ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გაცვალა ჩვენმა მეგობარმა “იდეალური” მამაკაცი “სწორ” მამაკაცზე

859

თათა მთელი ცხოვრება ჩვეულებრივი გოგო იყო, განსაკუთრებული ამბიციების გარეშე. როდესაც მისი მეგობრები კარიერის შექმნას და წარმატებით გათხოვებას ცდილობდნენ, ის უბრალოდ მშვიდად მიჰყვებოდა დინებას. გარეგნულად ის არ განსხვავდებოდა სხვა გოგოებისგან. ის არასოდეს ყოფილა ძალიან ლამაზი, ამიტომ მისი მეგობრებისთვის და მისთვისაც ნამდვილი შოკი იყო, როდესაც მან მათ სოფელში მცხოვრები ყველაზე ლამაზი ბიჭის ყურადღება მიიპყრო.

სერგი მართლაც ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო. ის იყო ჭკვიანი, განათლებული და ძალიან ინტელიგენტური. გოგოები მის მანერებზე გიჟდებოდნენ. არც თათა იყო გამონაკლისი. მას იგი თავდავიწყებით შეუყვარდა.

თუმცა, ერთმა ცხოვრებისეულმა სიტუაციამ სერგი სულ სხვა მხრიდან დაანახა და რადიკალურად შეცვალა თათას ცხოვრება.

იმ დღეს ის და სერგი პარკში სეირნობდნენ და გაზაფხულის თბილი მზით ტკბებოდნენ. შეყვარებულები სკამზე დასხდნენ. ყავა დალიეს და სერგიმ სიგარეტს მოუკიდა.

ამ დროს მათკენ ერთი ბიჭი მოდიოდა. ის ფსიქიკურად დაავადებული იყო. უბანში მას ყველა იცნობდა და არავინ ეხებოდა. იგი მათ მახლობლად გაჩერდა, სერგის შეხედა და უთხრა:

მოწევა მავნებელია, მითუმეტეს, როდესაც გვერდზე ასეთი ლამაზმანი გიზის. გადააგდე სიგარეტი!

სერგი გაბრაზდა. თითქოს ჯაჭვიდან აეშვა. ბიჭს ყვირილი დაუწყო და ადგილიდან მოწყდა. თათამ იმ ბიჭის დაცვა სცადა, რის გამოც სერგი კიდევ უფრო გაბრაზდა. ის კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩხუბობდა, შემდეგ კი ხელი ჩაიქნია და წავიდა.

გოგონა უცნობი ბიჭის გვედრით იდგა და ტიროდა. ის კარგად იცნობდა სერგის და იცოდა, რომ ეს დასასრული იყო.

– ნუ ტირი, – ამშვიდებდა ის ბიჭი. – უკეთესს შეხვდები. სხვანაირად ვერც იქნება…

– კი, როგორ არა, – თავს უქნევდა თათა და ცრემლებს იწმენდდა.

– ჩემმა ძმამ გაწყენინათ? – მოესმა უცებ ზურგს უკან.

თათა შემობრუნდა და სიმპათიური ახალგაზრდა დაინახა.

– არა, რას ამბობთ. თქვენს ძმას ჩემთვის არაფერი დაუშავებია.

– მე პაატა მქვია, – გაუწოდა ხელი სიმპათიურმა ახალგაზრდამ. – დავინახე რომ ტიროდით და ვიფიქრე, რომ ჩემმა ძმამ გითხრათ რამე.

– ყველაფერი კარგადაა. თქვენი ძმა არაფერ შუაშია. მაპატიეთ…

თათა აცრემლებული გაიქცა. სახლთან რომ მივიდა, ცოტა დამშვიდებული იყო. სადარბაზოში გოგონას სერგი ელოდა.

– თავს რის უფლებას აძლევ? ვინ მოგცა უფლება, რომ ასე მოიქცე? ვინ ხარ, რომ საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევ? – გაბრაზებული ეტაკა გოგონას და კედელს მიაბჯინა.

რამდენიმე წამის შემდეგ ვიღაცამ გამოსწია და სერგი კიბეებზე დაგორდა.

თათამ თვალები გაახილა და პაატა დაინახა. მან თურმე თავისი ძმა სახლში მიიყვანა და თათას გამოყვა, რათა დარწმუნებულიყო მართლა ყველაფერი რიგზე იყო თუ არა.

თათა პაატას ჩაეხუტა და მას შემდეგ ისინი ერთმანეთს არ დაშორებულან. რამდენიმე თვის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ.

ასე გაცვალა თათამ “იდეალური” მამაკაცი” “სწორ” მამაკაცზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს