მათემატიკური ამოცანები, რომლებიც ფულის დათვლას გასწავლით

0
2128

ყველამ იცის, რამდენად საზრიანები და მარჯვეები არიან ბავშვები. მათი მიხვედრის უნარი ნებისმიერ უფროსს შეშურდება. არ გჯერათ? მაშინ ამოცანები ხრიკებით შეასრულეთ. ზოგიერთი მათგანი ზრდასრულ ადამიანს ჩიხში შეიყვანს. Paparazzi გთავაზობთ თქვენი ცოდნა შეამოწმოთ და საბავშვო მათემატიკური ამოცანები ამოხსნათ.

  1. გამოიმუშავა მამაკაცმა ძროხების ყიდვა–გაყიდვით? – პირველი ამოცანის პირობა ასეთია: მამაკაცმა ძროხა 800 ლარად იყიდა, შემდეგ 1000 ლარად გაყიდა. შემდეგ 1100 ლარად იყიდა და 1300 ლარად გაყიდა. გაარკვიეთ, მამაკაცმა ფული იშოვა, თავისი დარჩა თუ იზარალა. თუ მოგება ან ზარალი ნახა, რამდენი? ერთი შეხედვით, მარტივია, მაგრამ ორჯერ დაფიქრდით, სანამ უპასუხებთ.
  2. მათემატიკური მაგალითი სტრატეგებისთვის – ხომ არ ფიქრობთ, რომ მათემატიკა უბრალო ხუმრობაა? სკოლაში მიღებული ცოდნა გაიხსენეთ და ამოხსენით შემდეგი მაგალითი. თქვენ გაქვთ 4 ციფრი: 5, 5, 5 და 1. შეკრების, გამოკლების, გამრავლების, გაყოფის და ფრჩხილების გამოყენებით მათგან 24 უნდა მიიღოთ. თითოეული ციფრი მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ.

სწორი პასუხები – ვფიქრობთ, რომ თითოეულ ამოცანაზე საკმარისად დაფიქრდით. დროა გაიგოთ, საკუთარმა მსჯელობამ ხომ არ გიმტყუნათ. გულწრფელად, თავად პირველივე ცდაზე ვერ ამოვხსენით.

  1. ამოცანა ძროხებზე – ეს თავსატეხი ჩვენს მოტყუებას ორჯერ ცდილობს. თავიდან უბრალოდ პირველ და ბოლო ჯამს შორის სხვაობის აღება გვსურს, ასე გამოდის 500. მაგრამ ეს არასწორი პასუხია. გავაკეთოთ მარტივი ანგარიში. პირველი ვაჭრობის მოგება ცალკე დათვალეთ: 1000 – 800 = 200. შემდეგ მეორეს: 1300 – 1100 = 200. გამოდის, რომ თავისი გარიგებებით მამაკაცმა 400 ლარი გამოიმუშავა, რასაც ვულოცავთ!
  2. თავსატეხი ხრიკით – ჩვენთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა. მაშინვე გვსურს შემდეგი ვარიანტი: 5 x 5 -1 = 24. თუმცა ასე პირობა არ სრულდება. სწორი პასუხი გაცილებით რთულია. (5 – (1: 5)) x 5 = 24.

ამ თავსატეხებმა ნამდვილად გაგვაწვალეს. აქ მათემატიკაში მოქმედებების თანმიმდევრობის გახსენებაც და ლოგიკის ჩართვაც მოგვიწია. იმედი გვაქვს, გამოგივიდათ.