ის ჩემთან გამოიქცა, ჩამეხუტა და ტიროდა: – დედა, ამათთან ნუ დამტოვებ! შენთან წამიყვანე!

0
8160

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.

მე ანა მქვია, ვარ 26 წლის. ალექსი რომ გავიცანი, მან მაშინვე მითხრა სიმართლე იმის შესახებ, რომ ცოტა ხნის წინ მეუღლე გარდაეცვალა და პატარა შვილი ჰყავდა. მისი მეუღლე მშობიარობიდან სამი თვის შემდეგ გარდაიცვალა.

მე ალექსი ძალიან მომწონდა და ამიტომ მისი შვილის გაცნობის სურვილი გამიჩნდა. პატარა ბიჭუნა ვნახე თუ არა, მაშინვე გულში რაღაც ვიგრძენი. მე ის მაშინვე შემიყვარდა. ძალიან მომინდა, რომ მისი დედა გავმხდარიყავი. ჩემი და ალექსის ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა. ორი თვის შემდეგ ჩვენ ვიქორწინეთ და საცხოვრებლად მასთან გადავედი.

თავადაც არ მოველოდი, რომ პატარა დათუნა ასე ძალიან შემიყვარდებოდა. მეჩვენებოდა, რომ ის მართლა ჩემი შვილი იყო. რომ იცოდეთ, როგორ გამიხარდა, როდესაც პირველად დამიძახა “დედა”!

მე და ალექსის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ის ბიზნესით იყო დაკავებული, მე კი ბავშვს ვუვლიდი. ძალიან ბედნიერები ვიყავით. მე ძალიან მინდოდა კიდევ ერთი შვილი, მაგრამ ვიცდიდი სანამ დათუნა წამოიზრდებოდა. ალექსისაც არ დაუძალებია.

ასე გავიდა ოთხი წელი. მერე კი ყველაფერი შეიცვალა. ალექსი სახლში ძალიან გვიან ბრუნდებოდა. მერე უქმეებზეც კი არ იყო ხოლმე სახლში. ამბობდა, რომ ბიზნესის გაფართოებით იყო დაკავებული და მე მისი მჯეროდა.

ასე ვიცხოვრეთ დაახლოებით ექვსი თვის მანძილზე. ერთ დღეს კი ის შემთხვევით თავის საყვარელთან ერთად დავინახე. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მე და დათუნა გასეირნების შემდეგ სახლში ვბრუნდებოდით. მე ალექსის და მასთან ერთად მყოფ ქალს ფოტო გადავუღე.

გაურკვევლობას ვეტ ვიტან, ამიტომ საღამოს ალექსის ფოტო ვაჩვენე. მან არაფერი უარყო. მაშინვე აღიარა ყველაფერი: რომ უკვე დიდი ხანია მე აღარ ვუყვარვარ და რომ მოვბეზრდი. და რადგან მე უკვე ყველაფერი ვიცი, ასე ვეღარ გაგრძელდება. ალექსიმ მითხრა, რომ ჩემთან განქორწინება სურდა. მე ძალიან შემეშინდა, რომ დათუნას თვითონ წაიყვანდა. ალექსიმ კი მითხრა:

– დათუნა თავად აირჩევს, ვისთან უნდა დარჩენა.

მეორე დღეს ალექსი სახლში თავის საყვარელთან ერთად მოვიდა. ლიკა ძალიან ახალგაზრდა იყო და აშკარად ეტყობოდა, რომ მას სხვისი შვილი არ სჭირდებოდა.

ალექსიმ შვილს დაუძახა და უთხრა:

– დედა ჩვენთან ერთად აღარ იცხოვრებს. შენ ახლა ახალი დედა გეყოლება. გაიცანი, ეს არის შენი ახალი დედა – ლიკა.

დათუნამ ეს რომ გაიგონა, ჩემთან გამოიქცა, ჩამეხუტა და ატირდა:

– დედა, ამათთან ნუ დამტოვებ! შენთან წამიყვანე!

დათუნას ჩავეხუტე, დავამშვიდე და ვუთხარი, რომ არასოდეს მივატოვებდი.

დათუნა სათამაშოების შესაგროვებლად გავგზავნე. ალექსის უნდა დავლაპარაკებოდი.

მან მითხრა, რომ დათუნა მისი შვილი არ იყო. საქმე ისაა, რომ მას ბავშვების ყოლა არ შეუძლია. მის ცოლს კი შვილი ძალიან უნდოდა და ამიტომ მათ დონორის ბიოლოგიური მასალა გამოიყენეს. როდესაც მისი მეუღლე სიკვდილის პირას იყო, მან ალექსის სთხოვა, რომ მისი შვილისთვის კარგი დედა ეპოვნა. ის დაპირდა და თავისი დაპირება შეასრულა. ალექსი მე დამპირდა, რომ განქორწინების შემდეგ აუცილებლად დამეხმარებოდა ფინანსურად.

გავიდა დრო. ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. ალექსიმ თავისი დაპირება შეასრულა. დათუნასთან ის არ მოდის, მაგრამ ფინანსურად ნამდვილად ძალიან კარგად მეხმარება.

ძალიან მიხარია, რომ ალექსიმ დათუნა თავისთან არ წაიყვანა. ჩემი ცხოვრება დათუნას გარეშე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესანიშნავი შვილი მყავს.