სასწრაფოდ შეწყვიტეთ ურთიერთობა ასეთ ხალხთან. ისინი თქვენს ბედნიერებას იპარავენ

0
18429

ზოგიერთ ადამიანთან თავს არაკომფორტულად ვგრძნობთ. ზოგის ხმა ან გარეგნობა გვაღიზიანებას. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მაგალითად, ცუდი პირველი შთაბეჭდილება, ახალი ნაცნობი (კოლეგა) ბავშვობაში თქვენს მჩაგვრელს ჰგავს ან მასში საკუთარ ნაკლს ხედავთ. ძლიერ მტრობას იწვევს განსაკუთრებული ქცევები, რომლებიც ადამიანს საკუთარ თავში არ მოსწონს და აღმოფხვრა სურს. ადამიანზე გარემო ძლიერ გავლენას ახდენს. შესაძლოა, უფრო მეტად, ვიდრე ფიქრობთ. Paparazzi გიამბობთ, როგორ ადამიანებთან ურთიერთობა არ ღირს. ისინი თქვენს ბედნიერებას იპარავენ. ინტუიციას ენდეთ.

რატომ არის ადამიანი უსიამოვნო – „თუ წარმატების და მიზნების მიღწევა გსურთ, ზოგიერთი კატეგორიის ადამიანთან ურთიერთობა შეწყვიტეთ ან მინიმუმამდე შეამცირეთ!“ – ამბობს შუა–შამანიზმის ალთაური მეთოდოლოგიის ფუძემდებელი, მასტერ ვლადისლავი. როგორ ამოვიცნოთ? მარტივად! თუ მეგობრისგან ან ნათესავისგან გესმით: „შენ არ გამოგივა“, „ეს შეუძლებელია“, „იქ არ წახვიდე, ცდად არ ღირს“ ან რაღაც მსგავსი, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი უკან გექაჩებათ. ის თქვენს იდეას მაშინვე კლავს, თქვენს მისწრაფებებს და ძალისხმევას აუფასურებს.

ჩვეულებრივ, ეს არის ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწია. კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ უყვარს და თქვენი ცვლილებები და უკეთესობისკენ სწრაფვა აშინებს. თუნდაც ძალიან ძლიერი ადამიანი იყოთ, ასეთ გარემოში დიდხანს ყოფნა თქვენზე გავლენას იქონიებს. უხეშად რომ ვთქვათ, თქვენს ძალას ისრუტავს. მისი ამოცანაა, „ჭაობში“ დაგტოვოთ და თქვენი ენერგიით იკვებოს. დიახ, წარუმატებლობის მომენტებში მხარს დაგიჭერთ, მაგრამ გულში თქვენი უსიამოვნებები გაახარებს.

მნიშვნელოვანია დააკვირდეთ თქვენს მდგომარეობას ამ ადამიანთან ურთიერთობისას და მის შემდეგ. არის შემთხვევები, როცა კომუნიკაციის შემდეგ ყველაფერი მეტ–ნაკლებად ნორმალური იყო, მაგრამ შემდეგ სულში გარკვეული ნალექი რჩება ან რაიმე გასაკეთებლად ნაკლები ძალა და სურვილი გაქვთ. ეს ნიშანია, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ყველაზე საწყენია, რომ ზურგში დანას უახლოესი ადამიანი შეიძლება მალავდეს. სიტუაცია კრიტიკულად და ცივი გონებით შეაფასეთ. რა თქმა უნდა, შინაგან ხმას, ინტუიციას მოუსმინეთ. ამ თემაზე დეიდაჩემს, წარმატებულ ბიზნესვუმენს, საინტერესო მოსაზრება აქვს.  „შენი ურთიერთობის ხარისხის ოპტიმიზაციაზე იზრუნე და აღმოჩნდება, რომ არც ისე ბევრი რამ გინდათ, არც ისე ისტერიული ხართ და ტვინს არავის შეუჭამთ“ – ამბობს ის.

დაიმახსოვრეთ: შეუძლებელი არაფერია. ყველაფერი, რაც გსურთ, შეგიძლიათ გააკეთოთ და მიაღწიოთ. შეიძლება პირველი მცდელობა წარუმატებელი იყოს, მეორეც, მაგრამ იცოდეთ, აუცილებლად გამოგივათ. მნიშვნელოვანია, იურთიერთოთ ადამიანებთან, რომლებიც წარმატებაზე დაგმუხტავთ. ასეთი ხალხი შთაგონებას და მოტივაციას იძლევა. ასე ენერგიას არ დაკარგავთ, პირიქით, შეავსებთ.

უკვე იცით, რატომ არის ზოგიერთი ადამიანი უსიამოვნო. აქ უკვე ადამიანის აღქმაზეა დამოკიდებული. თუ პირველ შემთხვევაში ხდება ისე, რომ ადამიანები უბრალოდ საკუთარ ნაკლოვანებებს გვიჩვენებენ. ასე ადამიანი, რომელიც ხშირად აგვიანებს, ძალიან ღიზიანდება, როცა სხვა ლოდინს აიძულებს. შეწყვიტეთ ურთიერთობა ტოქსიკურ ადამიანებთან, რომლებიც იდეებს და ოცნებებს აუფასურებენ და უკან გექაჩებიან.