პოლონელმა დიასახლისმა საშობაო კექსის საოჯახო რეცეპტი თავაზიანად გამიმხილა

0
324

რბილი, ნაზი და ძალიან გლუვი საშობაო კექსი პოლონური რეცეპტით სადღესასწაულო განწყობას აგიმაღლებთ. ერთი შეხედვით, რთული მოსამზადებელია, მაგრამ ასე არაა. ფასდაუდებელი რეცეპტია, რომელიც თქვენი რეცეპტების რვეულში ადგილს იმსახურებს.

იდეალური სადღესასწაულო დესერტი – ასეთი ნამცხვრით ნებისმიერი ნაყიდი ტორტი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. მისი გემო და არომატი სადღესასწაულო ატმოსფეროს იდეალურად ერწყმის. არომატისთვის სპეციალური საშობაო სანელებლები (დარიჩინი, მუსკატის კაკალი, კოჭა, მიხაკი, ილი) გამოიყენეთ. გასაფორმებლად კაკალი და ჩირი გამოიყენეთ.

ინგრედიენტები:

  • 250 გ კარაქი
  • 180 გ ფქვილი
  • 100 გ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 80 გ თაფლი
  • 20 გ კაკაო
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ს/კ სანელებლები
  • 1 ს/კ ალკოჰოლი
  • ფორთოხლის ცედრა

მომზადების წესი:

  1. კექსის მომზადება თაფლის გადნობით დაიწყეთ. ამ მიზნით სქელძირიანი და მაღალგვერდიანი ქვაბი გამოიყენეთ. თაფლი გააცხელეთ და სოდა დაუმატეთ, როცა გადნება. სითხე აქაფდება, რის გამოც მუდმივად უნდა აურიოთ. ქურის სიმძლავრეს მინიმუმამდე დაუწიეთ.
  2. თაფლი მანამ ხარშეთ, სანამ არ გამუქდება. შემდეგ კარაქი დაუმატეთ. კარაქის გადნობის შემდეგ ალკოჰოლი და ცოტა ფორთოხლის ცედრა დაუმატეთ. კარგად აურიეთ, ქურიდან გადმოდგით და გაგრილება აცადეთ.
  3. დროა, კექსის მეორე ნაწილი მოამზადოთ. კვერცხი და შაქარი მყარი პიკის მიღებამდე კარგად ათქვიფეთ. ნარევის მოცულობა უნდა გაორმაგდეს. შეგრილებული თაფლის მასა დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  4. გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, კაკაო და დაფქული საშობაო სანელებლები ერთ თასში აურიეთ. მშრალი ინგრედიენტები თანდათან კვერცხის ნარევს დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ და ცომი ჩაასხით. კოვზით ან სპატულით ცომის ზედაპირი გაასწორეთ. 180 გრადუსზე მომზადებამდე აცხვეთ. მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ. ცომში ჩაარჭეთ, თუ მშრალი ამოვიდა, კექსი მზადაა.
  5. მზა კექსი რამდენიმე ფენად დაყავით. თითოეულს ქლიავის ნაყენი ან სხვა ტკბილი სიროფი მოასხით და ქლიავის ან სხვა მურაბა წაუსვით. ფენები ერთმანეთს დაადეთ. კექსი ზემოდან შოკოლადის ჭიქურით, ჩირით და კაკლით გააფორმეთ. თუ შესაძლებელია, დესერტი 1 ღამე ან მთელი დღე გრილ ადგილას გააჩერეთ, რომ გემოები ერთმანეთს უკეთ შეერიოს. ასე კექსის გემო უფრო მდიდარი და ტკბილი გახდება.