დედა საკუთარ ქალიშვილზე ზოგავდა და პენსიაზე გასვლის შემდეგ თავისთვის ბინა იყიდა

15111

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი მეზობლის ისტორიას გვიამბობს.

ანას ქალიშვილი უკვე 30 წლის არის. მარი გათხოვილია და უკვე დიდი ხანია ცალკე ცხოვრობს. ახლა თვითონაც დედაა, მაგრამ დედამისზე ჯერ კიდევ გაბრაზებულია ბავშვობისდროინდელი წყენის გამო. მარის მიაჩნია, რომ დედამისი ძალიან უსამართლო იყო მის მიმართ და თავისთვის ბინა მის ხარჯზე იყიდა.

ანამ მარი მარტომ გაზარდა. ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ ანა ორსულად იყო. მშობლები დიდი ხნის გარდაცვლილები ჰყავდა. მათ არავინ ეხმარებოდა. ერთადერთი, რაც ქალმა მშობლებისგან მიიღო, მათი ოროთახიანი ბინა იყო, სადაც ანამ მთელი ცხოვრება გაატარა. ახლაც ამ ბინაში ცხოვრობს.

მისი ცხოვრების წესი ძალიან მოკრძალებულია. ის ახალ ამბებს და თურქულ სერიალებს უყურებს ტელევიზორში, გაზეთებს კითხულობს და ასევე ყაისნაღით ხელსახოცებს ქსოვს, რომლებსაც შემდეგ ლამაზად აწყობს კარადაში. ქალი პროდუქტებს აქციებზე ყიდულობს და მუდმივად ეძებს სად უფრო მომგებიანია. რაც შეეხება პროდუქტების იაფად ყიდვას, ის ამას დაზოგვის მიზნით კი არ აკეთებს, არამედ სპორტული ინტერესის გამო.

ქალი მთელი ცხოვრება ფულს აგროვებდა და სიბერეში თავისთვის ერთოთახიანი ბინის ყიდვა მოახერხა ახალ კორპუსში. ახლა პენსიონერი ქალი ამ ბინას აქირავებს და ამ ფულით ცხოვრობს.

ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ პენსიით ვერ იარსებებ, – ჩივის ქალი. დიდი ბედნიერებაა, რომ ჩემთვის ბინის ყიდვა შევძელი, – განაგრძობს ანა. – მაშინ მძიმე დრო იყო, მაგრამ ოთხმოცდაათიან წლებში იყო პერიოდი, როდესაც ბინები ძალიან იაფი ღირდა. სწორედ მაშინ ვიყიდე ბინა, რათა სიბერეში შემოსავალი მქონოდა. ახლა დამოუკიდებლად ვცხოვრობ, საკუთარ თავს თავად ვუზრუნველყოფ. ჩემს ქალიშვილს არასდროს არაფერს ვთხოვ… ქირის ფული რომ არა, როგორ ვიცხოვრებდი?

მარი დედასთან პრაქტიკულად არ ურთიერთობს. ის იმის წინააღმდეგიც კი არის, რომ მისმა ოთხი წლის შვილმა ბებია ნახოს. ის და მისი ქმარი მუშაობენ და თუ შვილის დატოვება სჭირდებათ, მეზობელს ფულს უხდიან და ის იტოვებს. ქმრის მშობლები შორს ცხოვრობენ, მარი კი დედამისზე ნაწყენია.

ის მუდმივად იმეორებს, რომ ანა ცუდი დედა იყო. თავის შვილს ცუდად აცმევდა, ცუდად აჭმევდა და ცუდად აღზარდა. მარის სხვისი გამონაცვალი ეცვა და ამიტომ სკოლაში ყველა დასცინოდა. ის არასწორად იკვებებოდა და ახლა მუდმივად კუჭი აწუხებს. ის არასოდეს არსად წასულა, რადგან დედა მუდმივად ფულს ზოგავდა. გამოსაშვებ საღამოზეც კი არ წასულა, რადგან ჩასაცმელი არაფერი ჰქონდა.

მარინა დარწმუნებულია, რომ მისი ბავშვობა ასეთი ღარიბული სწორედ დედის გამო იყო. გოგონა დარწმუნებულია, რომ მათ შეეძლოთ სულ სხვაგვარად ეცხოვრათ, რადგან დედამისს სახელმწიფო სამსახური ჰქონდა, საკუთარი ბინა ჰქონდა და ხელფასს არასდროს უგვიანებდნენ. უბრალოდ, ის ფულს იმიტომ ზოგავდა, რომ ბინის ფული შეეგროვებინა. ამის გამო კი – მარი დაზარალდა.

ბავშვობაში მარის სქოლიოზის დიაგნოზი დაუსვეს და ექიმმა აუზი დაუნიშნა. დედამ ქალიშვილი ცურვაზე არ ატარა, რადგან ფული არ ჰქონდა. ამიტომაც არის მარი წელში მოხრილი. სტომატოლოგთან მისვლის შემდეგ ექიმმა თქვა, რომ მარის ბრეკეტები სჭირდებოდა, მაგრამ მარტოხელა დედას ამის ფულიც არ ჰქონდა. ამიტომაც გაიზარდა დაგრეხილი კბილებით.

ასე იყო ყოველთვის. გამუდმებით ზოგავდა ყველაფერზე, – უჩივის მარი თავის მეგობარს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამის გამო მე ვზარალდებოდი. დედა არაფერს იკლებდა. თავისთვის ახალ ტანსაცმელს ყოველთვის ყიდულობდა, მე კი მეზობლების გამონაცვალი ტანსაცმლით დავდიოდი. მეთერთმეტე კლასში ექსკურსიაზეც კი არ გამიშვა. ყველა წავიდა, ჩემს გარდა. ფული არ გვქონდა. სამაგიეროდ, რამდენიმე კვირის შემდეგ დედაჩემმა თავისთვის ბინა იყიდა.

კარგი რა მარი, რამდენი წელი გავიდა, შენ კი ჯერ კიდევ ბავშვობისდროინდელ წყენას იხსენებ. დედამ ხომ ბინა საკუთარი ფულით იყიდა და არა შენით, – არწმუნებდა მეგობარი.

არ ვიცი, ის ფულს იმიტომ ზოგავდა, რომ ბინის ფული შეეგროვებინა. ეს ეკონომია კი ჩემზე აისახა. გამოდის, რომ მან ბინა ჩემი კბილების, აუზის, ჩემი ტანსაცმლისა და საკვების ხარჯზე იყიდა. ახლა კი მას ორი ბინა აქვს და საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობს. მე და ჩემი ქმარი კი იპოთეკას ვიხდით და ძლივს ვახერხებთ ამის გაკეთებას. აბა, ეს სამართლიანია? მოსიყვარულე დედა ასე მოიქცევა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს