Paparazzi გთავაზობთ კლასიკურ ტესტს „რას ხედავთ ამ სურათზე“. მის გასავლელად გამოსახულებას შეხედეთ და გვითხარით, რა დაინახეთ პირველად. შემდეგ ტესტის გაშიფვრა წაიკითხეთ და ნახეთ, რას მალავს თქვენი ხასიათი.
ტესტი მარტივი და სწრაფია. საკმარისია, სურათს შეხედოთ და პირველი შთაბეჭდილება გაგვიზიაროთ. დღევანდელი ტესტის სურათი ძალიან ბანალურია. ეს არ არის ჰერმან რორშახის ტესტი, სადაც ბევრი ვარიაცია შეიძლება იყოს. აქ ყველაფერი მარტივია: ხედავთ ნიანგს ან ნავს.
თუ პირველად ნიანგი დაინახეთ, რაციონალური და პრაქტიკული ხართ. გარისკვა არ გიყვართ. სავარაუდოდ, უკვე გავლილ გზას აირჩევთ, ვიდრე რაღაც ახალს ცდით. თქვენზე დაყრდნობა შეიძლება. სიტყვას ყოველთვის იცავთ და არ ეშმაკობთ, თუ სიმართლის თქმა არ გსურთ. ნებისმიერ პრობლემას კომპლექსურად განიხილავთ. პანიკაში არ ვარდებით, არამედ ძალას იკრებთ და ყველაფერს რიგის მიხედვით აგვარებთ. ეს თვისება ცივი გონების შენარჩუნებაში და ფსიქიკის ხაფანგების თავიდან არიდებაში გეხმარებათ. ზოგი უემოციო ადამიანად გთვლით, მაგრამ ასე არაა. უბრალოდ სიბრაზის სურვილსა და წესრიგის სიყვარულს შორის ბალანსის პოვნა შეგიძლიათ.
იმის გამო, რომ საკითხს განზოგადებით უყურებთ, პატარა და მნიშვნელოვანი დეტალები თქვენს მხედველობას შეიძლება გამორჩეს. ეს ცხოვრების ყველა სფეროს ეხება და ახლობლებთან ურთიერთობაში განსაკუთრებით იგრძნობა. თუ ეს პრობლემა თქვენთვის ნაცნობია, ეცადეთ გაიგოთ, რა არ გაწყობთ. ისე მოიქეცით, როგორც გიყვართ: ფურცელზე ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ და თითოეული პუნქტი განიხილეთ. ასე სირთულეებს მარტივად გაუმკლავდებით. თუ ამის მარტო გაკეთება გიჭირთ, დახმარება ითხოვეთ. უმჯობესია, რომ სპეციალისტს მიმართოთ.
თუ სურათზე ნავი დაინახეთ, შესაშური შემოქმედებითი პოტენციალი გაქვთ. ის ადამიანი ხართ, ვისაც საჩუქრის არჩევისას ან საქორწილო დეკორის გაფორმებისას უნდა მიმართოთ. სტილის გრძნობა ბუნებით ბოძებული გაქვთ და ოსტატურად იყენებთ. როგორც წესი, ადამიანი, რომელიც ნავს ხედავს, შემოქმედებითი საქმით დაკავებულია. სხვადასხვა ხელსაქმე, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ან სიმღერა არა მხოლოდ ჰობი, არამედ ფულის გამომუშავების გზა შეიძლება გახდეს. თუ ამაზე არ დაფიქრებულხართ, დროა.
მარტივი ახსნა არსებობს, რატომ გამოგდით ადვილად ნებისმიერი შემოქმედებითი საქმიანობა. უბრალოდ დეტალებს ამჩნევთ და ზუსტად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია. ეს თქვენი ნიჭი და წყევლაა. სასიყვარულო ურთიერთობაში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით. ხშირად არა თავით, არამედ გულით ფიქრობთ. ამაზე მიზეზით შესაფერისი ადამიანის პოვნა გიჭირთ. მასში ხომ უმცირეს ნაკლსაც ხედავთ და ამით აღიზიანებთ. აქ სხვა პრობლემა თავს იჩენს. სიყვარული ადამიანის მთლიანად მიღებაა და არა ნაწილობრივ. თუ ეს არ შეგიძლიათ, საქმე თქვენშია და არა თქვენს პარტნიორში.