უნიტაზს ყოველდღე ვწმენდ, მაგრამ ტუალეტში მაინც ცუდი სუნია. მიზეზი ვიპოვე

0
757

ტუალეტში სისუფთავის შენარჩუნება რთული ამოცანაა. ზოგჯერ ყველა მცდელობის მიუხედავად ჩნდება უსიამოვნო სუნი, რომლის მოშორებაც რთულია. ყველაფერში დამნაშავეა ერთი პატარა დეტალი, უნიტაზის საჯდომის სამაგრი. მასში მთელი ჭუჭყი გროვდება. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოაგვაროთ პრობლემა და ყველაფერი ხარისხიანად გაწმინდოთ.

უნიტაზის საჯდომის სამაგრები – ხშირად უნიტაზი სუფთად გამოიყურება, მაგრამ უსიამოვნო სუნი არ ქრება. ამის მიზეზია მთელი ჭუჭყი, რომელიც საჯდომის სამაგრების გარშემო გროვდება. ნახვრეტებში გროვდება ჭუჭყი, რომლის მოშორებას ჩვეულებრივი ღრუბლით ვერ შეძლებთ. მნიშვნელოვანია, დროდადრო საჯდომი მოხსნათ და საფუძვლიანად გაწმინდოთ. თუ არ გჯერათ, საჯდომი მოხსენით და ნახეთ, რა იმალება ნახვრეტებში. წმენდის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ტუალეტში ჰაერი ბევრად გასუფთავდა. ჭუჭყი ძნელად მისადგომ ადგილებში ხშირად იმალება. მასთან გამკლავება უნდა შეგეძლოთ.

როგორ გავწმინდოთ უნიტაზი – უკვე ვიცით, სად იმალება ჭუჭყი. ახლა უნდა გავწმინდოთ. ამ მიზნით ნაყიდი საწმენდი საშუალებები შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ამოცანას ყველა ვერ უმკლავდება. ხელნაკეთი საშუალება უფრო იაფი და ეფექტურია. ერთ–ერთი მთავარი საშუალებაა სოდა და ძმარი. ნებისმიერ ჭუჭყს აშორებს, ყვითელ ლაქებსაც. ამ მიზნით ძმარი ლაქას წაუსვით და 30 წუთით გააჩერეთ. შემდეგ სოდა მოაყარეთ. ისევ ძმარი მოასხით, რომ რეაქცია დაიწყოს. 10 წუთით გააჩერეთ. ბოლოს ღრუბლით გახეხეთ და წყლით ჩამორეცხეთ. უნიტაზი ალმასავით იბრწყინებს.

უფრო რთულ შემთხვევაში მათეთრებელი გამოიყენეთ. შესანიშნავი გამწმენდი და სადეზინფექციო საშუალებაა. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ, რადგან ძალიან აგრესიულია. დამუშავებამდე დარწმუნდით, რომ ოთახი კარგად ნიავდება. ხელთათმანი და შესაძლებლობის მიხედვით რესპირატორი გაიკეთეთ. ცოტა მათეთრებელი ღრუბელს წაუსვით. ლაქა გაქრობამდე გახეხეთ. რთული ჭუჭყის შემთხვევაში უნიტაზის მოსახსნელი საჯდომი ხსნარში (2/3 ჭიქა მათეთრებელი 1 ვედრო წყალში) ჩადეთ. ამ დროში სამაგრების ნახვრეტები შეგიძლიათ გაწმინდოთ. მათეთრებლის გამოყენების შემდეგ ყველაფერი კარგად გადარეცხეთ. ხელები კარგად დაიბანეთ და ოთახი მინიმუმ 1 საათით გაანივეთ.

ტუალეტის ყველა კუთხის გაწმენდის შემდეგ ოთახი სისუფთავით გაივსება. სახლში ჰაერის გამწმენდიც შეგიძლიათ გააკეთოთ, რომელიც უსიამოვნო სუნს შეებრძოლება.