მეორე შვილი რომ შემეძინა, „ბებიას“ მეძახდნენ

602

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

ჩემი პირველი ვაჟი ოცდასამი წლის ასაკში შემეძინა. მერე მე და ჩემი მეუღლე დიდხანს ვოცნებობდით მეორე შვილზე, მაგრამ არ გვიჩნდებოდა. და აი, როდესაც უკვე დაკარგული გვქონდა იმედი, რომ მეორე შვილი გვეყოლება, სწორედ მაშინ დავორსულდი და ჯანმრთელი ბიჭი შემეძინა.

მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერები ვიყავით. მაშინ ოცდაცხრამეტი წლის ვიყავი.

როდესაც მე და ჩემი მეუღლე მეორე ვაჟის დასარეგისტრირებლად წავედით, ახალგაზრდა გოგონამ, რომელსაც უნდა დაერეგისტრირებინა, მოულოდნელად გვკითხა:

– ბებიასთან ერთად რატომ მოხვედით?

ჩემი ქმარი ვერაფერს მიხვდა: რომელ ბებიასთან? გოგონა კი დიდი ხნის განმავლობაში ვერ იჯერებდა, რომ ახალშობილის ბებია კი არა, არამედ დედა ვიყავი.

მე ძალიან მეწყინა. შემდეგ კი გამახსენდა, რომ ახალგაზრდობაში მე თვითონაც ძალიან ხშირად მერეოდა დედები და ბებიები.

სახლში რომ მივედი სარკეში ჩემს თავს შევხედე. სარკიდან გასუქებული, დაღლილი ქალი მიყურებდა. დიეტაზე დავდექი და საკუთარ თავზე ზრუნვა დავიწყე, მაგრამ ახალგაზრდა გოგონას მაინც ვერ დავემსგავსე. შემდეგ გადავწყვიტე მიმეღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ.

ახლა საერთოდ აღარ მწყინს, როდესაც ვიღაცას ჩემი შვილის ბებია ვგონივარ. ასე ძალიან ხშირად მეძახდნენ სათამაშო მოედნებზე, საბავშვო ბაღში, სხვადასხვა საბავშვო წვეულებებზე.

ახლა ამის გამო საერთოდ აღარ ვნერვიულობ. ჩემს უმცროს შვილს ძალიან ვუყვარვარ. მას არ აინტერესებს რამდენი წლის ვარ. მისთვის მე ყველაზე ლამაზი და მშვენიერი დედა ვარ მთელ მსოფლიოში. ჩემს უფროს შვილსაც ვუყვარვარ. სხვა რა მჭირდება?

ჩემი ქმარი სულ სხვანაირად გამოიყურება. გამხდარია და სპორტით არის დაკავებული. როდესაც ის და ჩემი უფროსი ბიჭი ერთად არიან, ყველას მისი უფროსი ძმა ჰქონია.

ძალიან ბედნიერი დედა ვარ. ჩემმა ორმა მეგობარმა, მე მომბაძა და მეორე შვილის გაჩენა გადაწყვიტა. ისინიც ძალიან ბედნიერები არიან.

ყურადღება არ მიაქციოთ ისეთ ნიუანსს, როგორიცაა ასაკი. ასაკმა ხელი არ უნდა შეგიშალოთ ბედნიერ დედობაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს