ელენემ შვილი გააჩინა და სამშობიაროში დატოვა

1284

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ერთი ოჯახის ისტორიას გიამბობთ.

ამბობენ, რომ დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არაფერიაო! თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის. არიან დედები, ვისთვისაც ეს გრძნობა უცხოა!

ცხოვრება ზოგჯერ უსამართლოა. არიან ქალები, რომლებიც ბავშვზე ოცნებობენ, მაგრამ არ უჩნდებათ. ქალებს კი, რომლებსაც შვილი საერთოდ არ სჭირდებათ, ღმერთი შვილს აძლევს. ამას ვერაფერს ვუზამთ. განსაკუთებით ცოდონი არიან ბავშვები, რომელთაც საკუთარი დედები ტოვებენ. მათთვის სრულიად უცხოა ის გრძნობა, როგორიცაა დედობრივი სიყვარული.

დღეს გიამბობთ ნიკოლოზზე და იმაზე, თუ როგორ აეწყო მისი ცხოვრება.

ნიკოლოზი ბიზნესმენია, მას პატარა, მაგრამ ძალიან შემოსავლიანი კომპანიაა აქვს. ის სიმპათიური მამაკაცია, მაგრამ ოჯახის შექმნა მას დიდად არ უჩქარია. ერთ-ერთ შეხვედრაზე, მან ერთი ლამაზი ახალგაზრდა გოგონა გაიცნო, მათ ერთმანეთი მოეწონათ. ცოტა ხანში მათ დაქორწინება გადაწყვიტეს. ნიკოლოზს ძალიან უხაროდა, რადგან ოჯახის შესაქმნელად უკვე მზად იყო.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის და ელენე სრულიად განსხვავებულად უყურებდნენ ოჯახურ ცხოვრებას. ელენეს საზღვარგარეთ სიარული, ცხოვრებით ტკბობა და თავისთვის ძვირფასი ტანსაცმლის ყიდვა უნდოდა, საოჯახო საქმეების კეთება კი საერთოდ არ სურდა. ის არც სახლს ალაგებდა და არც საჭმელს არ ამზადებდა.

სახლის დასალაგებლად ელენე შინამოსამსახურეს იძახებდა.

საჭმელს კი მზას ყიდულობდა, ან ნიკოლოზს სთხოვდა, რომ რესტორნიდან მოეტანა. ასეთი ოჯახური ცხოვრება ნიკოლოზს საერთოდ არ მოსწონდა და ამიტომ, ამის ნიადაგზე ხშირად ჩხუბობდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ ელენე დაორსულდა, მაგრამ მან ქმარს უთხრა, რომ ეს ბავშვი საერთოდ არ სჭირდებოდა. ის ამ ბავშვს მოიცილებდა, მაგრამ ნაყოფი უკვე დიდი იყო. ელენეს ორსულობის პერიოდში ისინი მეზობლებივით ცხოვრობდნენ. ნიკოლოზი ძალიან ნერვიულობდა ბავშვზე და იმაზე, შეძლებდა თუ არა ოჯახის შენარჩუნებას. ის იმედოვნებდა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ ელენე შეიცვლებოდა და თავის შვილს შეიყვარებდა.

სამწუხაროდ, სასწაული არ მოხდა.

ელენემ ბავშვი გააჩინა და მასზე უარი სამშობიაროშივე თქვა. ნიკოლოზმა ეს ვერ აპატია და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. გოგონა ნიკოლოზმა წამოიყვანა და მას ნინი დაარქვა. ახალა მას ნიკოლოზის დედა და ნიკოლოზი ზრდიან. ელენეს ერთხელაც არ დაურეკავს და თავისი შვილი არ მოუკითხავს. თითქოს, მისი დედა არ ყოფილიყოს. გავიდა რამდენიმე წელი. ნიკოლოზი ბიზნესით იყო დაკავებული, ნინი იზრდებოდა. ის საოცარი გოგონა იყო, ლამაზი, ჭკვიანი და დამჯერი.

მოგვიანებით ნიკოლოზს გაუმართლა, მან წესიერი ქალი გაიცნო, შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა. ანა ნინის დედობის მაგივრობას უწევდა, შემდეგ კი მას ვაჟი შეეძინა.

ნიკოლოზს და ანას ძალიან კარგი და მეგობრული ოჯახი აქვთ.

ელენე როგორ ცხოვრობს? ისევ ისე. პეპელასავით ერთი მამაკაცისგან მეორესთან მიფრინავს. მისთვის ხომ უცნობია ისეთი ძლიერი გრძნობა, როგორიცაა დედობრივი სიყვარული. ნიკოლოზს კი მის შესახებ არაფრის გაგონება არ უნდა.

მას ახლა თავისი ცხოვრება აქვს, საყვარელ ქალთან და შვილებთან ერთად.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს