იდენტური ტყუპების ვაჟები ერთდროულად ბიძაშვილები და ღვიძლი ძმებიც არიან

0
5599

რამდენია შანსი, რომ ტყუპები გაიზრდებიან, მათ მსგავს ტყუპებს შეხვდებიან, შეუყვარდებათ და დაქორწინდებიან? ბრიტანიმ და ბრიანამ ეს შეძლეს. მათი ბედნიერი ისტორია სოციალურ ქსელებში წარმატებული ბლოგის შექმნის საფუძველი გახდა. ახლახანს ტყუპების ოჯახს ახალი წევრები შეემატათ. ვინ არიან ბავშვები ერთმანეთისთვის და როგორ ვითარდება უჩვეულო ბლოგერების ცხოვრება, Paparazzi–ს სტატიაში გაიგებთ.

ტყუპების ოჯახი – ბრიტანი და ბრიანა ვირჯინიიდან (აშშ–ს შტატი) არიან. ისინი იდენტური ტყუპი დები არიან, რომლებმაც მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს. გოგოები ერთმანეთს იმდენად ჰგვანან, რომ თავიდან მათი გარჩევა ყველას უჭირს. მით უფრო, თუ პირველად ხედავთ. ისინი კლასიკური ტყუპები არიან. ერთნაირ ტანსაცმელს იცვამენ, ერთნაირ ვარცხნილობას და მაკიაჟს იკეთებენ. მათთვის მათნაირ ადამიანებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. დადიან ტყუპების ფესტივალებზე, სადაც მათი მსგავსი დების ან ძმების გაცნობა შეიძლება. სწორედ ასეთ ფესტივალზე 2017 წელს ჯოში და ჯერემი გაიცნეს.

ახალგაზრდებს ერთმანეთი მაშინვე მოეწონათ. საკონტაქტო ინფორმაციები გაცვალეს და ფესტივალის შემდეგ ურთიერთობა გააგრძელეს. მალე ერთმანეთთან შეხვედრა დაიწყეს. სოციალურ ქსელებში მათი ერთობლივი ფოტოები აღფრთოვანებას იწვევდა. ყოველდღე ტყუპების მთელ ოჯახს ვერ ნახავთ. სიტყვაზე, ამის შესახებ. ჯოში და ჯერემი მამაცი ბიჭები არიან. გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ რჩეულებისთვის ხელი ეთხოვათ. ყველაფერი ტრადიციულად მოხდა. ძმები ჩაიმუხლნენ და შეყვარებულებს ლამაზი ყუთები ბეჭდებით გადასცეს. რა თქმა უნდა, გოგოები დათანხმდნენ. წყვილი ქორწილი, რა შეიძლება იყოს ამაზე ლამაზი?

როგორ ცხოვრობს ტყუპების ოჯახი – ახლადშექმნილმა მეუღლეებმა ინსტაგრამზე გვერდის ერთად მართვა დაიწყეს. ისინი ფოტოებს აქვეყნებენ და მათ ყოველდღიურობას გვაჩვენებენ. ტყუპები ყველგან ერთად დადიან. ზუსტად ასე, ბრიტანი და ბრიანა ერთ დროს დაორსულდნენ. ყველას ამცნეს სასიხარულო მოვლენა, რომელიც ერთად განიცადეს. თითქმის ერთსა და იმავე დროს იმშობიარეს. ორივე დას ბიჭი შეეძინა. ერთ ბავშვს ჯეტი დაარქვეს, მეორეს – ჯანქსი. სპეციალურად ისეთი სახელები შეარჩიეს, რომ იმ ასოებით დაწყებულიყო, როგორც მათი მამის სახელები. მათთვის ყველაფერში სიმბოლიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ბიჭები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან. თუმცა დნმ–ის ანალიზმა აჩვენა, რომ ფორმალურად ერთმანეთის ღვიძლი ძმებიც არიან. ეს მოხდა იმის გამო, რომ მათი მშობლები იდენტური ტყუპები არიან. წარმოუდგენელია.

საზრიანმა დებმა და ძმებმა გააცნობიერეს, რომ მათი ცხოვრება ბლოგის მზა სცენარია. ისინი ერთგულ გამომწერებს მათი ცხოვრების დეტალებს უზიარებენ და აჩვენებენ, რას განიცდიან სინამდვილეში. შვილებს ერთნაირად აცმევენ. უნდა ითქვას, რომ ბიჭები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ტყუპებმა ბლოგის მართვა 2016 წელს დაიწყეს. ახლა ინსტაგრამზე ამ უჩვეულო ოჯახის ცხოვრებას 232 ათასი ადამიანი თვალყურს ადევნებს. ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როცა ტვინის მტვრევა არ მოუწიათ იმაზე ფიქრით, რა კონტენტით მიეპყროთ ხალხის ყურადღება. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო.

ალბათ, გამოჩნდება ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ეს ყველაფერი სარეკლამოდ კეთდება. ყველას არ ესმის, რატომ იცვამენ ტყუპები ერთნაირ ტანსაცმელს. ზოგის თქმით, ასე ადამიანი იდენტობას კარგავს. თუმცა ტყუპები ასე არ ფიქრობენ. მათი ძალა და მთავარი მახასიათებელი ერთმანეთის მსგავსებასა და ერთიანობაშია. დარწმუნებული ვართ, ამ ოჯახს არავითარი უბედურება არ აშინებთ. ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით და ყოველთვის ერთმანეთის მხარდაჭერის იმედი აქვთ. ეს ნამდვილი ბედნიერებაა.