ბებიამ მასწავლა, რა უნდა გააკეთოს ყველა ქალმა. ყველაფერს სიის მიხედვით ვაკეთებ

694

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში. მოთხოვნების, მოსაზრებების, სტერეოტიპების და ცრურწმენების ოკეანეში მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი უნდა გამოყოთ. Paparazzi გიამბობთ, რისი გაკეთება უნდა იცოდეს ყველა ქალმა. ეს სია იმედს არ გაგიცრუებთ.

ქალმა უნდა იცოდეს – სამწუხაროდ, ბევრი ქალი თავის დროს, კარიერას, სწავლას რაღაცას ან ვიღაცას სწირავს. ზოგჯერ ეს აბსოლუტურად გამართლებულია, ზოგჯერ საპირისპირო შემთხვევებიც არსებობს, როცა ქალი იძულებულია, პირად ცხოვრებაზე უარი თქვას და საოჯახო საქმეები გააკეთოს ან მთელი დრო ბავშვის აღზრდას დაუთმოს. სადღეგრძელოსავით ჟღერს, მაგრამ გისურვებთ, საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ. ქალს საკუთარი თავი უნდა უყვარდეს და მოსადუნებლად თავისუფალი წუთები არ უგულებელყოს. ციდან მეტეორი არ ჩამოვარდება, თუ თვეში ერთხელ სავახშმოდ პიცას შეუკვეთავთ. გარდა ამისა, ოჯახთან ერთად კაფეში წასვლა, გაჯეტების გვერდზე გადადება და სხვადასხვა თემაზე საუბარი კარგია.

დამოუკიდებლობის მნიშვნელობა – სამწუხაროა, როცა ქალი სიტუაციის მძევალი ხდება. მას შეიძლება გული ატკინონ, მაგრამ წასასვლელი არსად ჰქონდეს, ამიტომ ითმენს და თვალს ხუჭავს. დამოუკიდებლობა კიდევ ერთი პუნქტია, რაც ქალმა უნდა გააკეთოს. სიყვარული შეიძლება მარადიული იყოს, ხოლო ქორწილი გრანიტზე ძლიერი, მაგრამ თითოეულ ქალს მძიმე სიტუაციებში დასაზღვევად ფინანსური ბალიში უნდა ჰქონდეს. თანხა, რომლითაც ბინას სასწრაფოდ იქირავებს ან გაუთვალისწინებელ ხარჯებს გადაიხდის. ეს გარანტიაა, რომ ქალი მძიმე ვითარების გადატანას და გამარჯვებული გამოსვლას შეძლებს.

იყიდება

მიღება და სიყვარული – მოდა ყოველთვის პრეტენზიული და ცვალებადია, ხოლო ქალები ყოველთვის მის დაწევას ცდილობენ. მთავარია, ამ რბოლაში საკუთარი „მე“ არ დაკარგოთ. გისურვებთ, საკუთარი თავი სარკეში ისე ძალიან გიყვარდეთ, რომ მოდის ტენდენციებმა სხეულის შეცვლა ვერ გიკარნახოთ. ექიმთან გაქცევა საჭირო არაა, რომ ბელა ჰადიდის მსგავსი ცხვირი ან კიმ კარდაშიანის მსგავსი თეძოები გაიკეთოთ. ქალი ბრძენი უნდა იყოს. დიახ, ასეთმა ქალმა თავისი მინუსები იცის, მაგრამ ისე წარმოაჩენს, თითქოს არასდროს ჰქონია. იდეალური არავინაა, მაგრამ ბრძენი ქალი თავის უნიკალურობას ხაზს უსვამს. არ რცხვენია ჭორფლების და ჭაღარა თმის. უნიკალურია, მისი მსგავსი არავინაა. ეს მშვენიერია.

შორს ცუდი ფიქრები – „ნეტავ, 20 წლისას ის ჭკუა მქონოდა, რაც ახლა 40 წლისას მაქვს“ – ამას საყვარელი ბებიები და დედები ხშირად ამბობენ. მართლები არიან. რამდენი ახალგაზრდა ქალი ნერვებს სწირავს იმას, რასაც 1 წლის შემდეგ ვერც გაიხსენებს. ქალებო, გოგოებო, გაუშვით ის, რაც საკუთარი თავის დახვევას გაიძულებთ. უმჯობესია, ლამაზი თმა დაიხვიოთ. თეორიის შესამოწმებლად საკუთარ თავს ჰკითხეთ „შემაწუხებს ეს პრობლემა ასე ძალიან 1 წლის შემდეგ? 5 ან 10 წლის შემდეგ? ასე მიხვდებით, რომ ცრემლების, დარდის და ნერვიულობის ბევრი მიზეზი უბრალოდ სასაცილოა. ნერვულ უჯრედებს გაუფრთხილდით. ორგანიზმი მადლობას გეტყვით.

ნამდვილმა ქალმა ყველაფერი უნდა იცოდეს – ამდენმა განსხვავებული „უნდამ“ არ დაგაფრთხოთ. თუ სერიოზულად დაფიქრდებით, ერთადერთი, რაც ქალს ევალება, ბედნიერებაა. იცხოვროს ისე, რომ არაფერი ინანოს. სხვა დანარჩენს გამოცდილება და დრო მოიტანს. გვჯერა, რომ ეს ტექსტი დაფიქრებას გაიძულებთ, რომ ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლეა და არ უნდა დახარჯოთ სულელურ შეზღუდვებზე. იყავით ისეთი, როგორიც ხართ. მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან სხვები. სამაგიეროდ, გეცოდინებათ, რომ ამ პლანეტაზე ტყუილად არ გიცხოვრიათ. დაე, ბედი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი იყოს და მხოლოდ სიკეთე მოგიტანოთ.