„შემწვარ“ ბორშს 100–ჯერ უფრო მდიდრული გემო აქვს. რეცეპტის პრემიერა

0
716

ღუმელში „შემწვარი“ ბორში იდეალური იდეაა, თუ ნოყიერად სადილობა ან ვახშმობა გსურთ. რეცეპტი ბევრს მოეწონება, რადგან როგორც ხორცით, ასევე მის გარეშეც შეგიძლიათ მოამზადოთ. უბრალოდ საოცარი გამოდის და დიდხანს ვერ დაივიწყებთ. ყველასთვის ნაცნობი ინგრედიენტების ნაკრები სჭირდება. მხოლოდ მომზადების მეთოდი განსხვავდება. საინტერესოა, ნამდვილად უნდა შევწვათ ბორში ტაფაზე?

ბორში ღუმელში – ტაფა დაგვჭირდება, თან 2. ბორშს „შემწვარი“ მისი სასიამოვნო არომატის გამო ეწოდება. ამ არომატს ღუმელში იძენს. ღუმელში ბორში ქოთნებით უნდა მოათავსოთ. თუ ქოთანი არ გაქვთ, დროა ეს სასარგებლო და ლამაზი ნივთი შეიძინოთ.

უნივერსალური რეცეპტი – ბორშის კომპონენტები ისე შეცვალეთ, როგორც მოგწონთ. მაგალითად, ეს რეცეპტი სამარხვოა, ანუ ხორცის გარეშე. მარხვა უკვე დასრულდა და მდიდრული ბორში შეგიძლიათ მიირთვათ, თუმცა თუ ცხიმიანი კერძები არ გიყვართ, ქათმის ხორცი დაუმატეთ. ნოყიერი გამოვა, მაგრამ სიმძიმის შეგრძნება არ შეგაწუხებთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ლ წყალი
  • 1 ჭარხალი
  • 2 კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 1 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 1 ხახვი
  • ოხრახუშის ფესვი
  • 1 ტკბილი წიწაკა
  • 350 გ კომბოსტოს მწნილი
  • 1 ს/კ ფქვილი
  • ახალი მწვანილი
  • საყვარელი სანელებლები

მომზადების წესი:

  1. საჭირო რაოდენობის წყალი ქვაბში ჩაასხით, რომ ბოსტნეულის ბულიონი მოამზადოთ. თუ ბორშს ხორცს უმატებთ, წყლის გარდა ხორციც მოათავსეთ. კარტოფილი და ცოტა მარილი დაუმატეთ.
  2. პარალელურად ორ ტაფაზე ბოსტნეული შეწვით, რომ მათი გემოები და არომატები დროზე ადრე ერთმანეთს არ შეერიოს. ერთ ტაფაზე სტაფილო, ჭარხალი და პომიდვრის პასტა შეწვით. მეორეზე – ხახვი, ნიახური, ოხრახუშის ფესვი და ტკბილი წიწაკა.
  3. ოხრახუშს და ნიახურს კომბოსტოს მწნილი და ცოტა ახალი კომბოსტო დაუმატეთ. ახალი კომბოსტოს დარბილებამდე ჩაშუშეთ. ორივე ტაფის ინგრედიენტები ერთმანეთს აურიეთ და სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ.
  4. ბულიონიდან კარტოფილი ამოიღეთ და პიურე გააკეთეთ. სუფთა მშრალ ტაფაზე ცოტა ფქვილი სასიამოვნო არომატის გაჩენამდე შეწვით, შემდეგ თხევადი ბულიონის ნახევარი თანდათან დაუმატეთ და ნარევის გასქელებამდე ამზადეთ, პიურე აურიეთ.
  5. ქოთნები ღუმელისთვის მოამზადეთ. თითოეულ ქოთანში ბოსტნეულის ნარევი გადაანაწილეთ, ზემოდან კარტოფილის ფენა და ცოტა ახალი მწვანილი დაუმატეთ. დარჩენილი ბულიონი ქოთნებში ჩაასხით და 30 წუთით ღუმელში აცხვეთ.

ბორშის თავი მაღალი ტემპერატურის გამო ოდნავ შეიძლება შეიწვას, მაგრამ ასე კერძის გემო არ გაფუჭდება. თუ შეამჩნიეთ, რომ ზედა ნაწილი ოდნავ შეწითლდა და ეს არ მოგწონთ, კოვზით ეს ფენა მოაშორეთ. უკიდურეს შემთხვევაში ბორში თეფშებზე გადაასხით და მწვანილი ან არაჟანი დაუმატეთ.