ჩემი მეგობარი დიდხანს ეძებდა საშუალებას, რომელიც მის ბავშვს კანის ნაკეცების დაზიანებასა და სიწითლეს მოურჩენდა. ვიღაცის რჩევით სუდოკრემი შეიძინა და იმდენად მოეწონა, რომ სულ მის ქებაშია. Paparazzi გიამბობთ, რა თვისებები აქვს ამ კრემს და რა მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. აღმოჩნდა, რომ მოქმედების საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს.
სუდოკრემი ახალშობილებისთვის – ნებისმიერ დედას დღის განმავლობაში მრავალი საქმის შესრულება უწევს. საზრიანი ქალები ცხოვრების გასამარტივებლად ხრიკებს ეძებენ. ამაში ეხმარებათ უნივერსალური საშუალებები, რომელთაც რამდენიმე პრობლემის მოგვარება შეუძლიათ. სუდოკრემი სწორედ ასეთია. საშუალება ჩვილებისთვის შექმნილია, ნაზი კანის ნაკეცების დაზიანების და სიწითლის დროს გამოიყენება. ამის მიუხედავად, ბევრი ქალიც იყენებს. კრემს ნაზი შემადგენლობა აქვს და სხვადასხვა მიზნით გამოსადეგია.
სუდოკრემის მთავარი ამოცანაა დატენიანება და კანის მოშუშება. ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს. თუთიის ოქსიდს შეიცავს, რომელიც გაღიზიანებას აქრობს და ადეზინფიცირებს. სუდოკრემი სახლის აფთიაქში უნდა გქონდეთ, თუნდაც ბავშვები არ გყავდეთ. თითის დაზიანების შემთხვევაში კანის სწრაფად შეხორცებაში დაგეხმარებათ. პირველი ხარისხის მოყინვის დროსაც გამოგადგებათ, ასევე აკნეს დროს. გაითვალისწინეთ, სახეზე, ზურგზე ან გულმკერდზე კანის დაავადებების დროს დერმატოლოგის მეთვალყურეობის გარეშე რაიმე საშუალების გამოყენებას არ გირჩევთ.
როდის გამოვიყენოთ სუდოკრემი – ყოველდღიურობაში სუდოკრემი ექიმის მითითების გარეშე შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- ბევრი ქალი კრემს ანტიასაკობრივ საშუალებად იყენებს. ამბობენ, რომ სუდოკრემი ნაოჭების შემცირებას ხელს უწყობს. მასში შემავალი თუთია კანს ჭიმავს და ლიფტინგის ეფექტს ქმნის.
- გადაუდებელ შემთხვევაში დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ წვეულებაზე წასასვლელად ემზადებით, მაგრამ ერთი დღით ადრე სახეზე გამონაყარი გაგიჩნდათ, მალამო წაისვით. მას გამომშრობი ეფექტი აქვს. გამონაყარის მალე გაქრობას და ახლის გაჩენის შეფერხებას შეძლებთ.
- მშრალ, დახეთქილ ქუსლებსაც შველიც. ძილის წინ წაისვით და ბამბის წინდა ჩაიცვით. ასე დაიძინეთ. დილით კანის მდგომარეობა გაუმჯობესებული დაგხვდებათ. რამდენიმე ასეთი პროცედურა და დახეთქილ ქუსლებს დაივიწყებთ.
- სასწაულმოქმედი კრემი გაპარსვის შემდეგ გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს. ფეხის გაპარსვის შემდეგ წაისვით, რომ სიწითლე და გაღიზიანება თავიდან აიცილოთ.
იაფი საშუალება დიდხანს გეყოფათ. თქვენს აფთიაქში ადგილს ნამდვილად იმსახურებს.