ფოლგის ბურთი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოათავსეთ და ყველაფერი იბრწყინებს 

0
212

ყველამ იცის, რას აკეთებს ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ სასწაული ტექნიკის დახმარებით ძველი დანა–ჩანგალი ისეთი ბზინვარე გახდება, თითქოს ბაკინგემის სასახლიდანაა. Paparazzi გიამბობთ, რატომ უნდა მოათავსოთ ფოლგის ბურთი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ხრიკი იდეალურად სუფთა ჭურჭლისთვის!

რას აკეთებს ჭურჭლის სარეცხი მანქანა – ყველას აქვს სახლში ალუმინის ფოლგა. ეს ერთ–ერთი ნივთია, რომელიც თითქმის ყველგან შეგიძლიათ გამოიყენოთ. მისი დახმარებით ხორცს, თევზს აცხობენ, რამეს აფარებენ, დანას ლესავენ, ვერცხლეულს აპრიალებენ, ლაშქრობაში თან მიაქვთ ან მანიკურს იკეთებენ. ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. საიდუმლო არაა, რომ დროთა განმავლობაში დანა–ჩანგალი უფერულდება, ხოლო ალუმინის ფოლგით ბზინვარება შეგიძლიათ დაუბრუნოთ. ასევე დროთა განმავლობაში ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჭურჭელზე საკმაოდ ბევრი ჟანგის ნადები გროვდება. ამის თავიდან აცილება ალუმინის ფოლგით შეიძლება. ალუმინის ფოლგა მაგნიტის როლს ასრულებს და ჟანგს ჯადოსნურად იზიდავს.

რა უნდა გააკეთოთ? ყველაფერი მარტივია: ფოლგის რულონი აიღეთ, ნაჭერი მოაჭერით, დააგუნდავეთ და ჩანგლებთან და კოვზებთან ერთად ჩადეთ. კარგია, თუ დანა–ჩანგლის კალათა ან უჯრა გაქვთ. ასე ფოლგის ბურთს მასში ჩადებთ. ამის შემდეგ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჩართეთ. ეფექტს მაშინვე დაინახავთ. პირადად, ეს ხრიკი ჩემი დის სახლში გამოვცადე და მინდა ვთქვა, რომ უბრალოდ ფანტასტიკაა. ნამდვილად მუშაობს. სიძე ამბობს, რომ ეს ფოლგასა და ჭურჭლის სარეცხ აბს შორის რეაქციით გამოწვეულია. ასე წმენდის ეფექტურობა იზრდება.

ეფექტური შედეგის მისაღებად თეფშებს, ჭიქებს, ქვაბებსა და ტაფებს საკვების ნარჩენები კარგად მოაშორეთ. ჭურჭლის გარეცხვა საჭირო არაა, მაგრამ საკვების ნარჩენები ნაგვის ურნაში უნდა მოხვდეს. თუ აბებს იყენებთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ მისი განყოფილება მშრალი დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აბი სითხეს შეიწოვს და ცუდად გაიხსნება. ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ გადატვირთოთ! ინსტრუქციას მიჰყევით: იქ მითითებულია, რამდენი ჭურჭელი შეგიძლიათ მოათავსოთ ერთდროულად.

უკვე იცით, როგორ აპრიალებს დანა–ჩანგალს ჭურჭლის სარეცხი მანქანა ფოლგის დახმარებით. ამ მეთოდით ღვინის ჭიქების გაპრიალებაც შეიძლება. ყველაფერი ბრწყინავს. ფოლგის ბურთის გარეშე ჭურჭლის სარეცხ მანქანას აღარ ვრთავ!