ტამარა გლობას 2023 წლის ვრცელი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2695

დაძაბული 2022 წლის შემდეგ, ყველას გვსურს ვიცოდეთ, მომავალში რა გველოდება. თქვენმა ფავორიტმა ასტროსპეციალისტმა ტამარა გლობამ 2023 წლის პროგნოზი უკვე მოგიმზადათ. ერთ-ერთი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ისაუბრა, თუ რას უნდა ელოდეს შავი წყლის კურდღლისგან ზოდიაქოს თითოეული ნიშანი.

ტამარა გლობა: პროგნოზი 2023 წლისთვის

ტამარა გლობას მიაჩნია, რომ გლობალური კრიზისი, რომელიც 2022 წლის მრავალ ტრაგიკულ მოვლენასთან იყო დაკავშირებული, 2024 წლამდე გაგრძელდება. მიუხედავად ამისა, იქნება კარგი მომენტებიც და ეს, რა თქმა უნდა, გვახარებს.

კურდღლის წელი ვერძისთვის ორგვარი იქნება. ამ ნიშნით დაბადებულებს საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება ეძლევათ. და თქვენი მომავლის წარმატება სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გააკეთებთ ამას. გლობა ამბობს, რომ გაზაფხულზე ვერძს სერიოზული ფულადი დანაკარგი ექნება. ასევე, ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯანმრთელობას.

ახალი წელი კუროს ცხოვრებაში წინა წლის ტენდენციებს გააგრძელებს. ადამიანები, რომლებიც თქვენთვის ავტორიტეტულები იყვნენ, უფრო მეტ ყურადღებას მოგაქცევენ. ამის წყალობით სამსახურში წარმატების მიღწევის შანსი გაგიჩნდებათ. ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის დგება პერიოდი, როდესაც მათი მომავლის წარმატება მათ ამჟამინდელ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. დაიმახსოვრეთ ეს და საკუთარი მიზნებისკენ იმოძრავეთ!

ტყუპებს მოვლენების მშფოთვარე ნაკადი ელოდება, რაზეც სწრაფი რეაგირებაა საჭირო. ასტროლოგი მეგობრებთან ურთიერთობის შენარჩუნებას გირჩევთ – მათგან მიიღებთ მხარდაჭერას. ასევე, სამსახურთან დაკავშირებით გექნებათ ახალი პერსპექტივები, მაგრამ სახლიდან მოშორებით. ხშირი მივლინების ან თუნდაც საცხოვრებლად სხვაგან გადასვლის გამო, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. თავს გაუფრთხილდით!

კირჩხიბს ბევრი სირთულე ელის, რაც შინაგან მორალურ არჩევანთან იქნება დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს სახლიდან დიდი ხნით შორს ყოფნა უჭირთ, 2023 წელს ყველაფერი შეიცვლება. სამსახურში წარმატებას მიაღწევთ და თანაც დისტანციურად შეძლებთ მუშაობას. თუმცა, წინ ბევრი ფულადი დანახარჯი და სარისკო ინვესტიცია გელოდებათ. ყურადღებით იყავით!

ლომები კარდინალური ცვლილებებისთვის უნდა მოემზადონ. ის, რის მეშვეობითაც ადრე ფულს გამოიმუშავებდით, გაქრება. თუმცა, ამის ნაცვლად, ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. გლობა გირჩევთ, რომ უფრო მეტი დრო გაატაროთ ახლობლებთან და მშობლების ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ. შესაძლოა, ნათესავების პრობლემებთან გამკლავება მოგიწიოთ.

ახალ წელს ქალწულებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ოჯახზე. ახლობლები თქვენთვის ნამდვილი მფარველი ანგელოზები გახდებიან. მოუსმინეთ მათ აზრს. ახლოვდება სერიოზული ფინანსური დანახარჯებისა და სამსახურთან დაკავშირებული დავების პერიოდი. ამავე დროს, თქვენ გელოდებათ უამრავი ახალი ნაცნობობა და წარმატებული მივლინებები.

სასწორს წარმატება გუნდურ მუშაობაში ელის. თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ წამოიწყოთ ახალი პროექტები, თუ ამისთვის ღირსეული კომპანიონები გყავთ. ჯანმრთელობის პრობლემები მწვავედ იგრძნობა – მათ სასწრაფოდ უნდა გაუმკლავდეთ. წლის მეორე ნახევარში სასწორები სამუშაო კუთხით შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და გავლენის სფეროს გაფართოებას შეძლებენ. გამოჩნდებიან ახალი პარტნიორები, რომლებთან ერთადაც კარიერის შექმნას შეძლებთ.

2023 წელს მორიელები წარსულში შესრულებული სამუშაოს ნაყოფს მოიმკიან. ამ ნიშნის წარმომადგენლებს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ამაზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ განვითრდება ცხოვრება მომავალში. ცვლილებები გელით როგორც პროფესიულ სფეროში, ასევე პირად ფრონტზე.

კურდღლის წელს მშვილდოსნები საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას შეძლებენ და ამაში დიდ წარმატებას მიაღწევენ. თქვენ გელით ახალი საინტერესო ადამიანების გაცნობა, რის წყალობითაც ამ სამყაროს უფრო ღრმად შეცნობას დაიწყებთ. გლობა გირჩევთ, რომ მეტი დრო დაუთმოთ თქვენს მეორე ნახევარს და ახლობლებს. პირად ურთიერთობებში სერიოზული კრიზისი მწიფდება.

თხის რქებს ახალ წელს პირად ცხოვრებაში პრობლემები ელით. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა გქონდეთ ოჯახთან და მეგობრებთან. მათი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ასევე, სერიოზული ფინანსური ინვესტიციების განხორციელება გელით. გონივრულად იმოქმედეთ და ყველაფერი აწონ-დაწონეთ.

მერწყულებისთვის შესანიშნავი დროა სწავლისთვის და საკუთარი უნარების გაუმჯობესებისთვის. ეს ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ სამსახურში. კარიერული ზრდა, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით, უკვე ძალიან ახლოსაა. წლის მეორე ნახევარში უძრავი ქონების საკითხით იქნებით დაკავებული. ამ პერიოდში უმჯობესია უარი თქვათ ნებისმიერ მოგზაურობაზე. თავს გაუფრთხილდით!

თევზებს საინტერესო ფინანსური წელი ელის. მოსალოდნელია სერიოზული ინვესტიციები, ასევე შესაძლებელია ზარალიც. სამუშაო ძალიან ბევრი იქნება, რის გამოც შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. გლობა ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევთ, რომ წარსულის ქმედებებზე დაფიქრდნენ. დგება მომენტი, როდესაც იმის ნაყოფი უნდა მოიმკოთ, რაც წარსულში გააკეთეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს