ეს მარცვლეული საწოლზე დადეთ, რომ ფული მოიზიდოთ და ვალები მოიშოროთ

15798

ალბათ, მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არასოდეს უთქვამს: „გამდიდრება მინდა“. უმეტეს შემთხვევაში ადამიანებს ფული უყვარს. ეს აბსოლუტურად ნორმალურია! ბედნიერი ცხოვრებისთვის მეტის გამომუშავების სურვილი გასაგებია. ხშირად საკმაოდ უჩვეულო მეთოდებს ვიყენებთ და ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვის იმედი გვაქვს. Paparazzi ერთ–ერთ ასეთ მეთოდს გიზიარებთ.

გამდიდრება მინდა – დარწმუნებული ვართ, რომ გასამდიდრებლად ბევრი შრომაა საჭირო. საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა სასურველ მიზნამდე მიგიყვანთ. ზოგჯერ სასურველის სწრაფად მიღება გვსურს. ბევრ ადამიანს სხვადასხვა რიტუალის ძალის სჯერა. თითქოს სახლში რაღაც რიტუალის შესრულებით ცხოვრება დალაგდება. საოცარია, რომ ხშირად რეალურად მუშაობს. რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, საქმე გარკვეული მოქმედების და მოვლენის მიმართ ადამიანის რწმენაშია. და მაინც, წარმატების კუდით დაჭერის შანსის ხელიდან გაშვება არ ღირს. გიზიარებთ რამდენიმე მარტივ რიტუალს, რომლის წყალობით ცხოვრებაში ფინანსების და კეთილდღეობის მოზიდვას შეძლებთ.

სიმდიდრის მოზიდვა სახლში: რიტუალი წიწიბურით – ერთ–ერთი რიტუალი, რომელიც სახლში შეგიძლიათ შეასრულოთ, საკვებს, კერძოდ, წიწიბურის მარცვალს უკავშირდება. ძველად სჯეროდათ, რომ წიწიბურაში კეთილი სული ცხოვრობს. ის უხვი მოსავლის მიღებას ხელს უწყობს, ხოლო ჩვენს რეალობაში – მოგების. რიტუალის შესასრულებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 1 სუფრის კოვზი მარცვლეული და ტილოს ქისა. თუ ქისა არ გაქვთ, ცხვირსახოცი ან უბრალოდ ქსოვილის ნაჭერი გამოიყენეთ. მაგალითად, სელის ქსოვილი.

მარცვლეული ქისაში ჩადეთ, ძილის წინ ბალიშის ქვეშ შეინახეთ. წიწიბურა ამ ადგილას 3 დღე და 3 ღამე გააჩერეთ, რომ თქვენი ემოციებით და სურვილებით გაივსოს. თუ დივანზე წვებით და ყოველ დილით ლოგინს კეცავთ, წიწიბურის ქისა შეინახეთ იქ, სადაც თეთრეულს და ბალიშებს ინახავთ. საღამოს ძველ ადგილას დააბრუნეთ. მეოთხე დილით გაღვიძებისას წიწიბურის ქისით ხელში ქუჩაში გადით. მარცვლეული დაყარეთ იქ, სადაც ჩიტები ჭამას შეძლებენ. წიწიბურის დაყრისას თქვით: „მთელ მსოფლიოში გაიფანტე, უკან მოგებით დაბრუნდი. ასე იყოს!“ ქისა, რომელშიც წიწიბურას ინახავდით, სახლში შეინახეთ. ის ფულის სატყუარა გახდება.

სხვა რიტუალები ფულის მოსაზიდად – სანთლებს ბევრი სხვადასხვა რიტუალი უკავშირდება. მაგალითად, მწვანე სანთელი სიმდიდრეს იზიდავს. რიტუალის შესასრულებლად ასეთ სანთელს მწვანე ლენტი შემოახვიეთ, აანთეთ და მის გარშემო მონეტები დააწყვეთ. თქვით: „მწვანე ალით გარშემორტყმული ვარ, ფულის მაგიით გარშემორტყმული ვარ, მდიდარი ვარ, მალე გავმდიდრდები!“ მწვანე ცვილი მონეტებს დაასხით და დამალულ ადგილას შეინახეთ. ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ რიტუალის დახმარებით სახლში ფული მდინარესავით შემოვა. 3 ან 6 სანთლის ერთდროული გამოყენებით ეფექტი ძლიერდება.

თუ ფინანსური სირთულეები გაქვთ, ფულის მოზიდვა ერთი შელოცვის დახმარებით სცადეთ. მთელ ბინაში მონეტები მიმოყარეთ და 1 დღე გააჩერეთ. შემდეგ ახალი ცოცხით მოხვეტეთ (ეს მნიშვნელოვანია). თან თქვით: „ფულს ვხვეტავ, სიმდიდრეს ვიზიდავ, მდიდარი და ოქროში ჩაფლული ვიქნები“. მომდევნო 3 დღე ფული შეინახეთ იმ ოთახის მარცხენა კუთხეში, სადაც მთელ ფულს ინახავთ. თუ ფულს ბანკში ინახავთ, მაშინ ძვირფასი ნივთებით იხელმძღვანელეთ. მაგალითად, ოქროს სამკაულებით. 3 დღის შემდეგ მონეტები ქილაში ჩაყარეთ და ჰერმეტულად დახურეთ. მიწაში შეგიძლიათ დამარხოთ ან უბრალოდ შეინახოთ. არ გახსნათ. თუ ქილას გატეხავთ, ფინანსურ პრობლემებს მოიზიდავთ.  ფრთხილად იყავით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს