ნივთები სახლში, რომლებიც დიასახლისის სიხარბეს და საკუთარი თავის მიმართ სიძულვილს ავლენს

0
1044

„როგორ ვიპოვო ნივთი სახლში? ძალიან მჭირდება, მიმანიშნე, გთხოვ!“ – მთხოვა მეგობარმა, რომელმაც იცის, რომ დაკარგულ ნივთებს ყოველთვის ვპოულობ. „რას ეძებ?“ – ვკითხე მე. „პირსახოცი, შინდისფერი. გახსოვს, სამზარეულოში მეკიდა?“ – მიპასუხა მან. „რა თქმა უნდა, მახსოვს. თან როგორ!“ – გავიფიქრე ჩემთვის. ეს პირსახოცი კარგად დამამახსოვრდა, რადგან მისი სამზარეულოდან მკვეთრად გამოკვეთილი იყო. ძველი, გაცრეცილი პირსახოცი, რომელიც თანამედროვე და ახალგარემონტებულ სამზარეულოს არ შეეფერებოდა. ჩემი მეგობარი კარგი დიასახლისია, მაგრამ წესრიგს დიდად არ იცავს. მისი თქმით, სახლს იდეალურად ალაგებს, მაგრამ ყოველთვის ავიწყდება ნივთების მოწესრიგება, რომელიც მის მსუბუქ დაუდევრობას ააშკარავებს. Paparazzi გიამბობთ, რომელი ნივთები ააშკარავებს ხარბ დიასახლისს, რომელსაც საკუთარი თავი სძულს. თქვენი სახლი შეამოწმეთ.

როგორ ვიპოვოთ ნივთები სახლში – პირსახოცით დავიწყოთ. გარეცხილი, ძველი, დალაქავებული, გაცრეცილი პირსახოცი ნამდვილი მოღალატეა, რომელიც დიასახლისის უყურადღებობას და დალაგებისადმი სიძულვილს, ასევე სიხარბეს ამხელს.. არავინ დაიწყებს იმაზე ფიქრს, რომ ასე დაზოგვას ცდილობთ ან თქვენი საყვარელი პირსახოცია და სასიამოვნო ქსოვილი აქვს. სტუმრები დიასახლისზე კარგ არაფერს გაიფიქრებენ, როცა ასეთ პირსახოცს დაინახავენ. სტუმრების მოსვლამდე ასეთი პირსახოცი ახლით შეცვალეთ. ოჯახის წევრებიც ახალ და სუფთა პირსახოცს სიამოვნებით გამოიყენებენ. გამოყენების შემდეგ სურნელოვანი რომ იყოს, განიავებულ ოთახში კარგად გააშრეთ.

ახლა თეთრეულზე. ის თქვენს უსიყვარულობას ავლენს. გასაგებია, რომ თეთრეულს სტუმრები ვერ ხედავენ, თუ, რა თქმა უნდა, ღამით არ რჩებიან. ჭუჭყიანი და გაცვეთილი თეთრეული, რომელიც რამდენიმე ნაკრებისგან შედგება, საკუთარი თავის და ოჯახის წევრების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. ზოგჯერ ეს სიხარბესა და სიღარიბეზე მიანიშნებს. ეს ის არაა, რაზეც დაზოგვა ღირს. სუფთა, ლამაზ და სასიამოვნო თეთრეულზე წოლა გაცილებით უკეთესია. კარგი, ხარისხიანი ძილი ჯანმრთელობის გარანტიაა, რაც ნამდვილად ყველაზე ძვირფასია, რაც გვაქვს.

ჭურჭელი, რომლითაც სტუმრებს კერძებს სთავაზობთ, საუბრობს არა მხოლოდ სტუმართმოყვარეობაზე, არამედ სისუფთავისადმი დამოკიდებულებაზე. სისუფთავის მოყვარული ადამიანი გატეხილ ან გაბზარულ ჭურჭელს არ შეინახავს და მით უფრო სტუმართან არ გაიტანს. ჭურჭლის სისუფთავეს მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ გარეცხილ ფინჯანზეც ჩაის ლაქები რჩება. ამის გამოსწორება ადვილია, უბრალოდ სოდით გარეცხეთ. ბალიშებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეს ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. სასურველია, უფრო თანამედროვე და ეკოლოგიური ვარიანტი აირჩიოთ. თუ სტუმარი ანტიკურ ბალიშს დაინახავს, გაიფიქრებს, რომ ხარბი ან ღარიბი ხართ ან ძილის ხარისხზე საერთოდ არ ზრუნავთ.

სახლში არსებული ჩამრთველები დიასახლისის უსუფთაობაზე საუბრობს. თითქოს წვრილმანია, მაგრამ დიასახლისს ააშკარავებს. არ იზარმაცოთ. პერიოდულად ღრუბლით და საწმენდი საშუალებით გადაწმინდეთ. ბევრი ადამიანი ძველ პიანინოს მოწიწებით ინახავს, თუმცა მასზე არავინ უკრავს. თუ წლებია ხელსაწყოს თავსახური არ აგიხდიათ, მოიშორეთ. პიანინო დიდ ადგილს იკავებს. პატარა სივრცის უსარგებლო ნივთებით გადავსება არ ღირს.

ბოლოს ჩემს აღმოჩენას გიზიარებთ. აღიარეთ, ვის ახსოვს ასეთი „ყავის მადუღარა“, რა მოწყობილობაა? ამ მოწყობილობას ჩემი ქმარი ხუმრობით „გადაშენებული ცივილიზაციის გემს“ უწოდებს. დღემდე მუშაობს.

სახლში ნივთების მოძებნა ნეიროგრაფიკით შეიძლება. ეს ხატვის ტექნიკაა, რომელიც მეხსიერებას და ქვეცნობიერს ააქტიურებს. ასევე ხუმრობით ვამბობ: „სახლის სულო, სახლის სულო, ითამაშე და დამიბრუნე!“ მეთოდი ყოველთვის მუშაობს, როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს. გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი ნივთი დაუბრუნებლად გვტოვებს. ალბათ, იმისთვის, რომ რაღაც გავაცნობიეროთ, დასკვნები გამოვიტანოთ ან რაღაც დიდისთვის ადგილი გავათავისუფლოთ. ეს სიაში მოცემულ ნივთებსაც ეხება. ძველი პირსახოცი, გაცვეთილი თეთრეული და გაბზარული ჭურჭელი მოიშორეთ. მათ ნაცვლად ახალი კარგი ნივთები შეიძინეთ. ასე სახლში მატერიალურ მდგომარეობას გააუმჯობესებთ.