ყინვაში გარეთ დარჩენილი უსახლკარო შეეცოდა და ერთი თვის შემდეგ მილიონერს გაჰყვა ცოლად

9227

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ერთი გოგონას ისტორიას გიამბობთ.

მარი ძალიან მოკრძალებულ ოჯახში გაიზარდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მას და დედამისს ძალიან გაუჭირდათ. ის ძალიან კარგად სწვალობდა და სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრა. მან იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ დაუსწრებელზე ჩაირიცხა, მაგრამ მარის ეს პირიქით გაუხარდა. მან მუშაობა დაიწყო.

 

თუმცა, ეს სრულიად სხვა სფერო იყო და იურდიულთან არავითარი შეხება არ ჰქონდა. ის სასურსათო მაღაზიაში მუშაობდა. მას ყოველთვიურად სტაბილური ხელფასი ჰქონდა.

დედა ავად გახდა და ახლა ოჯახში ერთადერთი შემომტანი მარი იყო.

ერთ საღამოს გოგონა ჩვეულებისამებრ შუაღამისას კეტავდა მაღაზიას. კიბეებზე ერთი მამაკაცი იჯდა. დიდი ალბათობით ძალიან ბევრი დაელია და ახლა მაღაზიასთან იჯდა და იყინებოდა.

გამვლელები მას ყურადღებას არ აქცევდნენ, ეგონათ, კიდევ ერთი უსახლკარო დათვრა. მარის შეეცოდა და გადაწყვიტა, რომ გაეღვიძებინა. ის უაზრო თვალებით უყურებდა. მარის სხვა გზა არ ჰქონდა, სახლში უნდა წაეყვანა, ცოცხალ ადამიანს ყინვაში გარეთ ხომ არ დატოვებდა. გამვლელები ალბათ ფიქრობდნენ, რომ მარი ვიღაც სულელი იყო. საბედნიეროდ, მარი ახლოს ცხოვრობდა და მამაკაცის თრევა დიდხანს არ მოუწია.

დედამ კარებთან მარი და უსახლკარო მამაკაცი დაინახა და გაოგნდა. მარი შეეცადა, რომ მისთვის ყველაფერი აეხსნა. მათ გადაწყვიტეს, რომ ეს საწყალი დილამდე სახლში დაეტოვებინათ.

მარიმ რომ გაიღვიძა ის სახლში აღარ დახვდა. თითქოს აორთქლდა ან თითქოს მას ის დაესიზმრა.

დედამ უამბო, რომ მამაკაცმა გაიღვიძა და მილიონი ბოდიში მოიხადა. გუშინ პირველად დალია ამდენი და მხოლოდ ის ახსოვს, რომ თავს დაესხნენ და გაძარცვეს. როგორც ჩანს, ამის შემდეგ იმ მაღაზიის კიბეებთან მიიყვანეს სადაც მარი მუშაობს.

ის ამ გოგონას უსაზღვროდ მადლიერია და ძალიან რცხვენია. ამიტომ, ის დილით ძალიან ადრე წავიდა.

რამდენიმე დღის შემდეგ მამაკაცი მაღაზიასთან ძვირადღირებული უცხოური მანქანით მივიდა და სამუშაო დღის დასრულებას დაელოდა. როდესაც მარი მაღაზიიდან გამოვიდა, მან ყვავილების უზარმაზარი თაიგული მიართვა და უთხრა: “მადლობას გიხდი მთელი გულით”.

მან მარი სადილზე დაპატიჟა და ის დათანხმდა. ისინი პატარა მყუდრო კაფეში შევიდნენ. მან მარის ტელეფონის ნომერი გამოართვა. ორი დღის შემდეგ ტელეფონმა დარეკა. მამაკაცმა უთხრა, რომ მას სადარბაზოსთან ელოდებოდა. მარი გახარებული გავარდა ქუჩაში.

ერთი თვის შემდეგ, მან მარის ხელი სთხოვა და მან თქვა “დიახ”.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს