ტორტი ტაფაზე „ფაფუკი კურდღელი“: ღუმელთან წვალება აღარ მიწევს

0
453

დიდებულ დესერტს ღუმლის გარეშეც ვამზადებ. ამ ტორტს ტაფაზე საკმაოდ სწრაფად და ზედმეტი წვალების გარეშე ვაცხობ. თან საოცრად გემრიელი და არომატული გამოდის. ქმარი ამაყობს და ამბობს, რომ მსოფლიოში საუკეთესო დიასახლისი ვარ! Paparazzi გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ტორტი ტაფაზე „ფაფუკი კურდღელი“. ღუმელთან წვალება აღარ მოგიწევთ, ოქრო რეცეპტია!

ცომის ინგრედიენტები:

  • 300 მლ რძე
  • 3 კვერცხი
  • 40 მლ ლიმონის წვენი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 90 გ შაქარი
  • 3 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 40 გ გამდნარი კარაქი
  • 235 გ ფქვილი
  • 13 გ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი

სიროფის ინგრედიენტები:

  • 65 მლ წყალი
  • 3 კვერცხი
  • 1 ლიმონის წვენი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

კრემის ინგრედიენტები:

  • 300 გ ათქვეფილი ნაღები
  • 45 გ შაქრის ფხვნილი
  • 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • ნებისმიერი კენკრა ან ჯემი
  • პიტნის ფოთლები გასაფორმებლად

მომზადების წესი:

  1. რძე საზომ ჭიქაში ჩაასხით. ლიმონის ცედრა გახეხეთ, ასევე 40 მლ წვენი გაწურეთ. ლიმონის წვენი რძეში ჩაასხით და 15 წუთით გააჩერეთ.
  2. რძე–ლიმონის ნარევს ცედრა და კვერცხი დაუმატეთ. შაქარი და ვანილის ექსტრაქტი დაუმატეთ. ვანილის ექსტრაქტის ნაცვლად 1 პაკეტი ვანილი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მწიკვი მარილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე სათქვეფით ათქვიფეთ.
  3. გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. როცა ფქვილი თითქმის შეერევა, გამდნარი კარაქი დაუმატეთ. კვლავ აურიეთ, მაგრამ არა დიდხანს. იდეალურია, თუ ცომის თასს ყინულებით სავსე თასზე დადებთ.
  4. ფენები (ფანქეიქები) ცხელ მშრალ ტაფაზე (25 სმ დიამეტრი) თითოეული მხრიდან 5 წუთით აცხვეთ. 3 ერთნაირი ფენა ან ბევრი პატარა ფენა დააცხვეთ.
  5. სიროფისთვის წყალი, შაქარი და ლიმონის ცედრა ქვაბში აურიეთ. 1 ლიმონის წვენი დაუმატეთ. ადუღების მომენტიდან 2 წუთით საშუალო ცეცხლზე ხარშეთ. ვანილის ექსტრაქტი დაუმატეთ და აურიეთ. ფენები ამ სიროფით დანამეთ და ოთახის ტემპერატურაზე გაგრილება აცადეთ.
  6. კრემისთვის ათქვეფილი ნაღები, შაქრის ფხვნილი და ვანილის ექსტრაქტი აურიეთ. კენკრა (ახალი ან კონსერვირებული) დანით მსხვილად დააქუცმაცეთ. ნებისმიერი ჯემიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  7. ტორტის ასაწყობად პირველი ფენა თეფშზე დადეთ და კრემი უხვად წაუსვით, შემდეგ კენკრა ან ჯემი დაუმატეთ. ისევ ფენა დაადეთ, ჯემი ან კენკრა წაუსვით. ამავე პრინციპით სხვა ფენები დაუმატეთ. ტორტს ზემოდან და გვერდებზე კრემი წაუსვით. ზემოდან საყვარელი კენკრით გემოვნებით გააფორმეთ. პიტნის ფურცლები შეგიძლიათ დაუმატოთ და შაქრის ფხვნილი მოაყაროთ. ესეც ასე, ფანქეიქების ტორტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

როგორც ხედავთ, ტაფაზე ტორტის მომზადება რთული არაა. თან გემოთი მაღაზიაში გასაყიდ სადღესასწაულო დესერტებს არ ჩამოუვარდება. ფანქეიქები–ფენები ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც ღუმლის გამოყენება არ შეუძლია ან სახლიდან შორს იმყოფება.