ჩარმეინ კივი, 63 წლის პენსიონერი, ქალაქ პორტ-ელიზაბეტიდან (სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა), რამდენიმე 1 წლის წინ სასეირნოდ გავიდა თავის ძაღლთან, ჯორჯთან ერთად. როცა ქალის საყვარელმა ოთხფეხა მეგობარმა გაუჩერებლად დაიწყო ყეფა სანიაღვრე ორმოსთან, პენსიონერმა იფიქრა, რომ მან უბრალოდ კატა დაინახა.
რამდენიმე წუთის შემდეგ, გაოგნებულ ჩარმეინს ბავშვის ტირილის ხმა მოესმა. კივი მაშინვე მივარდა ორმოს და ახალშობილი გოგონა დაინახა.
მაშინვე მიხვდა, რომ ბავშვს დაუყოვნებლივ უნდა დახმარებოდა, გზაზე გავიდა და 60 წლის კორნი ვილჯოენის მანქანა გააჩერა. მამაკაცმა საბარგულიდან ლომი ამოიღო, მისი დახმარებით ორმოს ბეტონის ლუქი გადაწია და ქვემოთ ჩავიდა. მაშინ დაინახა, რომ პატარა გოგონა წითელი ჭიანჭველების კოლონიიდან სულ რამდენიმე სანტიმეტრში, მთლიანად შიშველი იწვა.
მწერებით დაკბენილმა კორნიმ შეძლო ახალშობილის ამოყვანა, ჩარმეინმა კი სასწრაფო დახმარება გამოიძახა. სამართალდამცავები და პარაექიმები მომხდარის ადგილას უმოკლეს დროში გამოცხადდნენ. ექიმებმა მაშინვე წაიყვანეს გადაციებული ბავშვი საავადმყოფოში.
დღეს ექიმები ამბობენ, რომ გოგონა იცოცხლებს. მას ჰიპოთერმია და სუნთქვის პრობლემები დაუდგინდა, თუმცა ახლა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
სპეციალისტების თქმით, ბავშვს ძალიან გაუმართლა: ჭიანჭველებმა, რომელთა ბუდეც ოდნავ მაღლა იყო მოწყობილი, ვერ მოასწრეს მისი დანახვა. ჰიპოთერმიით გარდაცვალებისგან კი პატარას გამვლელების დროული ჩარევა დაეხმარა.
პოლიციელებმა დაადგინეს, რომ პატარა მისი პოვნიდან რამდენიმე საათით ადრე გაჩნდა. არაა გამორიცხული, რომ იგი უბრალოდ მოსტაცეს დედას: ქალს, რომელმაც ცოტა ხნის წინ იმშობიარა, ნამდვილად არ შეეძლო ბეტონის ლუქის გადაწევა და ბავშვის ორმოში ჩაყვანა (და არა ჩაგდება).
ჩარმეინი თვლის, რომ მომხდარი ღვთის ნებაა. იგი ამტკიცებს, რომ ჩვეულებრივ, ძაღლს ამ გზით არ ასეირნებს ხოლმე, თუმცა იმ დღეს უბრალოდ გადაწყვიტა უცნობ გზაზე გავლა. თუმცა, პატარას ნამდვილ გადამრჩენლად თავის ოთხფეხა მეგობარს, ჯორჯს მოიხსენიებს. სწორედ მისი ყნოსვა დაეხმარა ბავშვის პოვნაში.