რა შეგიძლიათ ჩაიფიქროთ საახალწლოდ? ყველა ირჩევს იმას, რისი მოთხოვნილებაც აქვს, საითაც გული მიიწევს. ბევრი სიმდიდრეს და კეთილდღეობას ნატრობს. ეს ნორმალურია, რადგან მატერიალურ სამყაროში ვცხოვრობთ. გემრიელად ჭამა, მოდურად ჩაცმა, კარგი რემონტის გაკეთება და ლამაზ ადგილებში მოგზაურობა გვსურს. Paparazzi გიზიარებთ ბებია ნინას რჩევებს ფულის შესახებ, რომ მთელი წელი ფული არ მოგაკლდეთ. ასე ფინანსების მოზიდვას შეძლებთ.
საახალწლო სურვილები – კუპიურა ან მონეტა ჩაიდეთ იმ ტანსაცმლის ჯიბეში, რომელშიც ახალ წელს შეხვდებით. ეს ფულის და მოულოდნელი შემოსავლის ნიშანია. სუფრაზე ახალგამომცხვარი პური და მარილი მთელი წელი კეთილდღეობას გპირდებათ. ახალი წლის ღამეს ახალ ტანსაცმელში შეხვდით, ასე მთელი წელი ახალი ნივთებით ივლით.
ვინც ახალ წელს მხიარულად შეხვდება, ის მთელ წელს მხიარულად გაატარებს. თუ საახალწლო სუფრაზე ვინმე დააცემინებს, მომავალი წელი ყველა დამსწრესთვის წარმატებული იქნება. თუ 31 დეკემბერს ან 1 იანვარს სახლში შემოსვლას ქუჩის ძაღლი ან კატა ითხოვს, ეს შემთხვევით არაა. თუ სახლში ვერ უშვებთ, გამოკვებეთ მაინც. ასე ბედი მთელი წელი გაგიღიმებთ.
ფულის ნიშნები – 31 დეკემბერს ნაპოვნი ნალი, ასევე ფეხქვეშ ნაკელის პოვნა კარგი ნიშანია. ამ შემთხვევაში მომდევნო 12 თვე საქმიანი კუთხით წარმატებული იქნება. გარდა ამისა, ეს უმაღლესი ძალების ნიშანია, რომელიც მიგითითებთ, რომ დროა ოჯახი შექმნათ ან არსებული ურთიერთობა დააკანონოთ. საახალწლო სუფრაზე ხორციანი კერძები კეთილდღეობის და სიუხვის სიმბოლოა.
დღესასწაულზე ნაძვის ხის ნაცვლად ნაძვის ხის ტოტები შეგიძლიათ დადგათ. ბებია ნინა ამბობს, რომ თუ სახლში ნაძვის ხის ტოტებს შემოიტანთ, მასში მშვიდობა და ჰარმონია დაბრუნდება. ნაძვის ხეზე არა მხოლოდ სათამაშოები, არამედ კუპიურები, მონეტები და კანფეტები ჩამოკიდეთ. ეს სიუხვის ნიშანია.
31 დეკემბრამდე სახლი გენერალურად დაალაგეთ, რომ დღესასწაულს და ახალ წელს სისუფთავეში შეხვდეთ. ახალი ცოცხი იყიდეთ, ეს სიმდიდრის ნიშანია. როცა სახლში ახალ ცოცხს შემოიტანთ, თქვით: „ცოცხო, ცოცხო, ფული მომიხვეტე!“ ახალი წლის ღამეს ტანსაცმლის შეკერვა და ღილის მიკერება არ შეიძლება. ეს დაიმახსოვრეთ და არ გააკეთოთ. თუ შვილის ყოლა გსურთ, ახალი წლის ღამეს დაპატიჟეთ წყვილი, რომელსაც პატარა ბავშვი ჰყავს. მალე დაორსულების ნიშანია. „უდავო ნიშანია!“ – ამბობს ბებია ნინა.
სადღესასწაულო სუფრის ნარჩენები არ გადაყაროთ, არამედ ცხოველები და ფრინველები გამოკვებეთ. დღესასწაულების შემდეგ სახლიდან ნაძვის ხის გატანისას თქვით: „შორს წარუმატებლობა, ნაძვის ხემ განისვენოს, მე ჩემთან სახლში, დაე, ასე იყოს! ეს მთელი წელი კეთილდღეობის, სიმშვიდის და წარმატების ნიშანია. ყურადღება მიაქციეთ მოვლენას, რომელიც ახალი წლის ღამეს და ახალი წლის პირველ კვირას მოხდება. ისინი მიგანიშნებთ, რა გელოდებათ ამ წელს.
უნდა ითქვას, რომ ნიშნების ასრულება თქვენზეა დამოკიდებული. თუ გჯერათ, მაშინ 100%–ით იმუშავებს. გისურვებთ, რომ მთელ მსოფლიოში სიყვარული და მშვიდობა სუფევდეს!