როგორ განვავითაროთ ინტუიცია და უფრო ყურადღებიანი გავხდეთ? ბევრი ადამიანი წვრილმანებზე არ ფიქრობს, არადა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ გასართობად, არამედ მეხსიერების გასავარჯიშებლად. Paparazzi გთავაზობთ მსუბუქ ტესტს, რომელიც აზროვნებისთვის სასარგებლო საკვებს მოგცემთ.
ინტუიციის განვითარება – რა თქმა უნდა, ტესტი 100%–ით სერიოზულად არ უნდა აღიქვათ, მაგრამ შინაგანი ხმის მოსმენა აუცილებელია. ასეთი ტესტის არსია მოცემულ სურათზე ერთ–ერთი გამოსახულების არჩევა. დიდხანს არ იფიქროთ. სურათს შეხედეთ და ერთ ვარიანტს უპირატესობა მიანიჭეთ. ის, რომელიც თქვენს გულთან უფრო ახლოსაა.
- თუ თქვენი მზერა პირველმა სილუეტმა მიიპყრო, ჩემოდნის შეგროვების და სამოგზაუროდ წასვლის დროა. საზღვარგარეთ მოგზაურობა საჭირო არაა. უბრალოდ დიდი ხანია მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავებული იყავით და ახლა დასვენება გჭირდებათ. პატარა სიამოვნებებზე უარი არ თქვათ. მაგალითად, ახალ კაფეში ყავის დალევა, პარკში გასეირნება კარგი იდეაა. ასე ფიქრების დალაგებას და ახალი მწვერვალების დასაპყრობად გაძლიერებას შეძლებთ. გააცნობიერეთ, რომ სამსახური მნიშვნელოვანია, მაგრამ დასვენება საკუთარი ჯანმრთელობისთვის უფრო მნიშვნელოვანია.
- მსგავსი რჩევა გვაქვს მათთვის, ვინც ნომერ მე–2 სილუეტი აირჩია. ალბათ, დიდი ხანია ხმაურიანი კომპანიის ცენტრში ყოფნა და გულითადი საუბრები გსურთ. რა უნდა გააკეთოთ, თუ დრო არ გყოფნით ან შესაფერისი ხალხი არ გყავთ? იქნებ, ახალი და საინტერესო ჰობი გეპოვათ? არა მხოლოდ თქვენს სულს, არამედ სხეულს სარგებელს მოუტანს.
- ნომერ მე–3 სილუეტის დამფასებლებს სამყარო მოდუნებას და დინებით მშვიდად სვლას ურჩევს. ალბათ, ამის მიზეზია ის, რომ მუდმივად დაძაბული ხართ და წვრილმანებზე დარდობთ. ცხოვრებას უფლება მიეცით, რომ ნელ–ნელა წინ წაგიძღვეთ, სანამ უბრალო მომენტებით ტკბებით. ბოლოს როდის დატკბით ლამაზი მზის ჩასვლის ყურებით? თუ გახსენება გიჭირთ, სიტუაცია სასწრაფოდ გამოასწორეთ.
- მოგწონთ მე-4 სილუეტი? დროა არა მხოლოდ შიგნით, არამედ გარეთაც საქმეები მოაწესრიგოთ. ამ მომენტს პასუხისმგებლობით მიუდექით. სახლიდან უსარგებლო ნივთები მოიშორეთ. ადამიანებს, რომლებიც არ გაფასებენ, დაემშვიდობეთ და გაუშვით. ეს რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა.
- ვინ უყურებს ასე თავდაჯერებული ნომერ მე-5 სილუეტს? როგორც ჩანს, ეს საზრიანი ახალი ცხოვრებისეული მიღწევების გზაზე დგას. არ იდარდოთ, ყველაფერი გამოგივათ. ბუნებრივი შეუპოვრობის და მომხიბვლელობის წყალობით მწვერვალზე ასვლას ნამდვილად შეძლებთ. ისიამოვნეთ იმით, რასაც აკეთებთ, რადგან ეს დიდი სამუშაოა. რა თქმა უნდა, დასვენებაც არ დაგავიწყდეთ.
- მე-6 სილუეტის ფანები წარსულზე ბევრს ფიქრობენ. არ ღირს იმაზე ფიქრი, რასაც ვეღარ შეცვლით. მახრჩობელა მოგონებებისგან ხანმოკლე პაუზა აიღეთ. ეს კარგად არ გაგხდით. თავი ხელში აიყვანეთ და გააცნობიერეთ, რომ მზერა მომავლისკენ უნდა მიმართოთ. ახლა სწორედ მომავალს ქმნით. ამ რთულ საქმეში წარმატებას გისურვებთ.
იმედი გვაქვს, რომ ამ მარტივი ტესტით მოსაწყენი რუტინა, მძიმე საქმე და სამწუხარო ფიქრები დროებით დაივიწყეთ. გირჩევთ, წარსული გაუშვათ და გჯეროდეთ, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებისკენ მიმავალი ნებისმიერი გზა ეკლიანია, მაგრამ თქვენ შეძლებთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.