ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი მეუღლე მყავს. ის რომ არა, ვერასოდეს გავაკეთებდით ასეთ რემონტს ჩვენს ბინაში

669

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

ჩემი მეუღლე ეროვნებით თათარია. ის ძალიან პირდაპირი და ძალიან მოჩხუბარი ადამიანია. გარეგნულადაც ნამდვილ თათარ გოგონას ჰგავს. ჩემი მეუღლის ასეთი ხასიათი ცხოვრებაში ძალიან ხშირად დამხმარებია.

ორი თვის წინ ჩემმა სიდედრმა ბინის გარემონტება გადაწყვიტა. მე ის მაშინვე გავაფრთხილე, რემონტი ხანგრძლივი საქმეა, მუშები ყველაფერს ძალიან სწრაფად ანგრევენ, მაგრამ რემონტის დროულად დასრულებას არ ჩქარობენ.

– ნუ იგონებ! ეს ადრე იყო! ახლა სულ სხვანაირად არის. მშენებლებმა დედასთან ხელშეკრულებაც კი გააფორმეს! – მითხრა ჩემმა მეუღლემ.

მე მას დავუჯერე, ვიფიქრე, რომ ალბათ მე ჩამოვრჩი მეთქი ცხოვრებას და მუშებთან დაკავშირებით ვცდები.

გავიდა ერთი კვირა. ჩემს მეუღლეს ვეუბნები:

– საყვარელო, წადი დედაშენთან, ნახე როგორ მიდის რემონტის საქმე. თუ მართლა ძალიან კარგი მუშები არიან, იქნებ ბინა ჩვენც გავარემონტოთ? წადი! გაარკვიე, როგორ მიდის საქმეები.

ცოლმა დამიჯერა და წავიდა. ორი საათის შემდეგ დამირეკა. აღმოჩნდა, რომ მე მართალი ვიყავი. ძალიან მესიამოვნა, თურმე ცხოვრებას სულაც არ ჩამოვრჩენილვარ. მუშებმა ყველაფერი დაანგრიეს, მაგრამ რემონტის დასრულებას არ ჩქარობდნენ. რა თქმა უნდა, ჩემი ცოლი არ აპირებდა მათი ასეთი საქციელის მოთმენას. მან მუშებს ძალიან ცოცხალი და საინტერესო აღმზრდელობითი საუბარი ჩაუტარა. მას ასეთი რაღაცეები ძალიან კარგად ეხერხება, მერწმუნეთ.

– გავიდა ორი კვირა. ჩემს მეუღლეს ისევ ვეუბნები:

– ძვირფასო, მე მგონი დროა წახვიდე და შეამოწმო, რას აკეთებენ დედაშენის მუშები. იქნებ უკვე მოდუნდნენ და დაივიწყეს შენი წინა ვიზიტი?

ეს ნამდვილი გამოწვევა იყო ჩემი მეუღლისთვის და მან მაშინვე მიიღო.

როგორც მოსალოდნელი იყო, სარემონტო სამუშაოები არც თუ ისე სწრაფად მიმდინარეობდა. ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, რომ თავი აღარ შეეკავებინა. მან მაშინვე საშინელი ჩხუბი აუტეხა მუშებს. ორი კვირის შემდეგ მუშებმა რემონტი დაასრულეს. მათ ყველაფერი ძალიან ხარისხიანად და სწრაფად გააკეთეს.

მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ბინაც გაგვერემონტებინა. მუშებს მე დავურეკე და ყველაფერზე მოველაპარაკე. მუშებს ჩემი ცოლი არ უნახავთ. ისინი შეუდგნენ ჩვენი ბინის გარემონტებას. გავიდა სამი დღე. გადავწყვიტე, რომ დრო იყო, მუშებისთვის პატარა ბიძგი მიგვეცა, რათა უფრო სწრაფად და აქტიურად ემუშავათ.

მათი თვალები უნდა გენახათ, როდესაც კარი გაიღო და ბინაში ნელ-ნელა ჩემი მეუღლე შემობრძანდა.

ჩემმა მეუღლემ მაშინვე გიჟივით დაიწყო ყვირილი. ზოგიერთმა მუშამ პირჯვარი გადაიწერა.

– რა საშინელი ქალია! უბრალოდ გადარეულია! – ჩურჩულებდნენ კაცები.

მოკლედ, მუშებმა მუშაობა განაახლეს, არა მარტო სწრაფად, არამედ ძალიან ხარისხიანადაც. რა თქმა უნდა! ვის მოუნდება ძალიან გაბრაზებული თათარი ქალის კიდევ ერთხელ დანახვა?!

ჩვენს ბინაში რემონტი რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა. მე და ჩემი მეუღლე ძალიან კმაყოფილი ვიყავით რემონტის შედეგით.

ამ მუშების ნომერი ჩვენს მეგობრებსაც მივეცით. უბრალოდ, ვთხოვეთ, რომ არ ეთქვათ ვინ მისცათ ტელეფონის ნომერი. ორი კვირის შემდეგ ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა:

– რა ცუდი მუშები მირჩიე, ძალიან ნელა მუშაობენ, თითქოს სძინავთ. ნანგრევებში ცხოვრება არ მინდა.

– არ ინერვიულო, ამას ახლავე გამოვასწორებ. თანაც ძალიან სწრაფად. მოიცადე! ცოტა ხანში ისინი ფუტკრებივით იმუშავებენ! გპირდები!

როდესაც ჩემი ცოლი გაბრაზებული სახით რიგით მესამე ბინაში შევიდა, რომელსაც ისინი არემონტებდნენ, ზოგიერთი მუშა მაშინვე ისტერიკაში ჩავარდა. ზოგი მათგანი ჩემს ცოლს საპირფარეშოში და სააბაზანო ოთახში დაემალა. გულუბრყვილოები! ნუთუ შესაძლებელია თათარი ქალის შეჩერება?! ერთი კვირის შემდეგ ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მადლობა გადამიხადა: მუშები უქმე დღეებშიც კი მუშაობდნენ.

ალბათ ეშინოდათ, რომ ჩემი ცოლი ისევ გაბრაზებული ესტუმრებოდათ და გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად გაეკეთებინათ. ცხოვრება ყველას სწყურია და თანაც ძალიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს