ბავშვი რომ დაიბადება, მამობის დადგენის ტესტს ჩავიტარებ. თუ ჩემი შვილია, ჩემთან წამოვიყვან

1042

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი თავისი ბიძაშვილის ისტორიას გვიამბობს.

ცოტა ხნის წინ ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა. ის ძალიან ნერვიულობდა და ტიროდა. შემდეგ კი ცოტა დამშვიდდა და მითხრა:

– საშინელებაა! ქორწილი აღარ იქნება!

– რატომ არ იქნება? რა მოხდა? თითქოს ყველაფერი კარგად იყო!

– სწორედაც რომ ყველაფერი კარგად იყო! ქორწილისთვის ყველაფერი მზად გვქონდა. დღეს კი შემთხვევით გავიგე, რომ ქორწილი აღარ იქნება. ირაკლიმ ეს ისე მითხრა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს! არაფრით არ მეუბნება, რა მოხდა. ეკაც ჩუმად არის! ჩემი ირაკლი შესაშური საქმროა. მის გარშემო ყოველთვის უამრავი გოგონა ტრიალებდა. ის იურისტია! საკუთარი ბინა აქვს, მანქანა, საადვოკატო კანტორა.

 

 

ხომ იცი, როგორ მიხაროდა, როდესაც ირაკლი ეკას ხვდებოდა. ეკა ძალიან კარგი გოგოა: მშვიდი და განათლებული. ძალიან გამიხარდა, როდესაც თქვეს, რომ დაქორწინებას აპირებდნენ. კიდევ უფრო მეტად გამიხარდა, როდესაც ეკას ფეხმძიმობის შესახებ შევიტყვე. ახლა, კი!

– ირაკლი რას ამბობს?

– არაფერს არ ამბობს. ვეკითხები: “ბავშვს რა ეშველება?” ის კი მპასუხობს: “ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც ეკა გააჩენს, მამობის დადგენის ტესტს ჩავიტარებ. თუ ბავშვი ჩემი აღმოჩნდება, ჩემთან წამოვიყვან!”

 

მის სიტყვების გამო გაოგნებული ვარ. ვეკითხები: “როგორ წაართმევ დედას თავის შვილს?” ის კი მპასუხობს: “მე ხომ იურისტი ვარ და უამრავი იურისტი მეგობარი მყავს. ამის გაკეთება არ გამიჭირდება!” მე ვტირი: “შვილო, რას აკეთებ? რა მოხდა?” ის კი ხმას არ იღებს. გადავწყვიტე, ეკასთვის მეკითხა, მაგრამ სიმართლეს არც ის არ მეუბნება. ისე იქცევა, თითქოს არაფერი იცის იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაიფიქრა ირაკლიმ ქორწილი.

– ფიქრობ, რომ ირაკლი ბავშვს მართლა წამოიყვანს?

– არ ვიცი. მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ამბობს, რომ თუ ბავშვი მისია, აუცილებლად წამოიყვანს. ძიძას დაიქირავებს და ბავშვს თავად აღზრდის. აი, ასე. არ ვიცი, როგორ შევარიგო. მე ეკაც მეცოდება, ირაკლიც და ჯერ არ დაბადებული ბავშვიც. ეს რა უბედურებაა! არ ვიცი, რა იქნება!

– მოვიცადოთ და ვნახავთ. შენ ხომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია! – დამამშვიდე მე ჩემი ბიძაშვილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს