სოდა თასში ჩაყარეთ და საწოლის ქვეშ მოათავსეთ. განსხვავებას მაშინვე შეამჩნევთ

1397

საძინებელი სახლში ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახია. იქ ვიძინებთ და ვისვენებთ. სწორედ ამიტომ, ამ ოთახის დალაგებას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ობის პრევენციაზე იზრუნოთ. ობი არა მხოლოდ ოთახის ინტერიერს აფუჭებს, არამედ ჯანმრთელობას აზიანებს. ყველამ უნდა იცოდეს, როგორ მოიშოროს ობი ბინიდან და განმეორებითი გამოჩენა თავიდან აიცილოს. Paparazzi გიამბობთ, რატომ არის სახიფათო ობი და როგორ მოიშოროთ ბინიდან.

ბინიდან ობის მოშორება – ერთი შეხედვით, სახლის ობი საზიანო არაა, მაგრამ ასე არაა. მით უფრო, თუ გაჩნდა იმ ოთახში, სადაც დღის მესამედს ატარებთ. პირველ რიგში, სუნთქვის ორგანოების პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, ქოშინი, სურდო და სხვა უსიამოვნო სიმპტომები. მეორეც, ობი თავის ტკივილს, უძილობას და სწრაფად დაღლას იწვევს. ისეთი წვრილმანი, როგორიც ობია, ცხოვრებაში ხელს გვიშლის. სამწუხაროდ, ობი ძალიან გამძლე რამაა, რომელიც ბინაში ადვილად ჩნდება. განსაკუთრებით, ცივ სეზონზე. ამ დროს გათბობას ვრთავთ და ფანჯრებს იშვიათად ვაღებთ. შენობა, რომელიც დიდხანს არ ნიავდება, ობის გასაზრდელად იდეალური ადგილია.

ობის პრევენციისთვის ოთახი ხშირად გაანიავეთ. 10 წუთში მთელი სითბო არ გავა, არაფერი საშიში მოხდება. სამაგიეროდ, სუფთა ჰაერი სახლს ობისგან დაიცავს. თუ ობი უკვე არის, ეს საკმარისი არაა. უსიამოვნო სტუმრის მოსაშორებლად ერთი მარტივი ხრიკი გამოიყენეთ. მაღაზიაში წასვლა საჭირო არაა. უბრალოდ სოდა თასში ჩაყარეთ და საწოლის ქვეშ მოათავსეთ. სოდა ზედმეტ ტენს კარგად იწოვს. თუ რამდენიმე თასს ბინის კუთხეებში მოათავსებთ, ობს მარტივად მოიშორებთ.

იყიდება

სოდის ნაცვლად მარილი ან ბრინჯი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ რამდენიმე წვეთ ეთერზეთს დაუმატებთ, ჰაერის გამწმენდს მიიღებთ. ასევე გამოგადგებათ სილიკაგელი, რომელიც ფეხსაცმლის ყუთებს მოყვება. ისიც ზედმეტ ტენს იწოვს. ობი უკვალოდ გაქრება და აღარ გამოჩნდება.