საერთოდ არ ითვლებოდა. ცოლების ერთგულებაზე განსაკუთრებით წუხდნენ დიდებულები, რამდენადაც არავის სურდა სხვისი შვილების გაზრდა. მაგრამ, რა უნდა ექნათ ცოლებს, რომელთა ქმრები ომებში 10 წლითაც კი მიდიოდნენ და მათგან არაფერი ისმოდა.

სოდომიტებს, რა თქმა უნდა, აღლუმზე გასვლა კი არა, თავიანთი ორიენტაციის გამჟღავნებაც არ შეეძლოთ. მამაკაცური ალერსის მოყვარულები ქალებივით იცვამდნენ და სხეულს მეძავებივით ყიდდნენ. ასე თავიანთ მოთხოვნილებებსაც იკმაყოფილებდნენ და თავსაც ირჩენდნენ.

დიდებულები განსაკუთრებული ხალხი იყვნენ, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ, თავიანთი მნიშვნელობისთვის გაესვათ ხაზი. შუასაუკუნეებში პოპულარული იყო უჩვეულო ფორმის ტანსაცმელი, რომელიც მამაკაცის მოზრდილ ღირსებას გამოკვეთდა.

ღმერთი პატიობს თავის შვილებს, ამიტომ ეკლესია ხალხს ცოდვების გამოსყიდვას სთავაზობდა. მასტურბაციისთვის, მამაკაცს ოთხი დღის განმავლობაში, ხორცზე უარი უნდა ეთქვა. ქალს კი – მთელი წელი. შუასაუკუნოვანი დიეტა, როგორც ასეთი.

ყველაზე მკაცრად ისჯებოდა სპერმის ჩაყლაპვა – დამნაშავეს სიკვდილით სჯიდნენ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი