რორშახის ფსიქოლოგიური ტესტი თქვენი მთავარი საიდუმლოს გამოსავლენად

700

Paparazzi გთავაზობთ ამქვეყნიური საზრუნავი დროებით დაივიწყოთ და რორშახის ტესტი გაიაროთ. დიახ, სწორედ ის, სადაც დიდ ლაქას უნდა შეხედოთ და გვითხრათ, რა დაინახეთ. საკმაოდ საინტერესოა. თითოეულ გამოსახულებას საკუთარი გაშიფვრა აქვს, რომელიც ადამიანის არსის გამოვლენას ხელს უწყობს.

გაიარეთ რორშახის ტესტი – ჰერმან რორშახის ტესტი მთელ მსოფლიოში ცნობილია. ბევრი ფსიქოლოგი მას ადამიანის ხასიათის, მისი მიდრეკილებების უკეთ გასაგებად სწავლობს. თუ კლასიკურ ტესტზე ვსაუბრობთ, ის გამოსახულებების მრავალი ცხრილისგან შედგება. დღეს გამარტივებულ ვერსიას ერთი ლაქით გთავაზობთ. რას ხედავთ მასზე?

ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობა ამ სურათზე კატის ან მელას სახეს ხედავს. ეს პირველი ასოციაციაა, რომელიც გამოსახულების დანახვისას ჩნდება. ლოგიკურია, რადგან ლაქაზე დაკვირვებისას ყურები, სახე წინიდან და თვალები ჩანს. თუ ეს დაინახეთ, გილოცავთ, თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა წესრიგშია. სავარაუდოდ, გაწონასწორებული ხართ და წინასწარ ჭვრეტა გახასიათებთ. ემოციები არ გმართავს. ცივ გონებასა და გრძნობებს შორის ბალანსის პოვნა შეგიძლიათ.

სტატისტიკის მიხედვით, ლაქაში პეპელას ყველაზე ხშირად ახალგაზრდები ხედავენ. მათ გამოცდილება აკლიათ, რომ ყველა სირთულეს გაუმკლავდნენ. სამყაროს აიდეალებენ და მისი ცუდი მხარეების მიღება არ სურთ. ასეთ პიროვნებას ცხოვრებაზე ფიქრი ახასიათებს, რაც ხშირად ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ პრობლემებსაც იწვევს.

თუ ლაქაზე ღამურას ხედავთ, თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს. სამწუხაროდ, ეს გამოსახულება ადასტურებს, რომ ადამიანი ნეგატივში ჩაძირულია. უფრო მეტიც, აგრესიისკენ მიდრეკილება აქვს. უნდა გავითვალისწინოთ, როგორ დროში ვცხოვრობთ. ეს უფრო ფსიქოემოციურ მდგომარეობას ასახავს და არა პიროვნებას. სპეციალისტს მიმართეთ, თუ შეამჩნიეთ გადაჭარბებული სიბრაზე, რომელიც სხვებთან თქვენს ურთიერთობაზე გავლენას ახდენს.

ხშირად ამ ლაქას რომელიღაც ცხოველის ტყავად მიიჩნევენ. მაგალითად, დათვის. ეს ადამიანის ფსიქიკის გამძლეობაზე, მის ძლიერ და შეუპოვარ ხასიათზე საუბრობს. პრობლემები არ აშინებს და ყველა განსაცდელს თავაწეული ხვდება. ლიდერული თვისებები და კარგი ორატორული უნარები სამსახურში მაღალი თანამდებობის დაკავებაში ეხმარება. კარგი ხელმძღვანელი და მენტორია.

ზოგჯერ ადამიანები ამბობენ, რომ სურათზე ხედავენ ორ დათვს, რომლებიც შადრევანთან დგანან. ღრმა ანალიზის კუთხით, ეს ნორმიდან ფსიქიკურ გადახრაზე საუბრობს. თუ ამ საკითხს საბაზისო დონეზე განვიხილავთ, სავარაუდოდ, ადამიანს კარგად განვითარებული წარმოსახვა აქვს. ეს ის შემთხვევაა, როცა კომპანია არ გჭირდებათ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ. მარტოც თავს კარგად გრძნობთ. ყოველთვის იცით, რით დაკავდეთ. ეს მშვენიერია, რადგან მარტოობისგან სიამოვნების მიღება ყველას არ შეუძლია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს