მთავარით დავიწყოთ. ეს 2 მნიშვნელოვანი სიტყვა თქვენს ცხოვრებაში ფულის და წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ. გრძნეული მოგიწოდებთ, რომ ეს სიტყვები დილით, თვალების გახელისთანავე თქვათ. მარტივი, მაგრამ ძლიერი პრაქტიკაა, რომელიც ნამდვილად მუშაობს. Paparazzi გაგიმხელთ, რომელი სიტყვები უნდა წარმოთქვათ დილით, რომ ცხოვრება ახალი ფერებით ათამაშდეს. მედიტაცია კეთილდღეობის მისაღებად!
წარმატების და ფულის მოზიდვა – აფირმაციები (მოკლე პოზიტიური გამოთქმები, რომელიც აზროვნების შეცვლისკენ მიმართულია) ქვეცნობიერზე გავლენის ძალას ფლობს. აქ, ყველაფერი უფრო ღრმა და ძლიერია. არა სიტყვა ცვლის ცხოვრებას, არამედ მათი აზრი, უფრო ზუსტად ამ სიტყვების სიღრმეში წვდომა. დილით, როცა გაიღვიძებთ და თვალებს გაახელთ, საწოლიდან ადგომამდე თქვით: „მე ვარ!“ ან „მე ვარსებობ!“.
„ბევრი ადამიანი ცხოვრებას როგორც არსებულს ისე აღიქვამს. სინამდვილეში, ცხოვრება ძალიან სუსტი ნივთია. სანამ ის თქვენშია, არსებობთ და თქვენთვის ყველა გზა ხსნილია. უბრალოდ ეს იგრძენით“ – ამბობს ალთაური მეთოდოლოგიის ფუძემდებელი, მასტერ ვლადისლავი. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი შესაძლებლობები იგრძნოთ, ყველაფერი შინაგანი თვალით ნახოთ. იგრძნოთ, რომ ცხოვრება უზარმაზარი შესაძლებლობაა. იგრძნოთ არსებობის სიხარული. 3-5 წუთით მსგავსი მედიტაცია საკმარისია, რომ თქვენი სასიცოცხლო არხები სხვაგვარად ამუშავდეს, მთელი ნეგატივი გაქრეს. ასე რეგულარულად გააკეთეთ და თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლით.
გიზიარებთ 5 მნიშვნელოვან და მარტივ რჩევას, როგორ დაიწყოთ ცხოვრების შეცვლა. ეს დაოსისტი ბრძენების საიდუმლოებები, რომლებიც ყურადსაღებია.
- თქვენი ბედნიერება პრიორიტეტად აქციეთ. გახსოვდეთ, სადაც არის ყურადღება, იქაა ენერგია. თქვენი ყურადღება ბედნიერებაზე უნდა კონცენტრირდეს.
- დააფასეთ გაკვეთილები, რომელთაც ცხოვრება გაძლევთ. დასვით კითხვა, არა რისთვის, არამედ რატომ.
- თქვენს იდეებს და ოცნებებს შანსი მიეცით. დაიმახსოვრეთ, თუ ბევრმა შეძლო, თქვენც შეძლებთ.
- მომენტით ცხოვრება ისწავლეთ.
- დაუთმეთ დრო თქვენი გეგმის და მიზნების განსაზღვრას.
ახლა იცით, როგორ მოიზიდოთ ფული და წარმატება თქვენს ცხოვრებაში. ეს 2 სიტყვა დილით საწოლში თქვით, რომ წარმატება მთელი დღე თქვენს მხარეს იყოს. შესანიშნავი პრაქტიკაა და მის შესრულებას გირჩევთ.