დედამთილს ჩვენთვის ერთი ბინის მოცემა არ უნდა. ძუნწი დედამთილის ისტორია

1836

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალის საკუთარ პრობლემას გვიზიარებს.

გულწრფელად მშურს იმ ოჯახების, სადაც მშობლები თავიანთ შვილებს ეხმარებიან. თუმცა, ისეც ხდება ხოლმე, როგორც ჩვენს ოჯახშია: ჩემი ქმრის მშობლებს ჩვენი დახმარების შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. ეს ძალიან საწყენია.

ჩემი ქმრის მშობლებს სამი ბინა აქვთ. ერთში ცხოვრობენ, ორს აქირავებენ. მე და გიორგის სამი პატარა გვყავს და ნაქირავებში ვცხოვრობთ.

ჩემი ქმრის მშობლების საერთოდ არ მესმის: ნუთუ მათთვის ფულია ყველაზე მნიშვნელოვანი და საერთოდ არ აღელვებთ ის, თუ როგორ პირობებში ცხოვრობენ თავიანთი შვილიშვილები? ასე, შეიძლება?

ცოტა ხნის წინ, თავი ვეღარ შევიკავე და ვუთხარი, რომ ჩვენთვის ძალიან ძნელია პატარა ბავშვებთან ერთად ერთი ბინიდან მეორეში გადასვლა. ვიმედოვნებდი, რომ დედამთილი მიმიხვდებოდა და შემოგვთავაზებდა ერთ-ერთ ბინაში ცხოვრებას, რომელსაც ისინი აქირავებენ. თუმცა, ჩემი დედამთილი სულ სხვაგვარად მოიქცა. მან მითხრა:

 

– საჭირო არ იყო ასე სწრაფად შვილების გაჩენა! ჯერ სახლი უნდა გეყიდათ!

მისი სიტყვების გამო გაოგნებული ვიყავი. პირველი ბავშვი ისედაც 29 წლის ასაკში გავაჩინე. უკვე ისედაც დაგვიანებული იყო. კიდევ უნდა დამეცადა? მერე საერთოდ რომ ვეღარ დავორსულებულიყავი და ნორმალურად ვერ მემშობიარა?

 

კარგი, დედამთილს მე არ ვეცოდები, მაგრამ ნუთუ არც თავისი შვილი ეცოდება და არც შვილიშვილები? მათ რა დააშავეს?

ცოტა ხნის წინ, იძულებულები გავხდით, რომ ბინა ისევ გამოგვეცვალა. სხვა ბინაში გადასვლა ნამდვილ კოშმარად გვექცა. მთელი თანხა, რასაც მე და ჩემი მეუღლე გამოვიმუშავებთ, ქირის გადახდაში, საჭმელსა და ტანსაცმელში გვეხარჯება. ფულის შეგროვებას საერთოდ ვერ ვახერხებთ.

 

ჩემი მშობლები სოფელში ცხოვრობენ, მათ ჩვენი დახმარების შესაძლებლობა არ აქვთ. ჩემი ქმრის მშობლებს ამის შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ისინი ამას არ იყენებენ.

ასე როგორ უნდა მოექცე საკუთარ შვილს და შვილიშვილებს? როდესაც ძალიან მოხუცდებიან და ჩვენი დახმარება დასჭირდებათ, მათ მოუნდებათ, რომ სწორედ ჩვენ დავეხმაროთ. მე კი მათ არ დავეხმარები. ისინიც ხომ არ გვეხმარებიან, მიუხედავად იმისა, რომ იციან, თუ როგორ გვიჭირს.

მათი აზრით, მათმა შვილმა, ყველაფრის ფული თავად უნდა გამოიმუშაოს.

– ამდენი შვილი რატომ გააჩინეთ? – მკითხა ერთხელ ჩემმა დედამთილმა. – ერთი შვილი რომ გყოლოდათ, სახლი უკვე დიდი ხნის ნაყიდი გექნებოდათ.

მე არაფერი ვუპასუხე. მე და ჩემი ქმარი ყოველთვის დიდ ოჯახზე ვოცნებობდით. ჩვენი შვილები ჩვენი სიხარული და სიამაყეა. როდესაც გაიზრდებიან, მათ აუცილებლად დავეხმარებით. სამწუხაროა, რომ ჩემი ქმრის მშობლები ამასთან დაკავშირებით სრულიად განსხავებული აზრის არიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს