ყველაფერი კარდინალურად შეიცვლება. ინდოელი ბიჭი 2023 წლის პროგნოზს აქვეყნებს

13446

ინდოელი აბიგია ანანდი ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, სანამ გლობალური პანდემია მის დაწყებამდე 1 წლით ადრე არ იწინასწარმეტყველა. მას შემდეგ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და ახალგაზრდა წინასწარმეტყველი გახდა. Paparazzi გიზიარებთ აბიგია ანანდის პროგნოზებს 2023 წლის შესახებ. რას უნდა ელოდოს კაცობრიობა 2023 წელს.

ინდოელი ასტროლოგის პროგნოზები – აბიგია ანანდი დროდადრო ეთერში გამოდის  და ახალ პროგნოზებს გვიზიარებს. მისი თქმით, 2023 წელს გლობალური ცვლილებები გველოდება. კონკრეტულ ქვეყანაზე არაფერს ამბობს, უფრო გლობალურად საუბრობს.

2023 წლის აპრილი – ახალგაზრდა ასტროლოგის თქმით, 2023 წლის აპრილში მსოფლიოში სიტუაცია შეიცვლება. ახლა მერწყულის ეპოქა მოდის, რომელიც ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. ეს მსოფლიო ეკონომიკას ეხება. ბევრი სხვა ასტროლოგის პროგნოზით კი ფინანსური სირთულეები გველოდება.

ვირუსი ბრუნდება – აბიგია ანანდის თქმით, 2023 წელს ვირუსი ისევ დაბრუნდება. ვირუსი დროებით გაჩერდა, რომ ადამიანის სხეულზე ინფორმაცია შეეგროვებინა. ადამიანის ორგანიზმი და მისი სისუსტეები უკვე შეისწავლა და დასაბრუნებლად მზადაა. ეს ზამთარი ახალი გამოცდა გახდება. ძველი ვირუსი მუტაციურთან შედარებით უწყინარი მოგეჩვენებათ.

მზერა კოსმოსისკენ – ამქვეყნიურმა პრობლემებმა კოსმოსი დაგვავიწყა, მაგრამ 2023 წელს თავს შეგვახსენებს. აბიგი დეტალურად არ საუბრობს, მაგრამ გრანდიოზული მოვლენები მოხდება, რომლის შედეგებზე მუშაობა მომდევნო 400 წელი მოგვიწევს. იმედს გვაძლევს ბიჭის განცხადება, რომ კატაკლიზმების შემდეგ დედამიწა გადარჩება.

2023 წლის პროგნოზი შფოთვას იწვევს. ინდოელი ასტროლოგი მოგიწოდებთ, რომ შინაგანი სიმშვიდე და სინათლე შეინარჩუნოთ. ჯერ თავად უნდა გახდეთ უკეთესი, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ. ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ნათესავებს მეტი დრო დაუთმეთ, სიცოცხლე ბევრი პოზიტივით გაავსეთ. ასე თქვენს გარშემო სამყარო უკეთესობისკენ შეიცვლება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს