“რას აკეთებთ, ადამიანებო!” – სანატორიუმში მომუშავე ექიმის სულის ძახილი

885

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – სანატორიუმის ექიმი საკუთარ გულისტკივილს გვიზიარებს.მე ექიმი ვარ. უკვე მრავალი წელია ერთ ძალიან კარგ სანატორიუმში ვმუშაობ. მთელი ამ წლების მანძილზე რა აღარ მინახავს და როგორ ადამიანებს აღარ შევხვედრივარ.როდესაც ვხედავ, როგორ გამოიყურებიან ჩემი პაციენტები და ამის მიუხედავად, როგორ იქცევიან, უნებურად ვიწყებ ნაკლებ ჭამას.

ერთხელ ჩემთან ერთმა დედამ 16 წლის გოგონა მოიყვანა. გოგონა ზურგის ძლიერ ტკივილს უჩიოდა. გავსინჯე და ვუთხარი, რომ მას 15 კილოგრამი ზედმეტი წონა ჰქონდა და დიეტის დაცვა ესაჭიროებოდა. დედასაც და გოგონასაც ძალიან ეწყინათ. მათ სურდათ, რომ სამკურნალო კურსი დამენიშნა, მე კი დიეტა შევთავაზე. ჩემი საუბრის მოსმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ასაკში ხერხემლის გამაგრებაა საჭირო და ჭარბი წონის შემთხვევაში ის დიდ დატვირთვას ექვემდებარება, არავის არ სურდა. ისინი ჩემგან ძალიან გაბრაზებულები და უკმაყოფილოები წავიდნენ.

ასეთები ძალიან ბევრნი არიან. ადამიანებს უბრალოდ არ სურთ იმის გაგება, რომ ზურგის ტკივილი შეიძლება ჭარბ წონასთანაც იყოს დაკავშირებული. მე შემიძლია ტკივილგამაყუჩებელი აბების დანიშვნა, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის.შესვენებაზე ძალიან ხშირად გავდივარ აივანზე. ყავას ან ჩაის ვსვამ და დამსვენებლებს ვაკვირდები. ხედი უბრალოდ შესანიშნავი მაქვს. უდიდეს ესთეტიურ სიამოვნებას ვიღებ ზღვის ხედის ყურებით, მაგრამ ნამდვილად არ მომწონს ის, რასაც დამსვენებლები აკეთებენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მთელი წელი შიმშილობენ და დასვენების დროს ცდილობენ ამ ყველაფრის ანაზღაურებას. ადამიანები გამოსაჯანსაღებლად კი არ ჩამოსულან, არამედ დასალევად და დიდი რაოდენობით საკვების მისაღებად.

ძალიან მინდა შევძახო: “შეჩერდით! რას სჩადიხართ! რატომ იფუჭებთ ჯანმრთელობას!”ამას წინათ, ერთ დედას შენიშვნა მივეცი, რომელმაც ბავშვი მოსაშარდად ბუჩქის ძირას დასვა. ნუთუ არ შეიძლება ნომრამდე მისვლა და საპირფარეშოში შესვლა?

ახალგაზრდა ქალმა მიპასუხა:

  • საგზურში იმხელა თანხა გადავიხადე, რომ აქ ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რასაც მოვისურვებ!

რა დაემართათ ადამინებს? რატომ დაავიწყდათ მათ, რომ კულტურულები და ზრდილობიანები უნდა იყვნენ? რატომ ჰქონიათ მათ, რომ ცხოვრებაში მთავარი საჭმელი, სასმელი და ფულია? ეს ასე არ არის! ადამიანებო, შეჩერდით! რა მაგალითს აძლევთ თქვენს შვილებს? ამ ყველაფრის დანახვა გულს მტკენს. სად არის კულტურა? სად არის ზრდილობა? ასე ცხოვრება როგორ შეიძლება?!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს