2023 წლის იანვრის ვარცხნილობის კალენდარი ჩვეულ სტილს მეტ სიკაშკაშეს და სიახლეს შემატებს. ოღონდ დარწმუნდით, რომ კონკრეტული დღე საინტერესო ცვლილებებისთვის იდეალურად შესაფერისია. სტატია შეინახეთ და ვარცხნილობა მარტივად შეცვალეთ. დაე, ახალი წლის ყოველი დღე თამამი საწყისების და გაბედული მოქმედებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა გახდეს.
ვარცხნილობის კალენდარი 2023 წლის იანვრისთვის – გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს, თუ რომელი დღეებია შესაფერისი თმის მოსავლელად ან შესაჭრელად. ყველას არ აქვს დრო, რომ საკუთარ ჰოროსკოპს ყოველდღე გადახედოს და ასტროლოგების პროგნოზები დეტალურად წაიკითხოს. გაგიმართლებთ, თუ თმაზე ექსპერიმენტების თემა არ გამოგრჩებათ. ტყუილად არ ამბობენ, რომ თმისთვის განსაკუთრებული თარიღი და მსუბუქი ხელი უნდა აირჩიოთ.
საინტერესო ცვლილებები – იანვრის პირველი კვირა თმის შესაღებად ხელსაყრელია. თუ დიდი ხანია გეგმავთ, მაგრამ მაინც ვერ გაბედეთ, ეს ზეციური ნიშანია. ზეცა სიგნალს გაძლევთ, რომ ახალი წელი აქტიურად და მხიარულად უნდა დაიწყოთ. ცვლილებების ნუ გეშინიათ, რადგან ასე თქვენი ახალი მხარის გამოვლენას შეძლებთ. საკუთარი თავის შეცნობა ბედნიერი ადამიანის კარგი უნარია. 4-5 იანვარს დღის მეორე ნახევარში თმა შეგიძლიათ შეიჭრათ. 5 იანვარი იდეალურია მათთვის, ვისაც თმის ბუნებრივ ფერში შეღებვა სურს. პროცედურა წარმატებით ჩაივლის.
მნიშვნელოვანი თარიღები – გსურთ თმის მინიმალურად შეცვლა? ისე, რომ წინა ვერსიისგან დიდად არ განსხვავდებოდეს, მაგრამ ლამაზად გამოიყურებოდეს? თქვენთვის სილამაზის სალონში წასასვლელად იდეალური დრო არსებობს. ესაა 8 იანვარი 17:00 საათის შემდეგ. ხოლო 9 იანვარს საღამოს კაშკაშა ფერში თმის შესაღებად კარგი დროა. ისე, რომ ცისარტყელას ყველა ფერში შეღებილი თმა ქარში აიწეწოს და ბრბოს ყურადღება მიიზიდოს. ეს იდეა წარმატებით განხორციელდება. 13 იანვარი მზიანი ქერათმიანების და ქერად შეღებვის მსურველების დღეა. სიტყვაზე, თუ ამ დღეს ვარცხნილობას თამამად შეიცვლით, ფინანსური წარმატება ნამდვილად გელოდებათ.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები – 14-16 იანვარი წლის პირველი თვის შედარებით მშვიდი პერიოდი უნდა გახდეს. თმის შეჭრა დასაშვებია, თუ ლოდინი შეუძლებელია. თმა საკუთარი ხელით შეიღებეთ, თუ აუცილებელია. 16 იანვარს ვარცხნილობის გარდაქმნა რეკომენდებული არაა, მაგრამ თუ გადადება შეუძლებელია, მაშინ მუქ ფერში შეიღებეთ და თმა მინიმალურად შეიჭერით.
19 იანვარს თმაზე მანიპულაციებით კარტ–ბლანშს მიიღებთ. ნებისმიერი ფერი და ფორმა, გასწორება ან დახვევა, მოკლე ვარცხნილობა ან შეღებვა – ყველაფერი წარმატებით ჩაივლის. ოსტატის სავარძლიდან კმაყოფილი, გაღიმებული და თავდაჯერებული ადგებით. 21 იანვარს სადილის დროს ვარცხნილობის გაკეთება იჩქარეთ, რადგან 22 და 23 იანვარს მხოლოდ შეღებვაა დასაშვები. თუ 22 იანვარს თმას შეიღებავთ, ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებთ. თუ 23 იანვარს თმის შეღებვას გადაწყვეტთ, თანამშრომლებთან ურთიერთობას მოაგვარებთ ან ახალ ნაცნობებს შეიძენთ.
2023 წლის იანვრის ვარცხნილობის დეტალური კალენდარი – თუ ნამდვილი ექსტრიმის მოყვარული ხართ, 25 იანვარს თმა თამამად შეიჭერით. ამ დღეს მინიმუმი თმა შეგიძლიათ დაიტოვოთ და თქვენს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო ვარცხნილობა მიიღოთ. არა მხოლოდ თამამი, არამედ მსუბუქი, ჰაეროვანი და ქალური ვარცხნილობა გამოვა. 28 იანვარს დღის მეორე ნახევარში თმის შეჭრა დასაშვებია, ხოლო 29 იანვარს – მხოლოდ შეღებვა. სიტყვაზე, თმის ახალი ფერი ქალისთვის ერთგვარი გარსი გახდება, რომელიც საინტერესო პიროვნებების ყურადღებას მიიზიდავს. წლის ბოლო დღე წარმატებულია მათთვის, ვისაც თმის შეჭრა სურს. თუ ამას გააკეთებთ, უფრო თავდაჯერებული და მოქმედებებში გაბედული გახდებით.
იანვრის ვარცხნილობის კალენდარი შეინახეთ, რომ ახალ წელსა და ახალ პირობებზე განეწყოთ და ცვლილებები მიიღოთ. ზოგჯერ გარეგნობის შეცვლა აუცილებელია, თუმცა ამის გაკეთება გვაშინებს. ცვლილებების ნუ გეშინიათ, რადგან ბედი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილია. კარგი ოსტატი შეარჩიეთ, მასთან თმის მომავალი ფერი და ვარცხნილობა განიხილეთ და სალონში მხოლოდ ბედნიერ დღეს მიდით.