ერთ ჭერქვეშ მცხოვრები რძალ–დედამთილი. თაობების მუდმივი კონფლიქტი

0
854

ერთ სახლში ორ დიასახლისის ცხოვრება შეუძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს დედამთილი და ახალგაზრდა რძალია. ამ შემთხვევაში კამათს და პრეტენზიებს თავს ვერ აარიდებთ. ასე მოხდა ნათელას ცხოვრებაში. Paparazzi გიამბობთ, რატომ არ მოსწონს რძალი ბრძენ ქალს.

„ადრე რომ ეთქვათ, რომ ვიღაც შვილის გამო მისაყვედურებდა, გამეცინებოდა. ჩემი ლევანივით ოქრო ბიჭი საპოვნელია. მის გამო არასდროს გავწითლებულვარ: არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში. თან შვილს დიდ ყურადღებას არ ვუთმობდი, რადგან სულ ვმუშაობდი. უმამოდ ვცხოვრობდით და ჩემი მთავარი საზრუნავი სუფრაზე საჭმელი და სუფთა სახლი იყო.

შვილმა მექანიკოსობა ისწავლა და უკვე სწავლის პერიოდში ბაბუის ძველ ავტოფარეხში მანქანებს აკეთებდა. რამდენიმე წლის შემდეგ საკუთარი ტექმომსახურების ცენტრი გახსნა. კარგ ფულს შოულობდა და უფრო დიდი და ფართო სახლის აშენება გადაწყვიტა. „დედა, ჟურნალებს გადახედე. აირჩიე სახლი, რომელიც მოგწონს. ზუსტად ისეთს ავაშენებთ“ – მითხრა შვილმა. მიხაროდა, რომ ჩემს აზრს კითხულობდა, რჩევას ითვალისწინებდა. რამდენი რამ დავგეგმეთ, ახალი ფილებით და სამზარეულოში თბილი იატაკით ვხარობდით. ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც გვსურდა.

ჩემი ბიჭი უკვე 30 წლისაა, დიდი სახლი და საკუთარი ბიზნესი აქვს. უკვე დაქორწინების დროა. ასეც ვუთხარი. „შვილო, მარტო სიარული გეყოფა, თორემ ასე დარჩები. წესიერი გოგო იპოვე და დაქორწინდი“. აქაც დამიჯერა. ნიაკო სახლში მოიყვანა და გამაცნო. ისე მიხაროდა, რომ ჩემი შვილი შეყვარებული იყო. გოგოც მომეწონა, მშვიდი და მოკრძალებული იყო. ასეთთან პრობლემები არ მექნება. დიდებული ქორწილი გადავიხადეთ. ნიაკო ჩვენთან საცხოვრებლად გადმოვიდა.

ქორწილის შემდეგ შევამჩნიე, რომ ნიაკო რაღაცით უკმაყოფილოა და შეწუხებული დადის. სულ ცდილობს, რომ ლევანს საჭმელი მოუმზადოს. ვეუბნები, რომ ყველაფერი მზადაა და სხვა საქმე მონახოს, დაალაგოს ან რაღაც სხვა. ოღონდ საღამოს შვილმა მითხრა, რომ ნიაკო გაბრაზდა. თითქოს, რაღაც სასიამოვნოს გაკეთება სურდა და უფლება არ მივეცი.

მოგვიანებით პრეტენზიები გაიზარდა. ხან მისი ტექნიკა სწორად არ დავდე, ხან ირიბად შევხედე. „რატომ არ შეგიძლიათ შვილი თქვენს კალთას მოაშოროთ? უკვე ზრდასრულია, თქვენ კი მასზე პატარა ბავშვივით ზრუნავთ“ – მითხრა ერთხელ ახალგაზრდა რძალმა. შემდეგ დაამატა, ისინი ოჯახი არიან, მე კი ხელს ვუშლი.

ახლა 65 წლის ვარ, რთული ცხოვრება გამოვიარე. შესანიშნავი შვილი გავზარდე, სახლი მოვაწყვე. ნუთუ ვიღაც 23 წლის გოგოს უნდა დავუთმო? არ ვიცი, როგორ მოვიქცე. გაუგონარი საქციელია.“