სასარგებლო ხრიკები, როგორ გაახანგრძლივოთ ტელეფონის დამტენი კაბელის გამოყენების ვადა

224

კიდევ ერთხელ დაზიანდა ტელეფონის დამტენი კაბელი? ეს ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა. რას ვიზამთ, თუ ასეთი ნივთები დიდხანს ვერ ძლებს. იქნებ, ეს მთავარი ჩანაფიქრია, რომ სხვადასხვა მოწყობილობის მფლობელებმა ახალი კაბელის და სადენის შეძენაზე ფული დახარჯონ. რამდენიმე ხრიკის ცოდნით კაბელი უფრო დიდხანს გაგიძლებთ. Paparazzi ამ ხრიკებს გიზიარებთ.

ტელეფონის დამტენი კაბელი – არ ღირს იმის თქმა, რომ კაბელი ძალიან სუსტია, ამიტომ ნებისმიერი ძლიერი გარე ზემოქმედებით ადვილად ზიანდება. სადენებს ერთი კონკრეტული ადგილი მიუჩინეთ. იქ, სადაც ფეხებში არ გაგებლანდებათ. პირველივე უჯრაში არ ჩაყაროთ. უმჯობესია, თუ კაბელს ლამაზად დაკეცავთ. როზეტიდან კაბელის ამოგლეჯა აკრძალულია. ამისთვის ხომ არსებობს შტეკერი. როზეტიდან ფრთხილად გამოიღეთ, რომ კაბელი არ დაზიანდეს. შტეკერის და მთავარი კაბელის შემაერთებელი ადგილი ყველაზე დაუცველია. ადვილად შეიძლება დააზიანოთ ისე, რომ ახლის საყიდლად გაქცევა მოგიწიოთ.

სასარგებლო კვანძები – შეიძლება ამ დაუცველი ადგილის როგორმე გაძლიერება? ზოგადად, დიახ, თუმცა დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს. თავად ხვდებით, რამდენიმე სხვადასხვა კაბელი შეიძლება გქონდეთ სახლში. თითოეულ კაბელს ორივე მხრიდან ორი დაუცველი ადგილი აქვს. თუმცა ამ მამაცი საქმისთვის დრო შეგიძლიათ გამონახოთ. დაგჭირდებათ მხოლოდ გამძლე ძაფი.

პატარა სიგრძის ძაფი გადაჭერით და შტეკერის და კაბელის შემაერთებელ ადგილს შემოახვიეთ. ძაფის კიდე კაბელზე დააფიქსირეთ, პატარა თავისუფალი თვალი დატოვეთ. ჯერ არ შეეხოთ, ბოლოს გამოგადგებათ. სანამ თვალი ჰაერშია, კაბელს ძაფი შემოახვიეთ. რა თქმა უნდა, გადაჭარბება არ ღირს. უბრალოდ სუსტი ადგილი უნდა გააძლიეროთ. როგორც კი საკმარის ძაფს შემოახვევთ, მისი ბოლო თვალში ისე გაატარეთ, რომ თავისით დაიჭიმოს. ასე ძაფს კაბელზე საიმედოდ დააფიქსირებთ. ახლა კაბელი უფრო დიდხანს გაძლებს, ვიდრე ამ ხრიკის გარეშე. პროცედურა გაიმეორეთ დანარჩენ კაბელებზე, რომლებიც სახლში გაქვთ. ძაფების ფერებიც შეგიძლიათ შეურიოთ და კაბელი ფერადი და საინტერესო გახადოთ.

კაბელების ვადის გახანგრძლივება – ზოგი დაინტერესდება, თუ შეიძლება ამ ხრიკის მოდერნიზება, რომ უფრო სწრაფი და ეფექტური გახდეს. პრინციპში, შეიძლება. თუ მყიდველი მზადაა, რომ კაბელის სუსტი ელემენტების სპეციალური ფიქსატორი გარკვეულ ფასად შეიძინოს. ასეთი ნივთები მსხვილ მარკეტებში შეგიძლიათ იპოვოთ. სხვადასხვა ფერის და ფორმის ფიქსატორები იყიდება. მათთვის, ვისაც ფულის დახარჯვა სურს, იდეალური ვარიანტია. ნებისმიერ შემთხვევაში, ყურადღებით უნდა იყოთ. არ გამოიყენოთ დასატენი მოწყობილობა, რომელიც ძალიან ხურდება და რეზინის ან პლასტმასის საეჭვო სუნი ასდის. თქვენივე უსაფრთხოებისთვის ასეთ მოწყობილობაზე უარი თქვით და გამართული ალტერნატივით ჩაანაცვლეთ.

ტელეფონის ახალი დამტენი კაბელი – კიდევ ერთ სასარგებლო ხრიკს ვთავაზობთ მათ, ვისი კაბელიც გაჭუჭყიანდა. გაფრთხილებთ, რომ ამ მიზნით აგრესიული საშუალებები არ უნდა გამოიყენოთ. არანაირი ლაქის, ბენზინის ან ნავთის დამშლელი. ჭუჭყის მოსაშორებლად საპნიან ხსნარში დასველებული სველი სალფეთქი ან ჩვარი გამოიყენეთ და კარგად გაწურეთ.

შეგახსენებთ, რომ ტელეფონის დამტენი კაბელი დღეგრძელი არაა. ზოგჯერ, ყიდვის დღესვე ზიანდება და გამოუსადეგარი ხდება. ჩვეულებრივი მოვლენაა, ვერაფერს გახდებით. თქვენივე უსაფრთხოებისთვის ახალი კაბელი შეიძინეთ და მის სწორად მუშაობაზე იზრუნეთ. გისურვებთ, რომ თქვენი გაჯეტი და კაბელი დიდხანს და სინდისიერად გემსახურებოდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს