ყველა დაქორწინებული ქალის მთავარი შიში ამერიკელი ფსიქოლოგების თქმით

551

არავინ იცის, როგორი ცხოვრება ელოდება ქორწინებაში, სანამ ამ ეტაპს არ გაივლის. ხშირად ქალები მთელ თავს ურთიერთობას უძღვნიან. შემდეგ ნანობენ, როცა თავიანთი შეცდომის ნაყოფს იმკიან. ანიტას ქმარი 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ სხვასთან, უფრო ახალგაზრდა ქალთან წავიდა. ანიტას არასდროს უფიქრია, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა. ქმრისთვის აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ სანაცვლოდ მხოლოდ ღალატი მიიღო. ნუთუ ყველა ქალს უნდა ეშინოდეს ამის? ერთად გავარკვიოთ.

ცხოვრება ქორწინებაში – „გულწრფელად მჯეროდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავქორწინდებოდი. უნივერსიტეტში ერთი ბიჭი შემიყვარდა. ვოცნებობდი, რომ შევემჩნიე, მაგრამ სანდრო გოგოებს ხელთათმანებივით იცვლიდა. ჩემი თავი არ ჰქონდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს პაემანზე არ დამპატიჟა. ურთიერთობა დავიწყეთ. როგორც ჩანს, მაშინ როგორღაც თავი მოვაწონე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ხელი მთხოვა. რთული დრო იყო. ნებისმიერი სამუშაოს მოძებნა მოგვიწია, რომ საჭმლის ფული გვქონოდა. რაღაც სასწაულით 90–იანი წლები გადავლახეთ და ფეხზე დავდექით. გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი საქმე უნდა გვქონოდა. ფული ვისესხეთ, საკუთარი ბიზნესი გავხსენით.

საბედნიეროდ, საქმე კარგად წავიდა. სანდროს მარჯვენა ხელი გავხდი. თავიდან რამდენიმე ადამიანის მოვალეობას ვასრულებდი. მთელი ბუღალტერია, ანგარიში, ფინანსური საკითხები ჩემზე იყო. მოგვიანებით დავორსულდი და თავით დედობაში გადავეშვი. ამავდროულად, სახლში სისუფთავეს ვინარჩუნებდი, კერძებს ვამზადებდი და ქმარს დოკუმენტების მოწესრიგებაში ვეხმარებოდი.

საყვარელი მეუღლისთვის ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც მთხოვდა. ვფიქრობდი, რომ ამას აფასებდა. ბიზნესი ძალიან წარმატებული იყო. მე და ჩემმა მეუღლემ საკუთარი კომპანიის დაარსება, სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა შევძელით. როცა ვაჟიშვილი სკოლაში შევიდა, კომპანიაში სრულ განაკვეთზე დავბრუნდი. სამსახურის შემდეგ შვილს გაკვეთილების მომზადებაში ვეხმარებოდი. ქმარი ყოველთვის კმაყოფილი იყო. ვერც ვიფიქრებდი, რომ რაღაც პრობლემები გვქონდა. მხოლოდ სამსახურის გამო ვკამათობდით, რადგან კომპანიის მომავალზე ჩვენი ხედვები განსხვავდებოდა. და მაინც, სანდრო ჩემს აზრს ყოველთვის ითვალისწინებდა, კომპრომისის პოვნას ცდილობდა.

კრიზისი ურთიერთობაში – ჩვენი ქორწინებიდან 18 წელი გავიდა. შევამჩნიე, რომ ჩვენი ურთიერთობა სწრაფად უარესდებოდა. ქმარმა სამსახურში ვიღაც ქალი აიყვანა. შემდეგ ჩემი მოვალეობების ნაწილი მას გადასცა. ეს ჩემზე ზრუნვით ახსნა. თითქოს, ამდენი წელი სამსახურს დავუთმე, დროა დავისვენო და ის გავაკეთო, რაც მომწონს. ცოტათი შევცბუნდი, რადგან ასეთ რიტმს მივეჩვიე. მაშინ ქმრის საქციელში არ დავეჭვებულვარ. შემდეგ ჩვენი ურთიერთობა გაუარესდა. ერთმანეთს დავშორდით. სანდრო მუდმივად სამსახურში იკარგებოდა, უცნაურ მივლინებებში დადიოდა. თან ყოველთვის ახლდა ის ქალი, რადგან ახლა მისი მარჯვენა ხელი გახდა.

არ მესმის, როგორ ვერ ვიგრძენი, რომ ქმარი ბანალურად მღალატობდა. სამსახურიდან გამათავისუფლა, რომ არაფერი მეეჭვა. ქალბატონმა, რომელსაც სალომე ერქვა, მალე უფლებების წამოყენება დაიწყო. ისე მელაპარაკებოდა, თითქოს კომპანიაში უკანასკნელი ადამიანი ვიყავი. ქმართან ურთიერთობის გარკვევა არ მინდოდა. უბრალოდ სიმართლის გაგება მსურდა. სამწუხაროდ, ეს მოვახერხე 2 წლის შემდეგ, როცა სანდრო ღალატზე გამოვიჭირე. სადილის დროს კაბინეტში ამ ქალს ეხვეოდა. 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარი უფრო ახალგაზრდა ქალთან წავიდა, მაგრამ რატომ? მისთვის ხომ ყველაფერს ვაკეთებდი“.

როცა ქალი მთელ თავის ცხოვრებას ქმარს უძღვნის, ხშირად ავიწყდება საკუთარი თავი, საკუთარი იდენტობა. ანიტამ ეს უბრალოდ დაკარგა. ეს პრობლემა დაქორწინებულ ქალებში ხშირად გვხვდება. სწორედ ეს შეიძლება გახდეს მიზეზი, რატომ იწყებს ქმარი ღალატს. და მაინც, ეს მათ არ ამართლებთ. ძლიერი ქორწინება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა ორმა დამოუკიდებელმა ადამიანმა კარგად იცის, რა სურთ ამ ცხოვრებაში. ისინი ერთი მიმართულებით მოძრაობენ, მაგრამ პარტნიორის სურვილებსა და მოთხოვნილებებზე ჩაციკლულნი არ არიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს