ხორციანი მობრაწულა კარტოფილით. ლიეტუვური სამზარეულოს კერძი, რომლის გემოც გაგახარებთ

0
277

კარტოფილი ყველაზე მრავალმხრივი ინგრედიენტია. მისგან საოცრად ბევრი კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ. დღეს ლიეტუვური სამზარეულოდან ერთი კერძის, კუგელისის მომზადებას გთავაზობთ. ესაა ხორციანი მობრაწულა კარტოფილით. სადილზე ან ვახშამზე მისართმევად ნოყიერი კერძია. Paparazzi ამ შესანიშნავ რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ხორცი
  • 20 კარტოფილი
  • 2 ხახვი
  • 50 გ ღორის ქონი
  • 1,5 ჭიქა რძე

მომზადების წესი:

  1. ხორცით დაიწყეთ. ნებისმიერი ხორცი გამოგადგებათ. ხორცის შეცვლით კერძის გემოს შეცვლას შეძლებთ. ხორცი საყვარელ სანელებლებში გემოვნებით დაამარინადეთ. მაგალითად, მაიონეზში ნივრით და სანელებლებით. მთელი ღამით ან რამდენიმე საათით დამარინადება საკმარისია. ქათმის ხორცი მობრაწულში ცოტა მშრალი გამოდის, ამიტომ წვნიანი მარინადი შეარჩიეთ.
  2. კარტოფილი გათალეთ და გახეხეთ. საწურზე გადაიტანეთ და დაწურვა აცადეთ. ხელითაც შეგიძლიათ გაწუროთ, რომ ზედმეტი სითხე მოაშოროთ.
  3. ღორის ქონი და ხახვი წვრილად დაჭერით და ტაფაზე ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. როცა ყველაფერი შეწითლდება, რძე, ცოტა მარილი და წიწაკა დაუმატეთ. რძის ადუღებისთანავე ქურიდან გადმოდგით. ცოტა შეაგრილეთ.
  4. ხახვიანი რძე კარტოფილს დაასხით და აურიეთ. ეს მობრაწულის მოსასხმელი იქნება. მარილი და სანელებლები დაუმატეთ, თუ საჭიროა.
  5. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით და ხორცი თანაბარ ფენად დააწყვეთ. ზემოდან კარტოფილის ნარევი დაასხით და თანაბრად გაანაწილეთ. ზუსტად 1 საათით ან საათნახევრით ღუმელში მოათავსეთ. ქერქი უნდა შეწითლდეს. ცხობის ტემპერატურა 200 გრადუსია. მობრაწულა მზადაა. სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ.

ხორციანი მობრაწულა კარტოფილით ან ლიეტუვური კუგელისი ნოყიერი კერძია, რომელიც მარტივად და სწრაფად მზადდება. სუფრაზე ცხელი ან ცივი შეგიძლიათ გაიტანოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან გემრიელია. ექსპერიმენტები ჩაატარეთ და კარტოფილის ახალი კერძის რეცეპტი თქვენს კულინარიულ რვეულში ჩაიწერეთ. არაერთხელ მომზადებას ისურვებთ.