ერნესტ მორომ 996 ბავშვის სიცოცხლე სტაფილოს წვნიანის დახმარებით გადაარჩინა

287

დღეს ერნესტ მოროს სლოვენიის ექიმს უწოდებენ, თუმცა ამქვეყნად ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დროს ლაიბაჰის ქალაქში დაიბადა, რომელსაც დღეს ლუბლიანას უწოდებენ.

სიცოცხლეში არანაირი სამედიცინო ჯილდო, წოდება და ტიტული მოროს არ მიუღია. თუმცა დღეს ამ ექიმის სახელი თითოეულმა პედიატრმა იცის. საქმე იმაშია, რომ სწორედ მისი აღმოჩენის წყალობით ათასობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეს.

ერნესტის კარიერა სწრაფი არა, მაგრამ წარმატებული იყო. 1899 წელს ავსტრიელმა სამედიცინო დოქტორის ხარისხი მიიღო, ხოლო 1906 წელს პედიატრ-სპეციალისტი გახდა, კიდევ რამდენიმე წელიწადში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში მას საპროფესორო თანამდებობა მისცეს. მთელი ცხოვრება იმ დროისთვის ბავშვთა სიკვდილიანობის ძალიან მწვავე პრობლემას ებრძოდა და შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია!

ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში 1 წლამდე ცოცხალი ოთხიდან მხოლოდ სამი ბავშვი რჩებოდა. ბანალური დიარეას გამო ძალიან ბევრი ბავშვი იღუპებოდა.

ექიმმა მორომ საიმედო საშუალება იპოვა, რომელიც ამ პრობლემას გაუმკლავდებოდა. როგორც აღმოჩნდა, დიარეას მოშორებას ჩვეულებრივი სტაფილოს წვნიანით შეძლებთ.

მხოლოდ ცოტა ხნის წინ გაირკვა: ოდნავ მარილიანი, წყალზე მომზადებული სტაფილის სუპ-პიურე მჟავე ოლიგოსაქარიდებს შეიცავს. ისინი მავნე ბაქტერიებს ნაწლავების ლორწოვანზე მიმაგრების საშუალებას არ აძლევენ, რაც ანტიბიოტიკებისადმი გამძლე დიარეას დროსაც კი დაგეხმარებათ.

მხოლოდ ეს ერთი აღმოჩენაც საკმარისი იყო, რომ მორო მსოფლიოში ცნობილი და პატივსაცემი გამხდარიყო. თუმცა ეს ერთადერთი აღმოჩენა არ იყო!

სწორედ მან შექმნა ე.წ. „მოროს რძე“. მის შემადგენლობაში შედის ნაღები, ფქვილი, ზეთი და შაქარი, რაც ბავშვის ხელოვნური კვებისთვის გამოიყენებოდა. ამასთან ერნესტმა ყველასთვის ცნობილი მოროს რეფლექსი აღმოაჩინა.

თუ მაგიდაზე, სადაც ოთხ თვემდე ბავშვი წევს, მასთან ახლოს ორივე მხარეს ხელებს დააკაკუნებთ, პატარა ხელებს სხვადასხვა მხარეს გაშლის. ამ მეთოდს დღეს ცერებრული დამბლის დიაგნოზის დასადგენად იყენებენ.

მოკრძალებულ კეთილ ექიმს მესამე რაიხის სისხლისმსმელმა ნაცისტებმაც კი ხელი არ ახლეს. ებრაელი ცოლის გამო მორომ ჰაიდელბერგში პროფესორის ადგილი დაკარგა, მაგრამ სხვა მხრივ ექიმის ოჯახს მეორე მსოფლიო ომი თითქმის არ შეხებია.

ექიმი მორო პირადი აღმოჩენების უმეტესობას საკუთარ კლინიკაში იყენებდა. პრაქტიკის დროს მან როგორც მინიმუმ ათასობით ბავშვი გადაარჩინა, ხოლო ბავშვების რაოდენობა, რომელთაც მოროს აღმოჩენა შემდგომში დაეხმარა, ვერ დათვლით! მაგალითად, ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ, თუ დღეს როგორ გამოიყენება მოროს რეფლექსი.

ერნესტ მოროს მსგავსი ადამიანების დახმარებით სამედიცინო პროგრესი წინ მიიწევს. ისინი აღმოჩენებზე დაუღალავად შრომობენ, შედეგად კი მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს