ერთი ნაცნობი მყავს – ლია. მას ბიჭი ჰყავს – ერთადერთი და უსაყვარლესი. ის და მისი ქმარი თავიანთ ბიჭს მთელი ცხოვრება თავს ევლებოდნენ. ბიჭი ინსტიტუტში ძალიან კარგად სწავლობდა და მშობლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის ძალიან კარგ საცოლეს მოძებნიდა და ძალიან კარგი ცხოვრება ექნებოდა.
თუმცა ლიას და მის ქმარს მეტად უსიამოვნო სიურპრიზი ელოდათ. მათ საყვარელ ბიჭს ბავშვთა სახლში აღზრდილი გოგონა შეუყვარდა და მასზე ფარულად დაქორწინდა. ამის გაგების შემდეგ ლიას ჰიპერტონიული კრიზი დაემართა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, მაინც მოუწია საკუთარი რძლის გაცნობა. თამუნას გაცნობამ საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა ლიაზე, მის მეუღლეზე და ყველა ნათესავზე.
თამუნა საშინლად გამოიყურებოდა: ღია ნარინჯისფრად შეღებილი თმა ბინძური და ცხიმიანი ჰქონდა. წარბები თითქმის მთლიანად ჰქონდა ამოღებული. თვალებზე ძალიან ულამაზო სათვალე ეკეთა. თამუნა ძალიან გამხდარი იყო, მაგრამ უზარმაზარი მუცელი ჰქონდა. ის უკვე ორსულად იყო.
ლიამ რძლის გასაცნობად მთელი ნათესაობა მოიწვია. ჯობდა, ეს არ გაეკეთებინა. რა საჭირო იყო ყველას შოკში ჩაგდება?
თამუნამ მაშინვე დაუწყო ყველას ჩახუტება და კოცნა. ეს ყველას გაუკვირდა. რატომ უნდა მოიქცე ასე იმ ადამიანებთან, ვისაც არ იცნობ? ნათესავები მას გაურბოდნენ, მაგრამ ის ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა.
თამუნამ პირდაპირ მაგიდასთან დაიწყო თავისი ცხოვრების შესახებ მოყოლა. უკვე ერთი საათის შემდეგ მის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა. უკეთესი იქნებოდა, რომ არ სცოდნოდათ…
თამუნა მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. დედამისი ლოთი იყო და ძალიან ბევრჯერ იყო გათხოვილი. ყველა ქმრისგან შვილებს აჩენდა. ბავშვები მაშინვე ბავშვთა სახლში მიჰყავდათ. თამუნამ ზუსტად იცის, რომ 12 და-ძმა ჰყავს. ზოგი მათგანი ახლა ციხეშია. თავად თამუნაც, ბუნებრივია, ბავშვთა სახლში გაიზარდა. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ ტექნიკუმში ჩააბარა. სწავლის დროს, 16 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. მან არ იცის ვინ არის მისი შვილის მამა. ბიჭი შეეძინა, რომელზედაც პირდაპირ სამშობიაროშივე დაწერა უარი.
ყველა გაოგნებული იყო. ლიას დები დაინტერესდნენ:
– თამუნა, რამდენი წლის ხართ?
– 22-ის. რატომ მკითხეთ?
– არა, არაფერი. უბრალოდ დავინტერესდით.
ქალებს ეგონათ, რომ თამუნა მინიმუმ 30 წლის მაინც იქნებოდა, ისე ცუდად გამოიყურებოდა.
თამუნა აგრძელებდა თავისი ნათესავების გაოცებას. მან რატომღაც იმის მოყოლა დაიწყო, თუ როგორ მიმდინარეობდა მისი ორსულობა.
ის შეუჩერებლად ლაპარაკობდა. ამ დროს სულ რაღაცას ჭამდა. პირში პირდაპირ იტენიდა კატლეტის ნახევარს. დანით რომ უნდა ესარგებლა, ამის შესახებ ვერც კი ხვდებოდა.
საღამოსკენ ყველა სტუმარი გაოგნებული იყო. ყველა ინჟინერი, ექიმი და მაწავლებელი შოკში იყო.
ყველა მხოლოდ ერთს ფიქრობდა: როგორ დაქორწინდა გიორგი ასეთ გოგონაზე?! სტუმრებმა წვეულება რაც შეიძლება მალე დატოვეს.
როდესაც ყველა სტუმარი წავიდა, თამუნამ გიორგის მშობლები კიდევ ერთი სიახლით გააოგნა: მას და გიორგის სურთ, რომ მისი პირველი შვილი მოძებნონ და იშვილონ. შემდეგ კი ისინი დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ. ლია და მისი ქმარი კი სულ სხვა რამეს ფიქრობენ, მათ სურთ, რომ გიორგის მასთან განქორწინება აიძულონ.
– არ გეცოდებათ? ის ხომ ბავშვს თქვენი შვილისგან ელოდება? ის ხომ თქვენი შვილიშვილი იქნება! – ვკითხე ლიას.
– არ გვეცოდება! ჩვენ ასეთ პიროვნებასთან ურთიერთობა არ გვინდა! მისგან შვილიშვილიც არ გვინდა!
არ ვიცი, ეს ყველაფერი რით დასრულდება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი? შესძლებენ თუ არა მისი მშობლები ჩანაფიქრის განხორციელებას?
ერთის მხრივ, მესმის ლიასი და მისი ქმრის, მეორე მხრივ კი – ძალიან მეცოდება თამუნა.