პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ერთი მამაკაცის ისტორიას გიამბობთ.
რა განიცადა იმ მომენტში, როდესაც მიხვდა, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა? თუმცა, ის ამას ძალიან გვიან მიხვდა.
ფეხები დაუმძიმდა და აღარ ემორჩილებოდა. სურდა სადმე დამალულიყო და ეტირა. ის ბიჭს აედევნა, სურდა, რომ დაეძახა, მაგრამ ვერ შეძლო. ტუჩები თითქოს მისი არ იყო და პატრონს არ ემორჩილებოდა.
ის 47 წლისაა. არც ოჯახი ჰყავს, არც შვილები. ყოველთვის ფიქრობდა, რომ უღალატეს. მის ბედში გადამწყვეტი როლი მისმა სიჯიუტემ ითამაშა. მეგობრები ცდილობდნენ მის გადარწმუნებას, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო.
25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მან ცოლი ღალატში დაადანაშაულა. მან მიატოვა ისიც და ბავშვიც. ცოლს გული ისე ეტკინა, რომ მისთვის არაფრის მტკიცება არც უცდია. მან მას პარანოიდი უწოდა და განქორწინება მოითხოვა. განქორწინების შემდეგ ის გაემგზავრა.
მან ყველასთან გაწყვიტა კავშირი, რადგან მისმა მეგობრებმა ცოლის მხარე დაიკავეს. ოჯახის შექმნა აღარ უცდია, ყველა ქალს მოღალატედ თვლიდა. მეგობრები არ ჰყავდა. მძიმე ხასიათი ხშირად უშლიდა ხელს ნორმალურ ურთიერთობაში.
სახლში დაბრუნებულმა სოციალურ ქსელებში ცოლის გვერდი მოძებნა. ნახა თავისი შვილის ფოტოები ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებში. მას ეჩვენებოდა, რომ საკუთარ ასლს უყურებდა. ამაში ის კიდევ უფრო დარწმუნდა ბავშვობის ფოტოების გადახედვით.
ატირდა, რადგან ვერაფრის გამოსწორებას ვეღარ შეძლებდა. რეალობის დავიწყებას ალკოჰოლით ცდილობდა.
თავს ძალა დაატანა და ყოფილ მეუღლეს მისწერა. დიდხანს ცდილობდა აზრის სწორად ჩამოყალიბებას. ბოლოს ისე დაწერა, როგორც შეძლო. ახლა კი მის პასუხს ელოდა…