ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ჩვენს ხასიათს დიდწილად ვარსკვლავები განსაზღვრავენ. ზოდიაქოს ნიშანი წინასწარ განაპირობებს პიროვნების თვისებებს და მის ქცევას ამა თუ იმ სიტუაციაში. ზოდიაქოს ნიშანი სხვების პატიების უნარზეც გავლენას ახდენს. ზოგი სხვებს ადვილად პატიობს, ზოგი კი დანაშაულს წლები არ ივიწყებს. დღეს ასეთ ადამიანებზე ვისაუბრებთ. Paparazzi გიამბობთ, რომელმა ხუთმა ნიშანმა არ იცის პატიება საერთოდ.
სხვების პატიების უნარი – ძალიან რთულია იცხოვრო ყველა იმ ბოროტების დამახსოვრებით, რომელიც მოგაყენეს. წყენის გაშვება და ხალხის პატიება უნდა შეგვეძლოს. არა მათთვის, არამედ საკუთარი თავისთვის. ეს ბოროტება ხომ ადამიანს შიგნიდან ჭამს. ამ ზოდიაქოს ნიშნებმა პატიება კატეგორიულად არ იციან. ისინი გულღრძოები არიან და შენდობას არ ჩქარობენ. ასეთი 5 ზოდიაქოს ნიშანია.
- კურო – ამ ზოდიაქოს ნიშანს ახალ ხალხთან კომუნიკაცია უჭირს. ურთიერთობაში შესვლას არ ჩქარობს და დიდხანს ვერ ბედავს, თუმცა მისი დასრულება სწრაფად შეუძლია. კურო მეორე შანსს იშვიათად იძლევა. ის ხომ ამაყი და მგრძნობიარეა. მას შემდეგ, რაც კურომ გადაწყვეტილება მიიღო, მისი გადარწმუნება რთულია. თუ აწყენინეთ, მის ცხოვრებაში დასაბრუნებელი გზა უკვე მოჭრილი გაქვთ.
- მორიელი – ძალიან ემოციური ზოდიაქოს ნიშანია. თუ მის ნდობას უღალატეთ, მისი დაბრუნების იმედი არ გქონდეთ. უბრალოდ პატიებაზე ხელი ჩაიქნიეთ. მორიელმა მისი ცხოვრებიდან უკვე ამოგშალათ. ცხოვრობს პრინციპით: თუ ერთხელ გამასულელე, ამას დავიმახსოვრებ, თუ მეორედ მომატყუებ, ჩემთვის უცხო გახდები.
- კირჩხიბი – მისი წყენინება ძალიან ადვილია. მგრძნობიარე და მიმნდობია. მაშინაც კი, თუ მეორე შანსს მოგცემთ, მუდმივად მახეს დაელოდება. მისთვის ასეთ ადამიანთან სამუდამოდ დამშვიდობება უფრო მარტივია. დაკარგული ნდობის დაბრუნება ხომ შეუძლებელია. როგორც მინიმუმ, კირჩხიბი ასე თვლის.
- ლომი – ძალიან პოზიტიური და ოპტიმისტი ნიშანია. თუ მასთან გულახდილი იქნებით, იმავეთი გიპასუხებთ. თუ მის ნდობას უღალატეთ, ცხოვრებიდან სამუდამოდ ამოგშლით. ლომი დარწმუნებულია, რომ თუ ადამიანმა მისი ბნელი მხარე ერთხელ გამოაჩინა, აუცილებლად განმეორდება. თან ძალიან ამაყია, რომ ვინმეს აპატიოს.
- თხის რქა – ამ ზოდიაქოს ნიშანს სხვისი პრობლემების მოგვარება სძულს. თუ ერთხელ მოატყუეთ, გაპატიებთ, მაგრამ ძალიან ახლოს აღარ მოგიშვებთ. ურთიერთობას არ წყვეტს, სცენებს არ აწყობს, მაგრამ გულახდილი არაა ადამიანთან, ვისაც არ ენდობა. ერთ ცუდ სიტყვას არ გეტყვით, მაგრამ თქვენთან ურთიერთობას შეწყვეტს.
ასეთია იმ ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი, რომლებმაც პატიება არ იციან. ზოგი მათ გულღრძოებს უწოდებს. თუმცა არსებობს რაღაც იმაში, რომ არ მისცეთ მეორე შანსი მათ, ვინც ამას არ იმსახურებს. ასე ხომ ნამდვილად ღირებული შეიძლება გამოგრჩეთ.