ჩემი ქმრის მშობლებს შვილიშვილს არც კი ვაჩვენებ!

1132

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი ოჯახის პრობლემას გვიზიარებს. ჩემი ქმრის მშობლები ძალიან შეძლებული ადამიანები არიან. მათ მშვენივრად იციან, რომ მე და სერგიმ ქორწილის შემდეგ მაშინვე დავიწყეთ ფულის მოგროვება საკუთარი სახლის შესაძენად. საკუთარი სახლი – ჩვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებაა. ძალიან საწყენია, რომ ჩემი ქმრის მშობლებს ერთხელაც კი არ შემოუთავაზებიათ დახმარება სახლის ყიდვასთან დაკავშირებით. მათ მშვენივრად იციან, თუ როგორ ვზოგავთ ფულს, რათა შევძლოთ თანხის შეგროვება პირველადი შენატანისთვის. რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ საჭირო თანხა ჯერ ისევ არ გვაქვს.

ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ცოლად მდიდარი მშობლების გამო ნამდვილად არ გავყოლილვარ.მე და ჩემი ქმარი ქორწილის შემდეგ მაშინვე ნაქირავებ ბინაში გადავედით. ორივე ვმუშაობთ, მაგრამ საჭირო თანხის მოგროვება ჯერ-ჯერობით მაინც ვერ მოგვიხერხდა. სწორედ ამის გამო შვილის გაჩენას ჯერ არ ვჩქარობდით.

ერთი თვის წინ ჩემი ქმრის მშობლებთან სტუმრად ვიყავით. დედამთილმა მკითხა, შვილიშვილს როდის ვაჩუქებდით. მე ვუთხარი, რომ ეს იქამდე არ მოხდება, სანამ საკუთარი სახლი არ გვექნება. ვუთხარი, რომ თანხა არ გვქონდა პირველადი შენატანისთვის. ჩემი ქმრის მშობლები ისე იქცეოდნენ, თითქოს ვერ ხვდებოდნენ, რაზე მივანიშნებდი.

დაახლოებით სამი კვირის შემდეგ გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. მე აბორტების წინააღმდეგი ვარ, ამიტომ ამ ბავშვს გავაჩენ.ვიმედოვნებდი, რომ როდესაც ჩემი ქმრის მშობლები ჩემი ორსულობის შესახებ გაიგებდნენ, ბინის შესაძენად ფულს მოგვცემდნენ, თუმცა შევცდი. მათ ეს ამბავი ძალიან გაუხარდათ, მაგრამ მითხრეს, რომ ჩვენთვის მოსაცემი ფული არ ჰქონდათ.

მე კი ვიცი, რომ მათ ფული აქვთ. ჩემი მამამთილი თავისი მანქანის გაყიდვას აპირებს. მან ფული უნდა დაამატოს და ძალიან ძვირადღირებული მანქანა უნდა შეიძინოს.გადავწყვიტე, რომ ჩხუბი არ ამეტეხა და მათგან ფული არ მეთხოვა, თუმცა მათზე ძალიან ნაწყენი ვარ.

გადავწყვიტე, რომ ბავშვი რომ დაიბადება, მათ არც კი ვაჩვენებ! მათთვის ხომ ახალი მანქანა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ სად იცხოვრებს მათი შვილიშვილი.მთელი ორსულობის მანძილზე ვუცდიდი იმას, რომ მათ სინდისი შეაწუხებდათ და დაგვეხმარებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა.

ერთი კვირის შემდეგ სამშობიაროდ მივდივარ. ახალშობილ ბავშვთან ერთად ნაქირავებ ბინაში უნდა დავბრუნდე და ამაში დამნაშავე ჩემი ქმრის მშობლები არიან. მე მათ არასოდეს ვაპატიებ.როგორ შეიძლება, რომ მანქანის ყიდვა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე სახლის ყიდვა საკუთარი შვილიშვილისთვის?

რანაირი მშობლები არიან? მე ასეთი მშობლების საერთოდ არ მესმის!

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს