რანაირი დედაა? ჯერ ახალშობილი ვაჟი სამშობიაროში მიატოვა, შემდეგ კი მასთან ფულის სათხოვნელად მივიდა!

0
1056

მინდა ჩემი საუკეთესო მეგობრის ისტორია გიამბოთ. მე და სერგი სკოლის პერიოდიდან ვმეგობრობთ. ახლა ჩვენ მეგობრებიც ვართ და ბიზნეს პარტნიორებიც.

სერგი სამსახურში ძალიან დაღონებული მოვიდა. აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნის წინ მისი ბიოლოგიური დედა ესტუმრა. ამ ქალს სინდისი ეყო, რომ მოსულიყო შვილთან, რომელიც სამშობიარო სახლში მიატოვა და მისგან ბინის ყიდვა და ფული ეთხოვა. სხვა როგორ? ის ხომ დედამისია!

აი, რა მიამბო ჩემმა მეგობარმა. ელენემ, მისმა ბიოლოგიურმა დედამ სკოლის დამთავრების შემდეგ ინსტიტუტში ჩააბარა. თავიდან ჯერ მხოლოდ სწავლით იყო დაკავებული და ბიჭებს ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ მესამე კურსზე ერთი ბიჭი შეუყვარდა. ის უკვე ქორწილზე, შვილებზე და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაზე ოცნებობდა, მაგრამ გიორგის სულ სხვა გეგმები ჰქონდა. ის უბრალოდ ერთობოდა ელენესთან და მაზე დაქორწინებას არ აპირებდა. ძალიან მალე ელენემ გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო. მან გიორგის უამბო და იმედოვნებდა, რომ ისინი დაქორწინდებოდნენ, მაგრამ გიორგიმ უთხრა, რომ ის დაქორწინებას არ აპირებდა და ელენეს ფეხმძიმობა, მხოლოდ ელენეს პრობლემა იყო.

ელენე იმედოვნებდა, რომ გიორგი გადაიფიქრებდა და შვილის გაჩენა გადაწყვიტა. ორსულობის პერიოდში მან სწავლა მიატოვა და ახალი შეყვარებული გაიჩინა. ელენემ ბიჭი გააჩინა და მასზე მაშინვე უარი თქვა. ის აგრძელებდა მხიარული და უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრებას და სულაც არ გრძნობდა სინდისის ქენჯნას იმის გამო, რომ საკუთარი შვილი სამშობიაროში მიატოვა.

სერგის გაუმართლა: ექვსი თვის ასაკში ის ერთმა ოჯახმა იშვილა. მას ძალიან კარგი მშობლები ჰყავს, მათ სერგი ძალიან უყვართ და ძალიან კარგ ადამიანად აღზარდეს. სერგი სკოლაში კარგად სწავლობდა, ინსტიტუტი დაამთავრა და ბიზნესით დაკავდა. სერგიმ ცოლი მოიყვანა და ერთი წლის შემდეგ მამა გახდა. ორი წლის შემდეგ, ოჯახში კიდევ ერთი ბავშვი დაიბადა.

სერგი წარმატებული ბიზნესმენი, კარგი შვილი და კარგი მეგობარია.

მან იცოდა, რომ ნაშვილები იყო, მაგრამ ამას არავითარი გავლენა არ მოუდენია მშობლებთან ურთიერთობაზე.

ახლა კი, ბიოლოგიური დედა გამოჩნდა და ასეთი მოთხოვნები წაუყენა. რა სითავხედეა! მან თქვა, რომ თუ სერგი უარს იტყოდა მისი მოთხოვნების შესრულებაზე, ის უჩივლებდა!

ბუნებრივია, სერგიმ მაშივე უარი განაცხადა იმ დედის მოთხოვნების შესრულებაზე, რომელმაც მრავალი წლის წინ მასზე უარი განაცხადა. მან თავად უჩივლა მას და სასამრთლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დედამისს მასთან და მის ახლობლებთან მიახლოება ეკრძალება.