2023 წლის შესახებ ექსტრასენსების პროგნოზები სინათლის სიჩქარით მრავლდება. ამ საქმის ცნობილი და დამწყები სპეციალისტები გვიმხელენ საკუთარ თეორიებს, თუ რა მოგვიმზადა წყლის შავმა კურდღელმა. რუსეთ–უკრაინის ომის შესახებ პროგნოზებიც საინტერესოა. Paparazzi ნათელმხილველი ვალერი შატილოვიჩის პროგნოზს გიზიარებთ.
ექსტრასენსების პროგნოზები – ვალერი შატილოვიჩი საკუთარ თავს ახალი დროის ნათელმხილველს უწოდებს. მისი თქმით, მოდის პერიოდი, როცა გარშემო აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვლება. ხალხი საკუთარ თავში განსხვავებულ შესაძლებლობებს აღმოაჩენს. „ნებისმიერი ქვეყნის მომავალი დაპროგრამებულია ზუსტად ისე, როგორც ერთი კონკრეტული ადამიანის მომავალი“ – ამბობს სპეციალისტი. სახელმწიფოს მომავალზე ხალხი დიდ გავლენას ახდენს.
2023 წელი უკრაინისთვის ორმნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ხალხი დასვენებას შეძლებს, გადატვირთვას მოახერხებს, მათ შორის ენერგეტიკულად. მეორე მხრივ, ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. შატილოვიჩი ამბობს, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს გამარჯვება რამდენიმე ეტაპისგან შედგება. საომარი მოქმედებების შეწყვეტა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ეს გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში მოხდება. „ახლა ყველა საუბრობს იმაზე, რომ ეს 2023 წლის მაისში მოხდება“ – აჯამებს ვალერი. ამავდროულად, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონები ყველაზე კონფლიქტური დარჩება.
რა ელის უკრაინას 2023 წელს – ნათელმხილველი 2023 წლის შემოდგომაზე დოკუმენტებთან დაკავშირებულ რაღაც შედეგს ხედავს. „უკრაინა რაღაცას ხელს მოაწერს. შესაძლოა, გამარჯვება ქაღალდზე დაფიქსირდეს“. წელს უკრაინა ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაერთიანებაში უნდა შევიდეს. აშშ, ინგლისი, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინელების მხარდაჭერას გააგრძელებენ. გაირკვევა, რომ ევროპაში არიან მოღალატეები, რომლებიც უკრაინას ეწინააღმდეგებიან და მთელი ეს დრო მხოლოდ ზიანს აყენებდნენ. სპეციალისტის თქმით, ვლადიმერ ზელენსკის ამერიკაში ვიზიტი ომის გარდამტეხი მომენტი გახდება. ამერიკელების დახმარების მასშტაბები გაიზრდება. შედეგად, ფრონტზე წარმატება გაიზრდება. შატილოვიჩი 2023 წელს წარმატებულ კონტრშეტევაზე საუბრობს.
ერთხელ ვალერის სიზმარი დაესიზმრა, რომელსაც წინასწამეტყველებად მიიჩნევს. უკრაინის პრეზიდენტი დაესიზმრა. ის იღიმოდა და იცინოდა. ნათელმხილველმა ჰკითხა, იცის თუ არა, როდის დასრულდება ომი. „რა თქმა უნდა, ვიცი, აპრილი–მაისის ბრძოლა უკანასკნელი იქნება“ – უპასუხა ზელენსკიმ. რთული სათქმელია, ნათელმხილველი მხოლოდ სიზმარს ეყრდნობა, როცა ამბობს, რომ საომარი მოქმედებები მაისში დასრულდება, მაგრამ, მისი თქმით, ზაფხულის დასაწყისში ომი სხვა სიბრტყეზე გადავა.
რაც შეეხება ბელარუსიის მიერ უკრაინაზე თავდასხმას, ვალერის აზრი ურყევია. ეს არ მოხდება. დიახ, რაღაც შეიძლება იგეგმებოდეს, მაგრამ მსგავსი ოპერაციის წარმატების იმედი სისულელეა. ამის საშიშროება არაა. ამავდროულად, მოდუნება არ შეიძლება. უკრაინის ჯარს ეს ესმის, ამიტომ ბელარუსიასთან საზღვრები განსაკუთრებით დაცულია.
ექსტრასენსის პროგნოზი 2023 წლის შესახებ იმედის მომცემია. გვჯერა, რომ უკრაინაში კოშმარი მალე დასრულდება. მშვიდობას გისურვებთ.