დედა, რატომ გამაჩინე, თუ საერთოდ არ გჭირდები?

0
1673

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.ძალიან ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ადრეული ქორწინება აუცილებლად განქორწინებით სრულდება, მაგრამ ყველას თავისი ცხოვრება და თავისი ბედი აქვს.

მე ნათია მქვია, ჩემს ქმარს კი – ნიკა. მე და ნიკა ძალიან ადრე დავქორწინდით, მე თექვსმეტი წლის ვიყავი, ნიკა კი – ჩვიდმეტის. ჩვიდმეტი წლის ასაკში დედა გავხდი. ჩვენ შესანიშნავი გოგონა შეგვეძინა. თავიდან ძალიან რთული იყო იმასთან შეგუება, რომ ჩვენ შვილი გვყავდა და ოჯახი ვიყავით, მაგრამ მე და ნიკას ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და ამ ყველაფერს გავუმკლავდით. ნიკას და ჩემი მშობლებიც ძალიან გვეხმარებოდნენ, როს გამოც მათ ძალიან დიდი მადლობა.

ნინი დამჯერი და ჭკვიანი გოგონაა. მასთან არავითარი პრობლემა არ გვქონია. ჩვენი გოგონა თავისი წარმატებებით გვახარებდა. ნინი შვიდი წლის რომ იყო, როდესაც მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, რომ მას ძმა სჭირდებოდა. ამ პერიოდისთვის ჩვენ უკვე მყარად ვიდექით ფეხზე, ორივეს გვქონდა უმაღლესი განათლება და კარგი სამსახური.

ორი თვის შემდეგ დავფეხმძიმდი. მეორე ორსულობის დასაწყისშივე დამეწყო დიდი პრობლემები. ანალიზების პასუხები მუდმივად ცუდი მქონდა. ორსულობის პერიოდის დიდი ნაწილი საავადმყოფოში გავატარე. ორსულობის ოცდამეათე თვეზე საშინელი ამბავი გავიგეთ: ჩვენს ბიჭუნას ბევრი სხვადასხვა პათოლოგია ჰქონდა. ეს ექოსკოპიის შედეგად დადგინდა.

ეს ჩვენთვის საშინელი და შოკისმომგვრელი ამბავი იყო. მე ძალიან მიჭირს ამ ყველაფერის გახსენება. ეს იყო საშინელი პერიოდი ჩვენი ოჯახისთვის და ჩვენი ნათესავებისთვის. ბავშვზე უარის თქმას არ ვაპირებდი. დღე და ღამ ვტიროდი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მქონდა იმის იმედი, რომ ექიმები ცდებოდნენ: იქნებ ექიმები ცდებიან და ჩემს შვილს ყველაფერი რიგზე აქვს?

სამწუხაროდ, სასწაული არ მომხდარა. ჩვენი ბიჭუნა სერიოზული გადახრებით დაიბადა. ექიმებმა მითხრეს, რომ ის დიდხანს ვერ იცოცხლებდა. მოკლედ, ნებაყოფლობით-იძულებითი წესით ბავშვზე უარი დამაწერინეს.

ექიმები არ შემცდარან. ჩვენი ბიჭუნა თითქმის ორი კვირის მანძილზე რეანიმაციაში იწვა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის გარდაიცვალა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი უბედურება იყო. ამის შემდეგ დიდხანს ვიყავით ძალიან ცუდად.

კიდევ ერთი შვილის გაჩენა მე და ჩემს ქმარს აღარ გვინდოდა. ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ვეღარ გადავიტანდით, თუმცა ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ ბიჭი გვყოლოდა. ხუთი წლის მანძილზე ვფიქრობდით და ვერ ვბედავდით ბავშვის აყვანას ბავშვთა სახლიდან. შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტეთ.

ბავშვთა სახლში წავედით და დირექტორს გავესაუბრეთ. ვუთხარით, რომ 5-6 წლის ბიჭუნას შვილად აყვანა გვინდოდა.ბატონმა გიორგიმ ბავშვების საქმეებს გადახედა, ცოტა ხანს იფიქრა, შემდეგ კი გვითხრა:

  • ამ ბიჭს შეხედეთ, ეს დათუნაა. ბავშვთა სახლში ყველა ბავშვი ოცნებობს იმაზე, რომ ვინმემ იშვილოს, მაგრამ ამ ბიჭუნას განსაკუთრებულად სჭირდება სიყვარული და ოჯახი. აი, წაიკითხეთ, რას წერს ის.

ბატონმა გიორგიმ ფურცელი გამოგვიწოდა. ეს იყო წერილი, რომელიც დათუნამ დედას მისწერა:

“დედიკო, გელოდები. ყოველდღე გელოდები, რომ ჩემს წასაყვანად მოხვალ. ამიტომ, ძალიან ხშირად ვდგავარ ფანჯარასთან. მე სათამაშოები და კანფეტები არ მჭირდება. უბრალოდ, ძალიან მინდა, რომ მოხვიდე და სახლში წამიყვანო. რატომ გამაჩინე, თუ საერთოდ არ გჭირდები?”

მაშინვე დავიწყეთ საჭირო საბუთების შეგროვება და დათუნა მალე ჩვენთან წამოვიყვანეთ. დიდხანს ვეჩვეოდით ერთმანეთს, მაგრამ ახლა ძალიან გვიხარია, რომ ასეთი შესანიშნავი ბიჭი გვყავს.