ჩუსტის ჩუქება კარგია, ჭურჭლის – არა. ბებია ნინას რჩევები საჩუქრებზე

0
14886

ექსპერტების თქმით, საჩუქარი უბრალო ნივთი არაა, არამედ დიდ ძალას ფლობს. საჩუქარმა მიმღებს ან გამცემს წარმატება და ბედნიერება ან უსიამოვნებები და სირთულეები შეიძლება მოუტანოს. ნათელმხილველი ბებია ნინა გვიზიარებს რჩევებს, რისი ჩუქება შეიძლება და რომლის ჩუქებისგან თავი უნდა შევიკავოთ. მისი რჩევები ხშირად ხდება, ამიტომ გათვალისწინებას გირჩევთ. Paparazzi გიამბობთ, რა არ უნდა აჩუქოთ არავის.

რჩევები საჩუქრის ასარჩევად – უსინათლო ბებია ნინა საჩუქრების შესახებ ბევრ რჩევას გვიზიარებს. მისი თქმით, ჩუსტის ჩუქება ძალიან კარგია. ასე მიმღები მალე საკუთარ საცხოვრებელს შეიძენს. თუ საჩუქრად საფულე შეარჩიეთ, მასში ფული აუცილებლად ჩადეთ. თუ ახლობლისთვის ჭურჭლის ჩუქებას აპირებთ, ტკბილეულით აუცილებლად გაავსეთ. ჩაიდანთან ერთად ჩაის შეკვრაც აჩუქეთ. მთავარი რჩევა: არასდროს აჩუქოთ ადამიანს ცარიელი ნივთი, რომლის გავსებაც შეიძლება. ასე მიმღებს კეთილდღეობას და წარმატებას მოუტანთ.

აკრძალული საჩუქრები – მეუღლისთვის საჩუქრის შერჩევა არავის სთხოვოთ. მეუღლისთვის ან საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარი თავად უნდა იყიდოთ, თუ ურთიერთობის გაწყვეტა არ გსურთ. გირჩევთ, დრო გამოყოთ და შეარჩიოთ საჩუქარი, რომელიც საყვარელ ადამიანს ნამდვილად გაუხარდება. საათით აკრძალული საჩუქრების სიაშია. ძალიან ცუდი ნიშანია. თუ იცით, რომ საათის მიღება ძალიან გაუხარდება, სანაცვლოდ რამდენიმე თეთრი სთხოვეთ. ასე ნივთის გაყიდვა გამოვა და ნეგატიური ზემოქმედება განულდება.

დედამთილმა სარძლოს ჭურჭელი არ უნდა აჩუქოს. ეს ურთიერთობის გაფუჭების და უსიამოვნების ნიშანია. ახალდაქორწინებულებს ქორწილში ლარნაკი არ აჩუქოთ. ასე ცხოვრებაში ბევრი სირთულე შეხვდებათ. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ლარნაკში ცოცხალი ყვავილები ან მონეტები ჩადეთ. ქალმა საყვარელ ადამიანს ფეხსაცმელი არ უნდა აჩუქოს. ასე შეიძლება წავიდეს და დაიკარგოს. ქალი კაცს თითქოს სახლიდან გასასვლელ გზას უჩვენებს. კარგი ნამდვილად არაა.

მიღებული საჩუქრის სხვაზე გადაჩუქება არ შეიძლება. ასე თქვენს ბედნიერებას სხვას მისცემთ, ხოლო მისი დაბრუნება შეუძლებელია. სიფრთხილე გამოიჩინეთ. თუ საჩუქარი არ გჭირდებათ, უბრალოდ უფასოდ მიეცით მას, ვისაც სჭირდება. საპნის ჩუქება არ შეიძლება. ასე მიმღები მოტყუებული დარჩება. ფრთხილად იყავით ადამიანთან, ვინც საპონს გაჩუქებთ.

თქვენი გადასაწყვეტია, ბებია ნინას რჩევებს საჩუქრებზე გაითვალისწინებთ თუ არა. მთავარია, რომ ცრურწმენებსა და საღ გონებას შორის ბალანსი დაიცვათ. წარმატებებს გისურვებთ!