90 წლის ებრაელმა დედამ ფლუდენის რეცეპტი მომცა. უნიკალური ცომეული

0
515

ფხვიერი ცომის ცომეულმა მთელ მსოფლიოში მილიონობით ტკბილეულის მოყვარულთა გული დაიპყრო. ბევრი შესანიშნავი რეცეპტი დიასახლისის კულინარიულ წიგნში ჩაწერას ითხოვს. Paparazzi ფლუდენის რეცეპტს გთავაზობთ. ეს გემრიელი ებრაული სადღესასწაულო პეროგია. რეცეპტი შეინახეთ, რომ ოჯახის წევრები დასვენების დღეებში საოცარი ცომეულით გაახაროთ.

ფლუდენი უძველესი დესერტია. მისი რეცეპტების ბევრი ვარიანტი არსებობს. მაგალითად, პეროგი სხვადასხვა სახეობის ცომისგან შეგიძლიათ მოამზადოთ. გაწელილი, ფხვიერი, საფუარის, ფენოვანი ცომი გამოგადგებათ. ვისთვის რომელი უფრო მოსახერხებელია. აირჩიეთ ცომი, რომელთან მუშაობა თქვენთვის ადვილია. თუ ძალიან დაკავებული ხართ, ფენოვანი ცომი იყიდეთ. დღეს უმარტივეს ვარიანტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი
  • მშრალი ფუნთუშა (თეთრი პური)
  • 1,5 ჭიქა კაკალი
  • 1,5 ს/კ შაქარი
  • 1,5 ს/კ ჟოლოს მურაბა
  • 1,5 ს/კ ალუბლის მურაბა
  • მცენარეული ზეთი
  • ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

  1. ფენოვანი ცომის შეფუთვაზე ინსტრუქციას მიყევით. სრულ გალღობას დაელოდეთ, შემდეგ ცომი პატარა ზოლებად დაჭერით. გაითვალისწინეთ, რომ ამ ზოლებს ოპტიმალური ზომა უნდა ჰქონდეს. არც ძალიან ფართო, მაგრამ არც ძალიან ვიწრო.
  2. ცომის თითოეულ ზოლს დაფშვნილი თეთრი ფუნთუშა და დაქუცმაცებული კაკალი მოაყარეთ. ნებისმიერი კაკალი გამოგადგებათ. მაგალითად, ხელმისაწვდომი ნიგოზი ან რაღაც ძვირადღირებული (თხილი, ნუში, პეკანი). შაქარი, მურაბა, ცოტა ზეთი და ლიმონის წვენი პატარა თასში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ და ცომის ზოლებს წაუსვით.
  3. როგორც კი ყველა ინგრედიენტი ცომის ზოლებზე აღმოჩნდება, ფრთხილად დაახვიეთ. ასე პატარა პეროგებს შიგთავსით მიიღებთ. ზოგი დიასახლისი ფლუდენს ლოკოკინა–ფუნთუშის ფორმას აძლევს. როგორც უკვე ვთქვით, ამ დესერტის რეცეპტი თქვენს გემოვნებას შეგიძლიათ მოარგოთ.
  4. ზემოდან ფუნთუშა ან რულეტი პატარაზე ჩაჭერით, შემდეგ კვერცხის გული წაუსვით. შაქარი მოაყარეთ და პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. წინასწარ გახურებულ ღუმელში160 გრადუსზე 40-45 წუთით აცხვეთ.

ჩვეულებრივ, ებრაულ ფლუდენს ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულებზე ამზადებდნენ. შეგიძლიათ უფრო ექსტრავაგანტული და ძვირადღირებული ინგრედიენტები დაუმატოთ. მაგალითად, ხილის ნაჭრები, შოკოლადი, შავქლიავი. მოკლედ, ფანტაზიის ადგილი არის. მთავარია, შემოქმედების სურვილი გქონდეთ. გემრიელი დესერტი საკმაოდ სწრაფად მზადდება. გახსოვდეთ, რომ ცომთან მუშაობისას კეთილი, პოზიტიური ფიქრებით, ღიმილით და სულში სითბოთი უნდა შეიარაღდეთ. ვიმედოვნებთ, რომ ფლუდენის ერთხელ გასინჯვისას, სამუდამოდ შეიყვარებთ.