უსიამოვნო შემთხვევა სანაპიროზე. ასე ალოთებენ მშობლები საკუთარ შვილებს

0
766

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი გვიამბობს ისტორიას, რომელიც ზღვაზე დასვენების დროს გადახდა.

ძალიან მიყვარს ზღვა. ძალიან მგრძნობიარე კანი მაქვს და გასარუჯად მხოლოდ დილით ადრე ან სადილის შემდეგ მივდივარ. არავითარი საშუალება არ მშველის: ძალიან სწრაფად ვიწვები. ამიტომ ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთი სწორი გამოსავალი გამოვნახე: სანაპიროზე მისვლა მხოლდ მაშინ, როდესაც მზე ძალიან არ აცხუნებს.

დღეს სანაპიროზე 4 საათისთვის მოვედი. პირსახოცი გავფინე და გასარუჯად დავწექი. შორიახლოს ერთი ახალგაზრდა ოჯახი იყო: მამა, დედა და მათი 4 წლის ბიჭი. მამა ლუდს სვამდა. როგორც კი ბოთლი დადო, ბიჭი მივიდა და რამდენიმე ყლუპი დალია. მშობლებს ამის გამო ჩხუბი არ დაუწყიათ. მამამ ნახა, რომ მე ეს ყველაფერი ვნახე და მითხრა:

– რა მოხდა? ამაში ცუდი არაფერია! გერმანიაში ბავშვებს ლუდის სმის უფლებას აძლევენ და ყველაფერი ნორმალურადაა!

ვიცი, როგორი ნორმალურადაც არის. ვყოფილვარ გერმანიაში და ყველაფერი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი.

გადავწყვიტე, რომ მათთან არ მეკამათა, თორემ ახლა ეს მამაკაცი იმაზე დამიწყებდა საუბარს, რომ საფრანგეთში ბავშვებს ღვინის სმის უფლებას აძლევენ.

ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკას ვუსმენდი. უცებ, მხარში რაღაც მომხვდა და მაშინვე ლუდის სუნი ვიგრძენი. წამოვხტი და ვუთხარი:

– რა ხდება? რას აკეთებთ? ისვენებთ თუ მავნებლობთ?

– გვაპატიეთ. ეს შემთხვევით მოხდა. უბრალოდ, ჩემი ცოლი ბავშვს გაუბრაზდა.

– არ შეიძლება ცოტა სხვანაირად რომ გაუბრაზდეთ? ბოთლების სროლის გარეშე? ეს ბოთლი თავში რომ მომხვედროდა? მერე რა იქნებოდა?!

– კარგით ახლა, ტრაგედიას ნუ შექმნით! თქვენ ხომ ცოცხალი ხართ! არაფერი მოგსვლიათ! – თავხედურად გამომიცხადა ბიჭის დედამ.

– გვაპატიეთ! – გამიმეორა მამაკაცმა.

– შეწყვიტე ბოდიშის მოხდა! საშიში არაფერი მომხდარა! – უთხრა ცოლმა.

– როგორ იქცევით? ბავშვს ლუდს სმის უფლებას რატომ აძლევთ? ის ხომ იმავეს იმეორებს, რასაც თქვენ აკეთებთ! რატომ აფუჭებთ საკუთარ შვილს! – ვეღარ მოვითმინე მე.

– არ მჭირდება სწავლება, თუ როგორ უნდა აღვზარდო ჩემი შვილი! – ხმაში ბრაზი შეერია ბიჭის დედას.

ბიჭმა რხევა დაიწყო და ისე იქცეოდა თითქოს ნასვამი იყო. ამის დანახვაზე მისი მშობლები ძალიან გამხიარულდნენ.

გადავწყვიტე, რომ მათ გავრიდებოდი. ზოგადად, არავისთან ჩხუბი არ მიყვარს.

მერე ზღვაში შევედი, რათა ლუდის საშინელი სუნი მომშორებოდა.

როდესაც დაბრუნდი გასაოცარი სურათი დამხვდა: მამამ შვილს შენიშვნა მისცა, მან კი საპასუხოდ ქვიშა შეაყარა.

დიდი ამბავი ატყდა! მამამაც და დედამაც ყვირილი დაუწყეს. ბიჭი გაიქცა, მამა კი დასაჭერად გაედევნა.

ამ ყველაფრის ყურებით დავიღალე. ჩემი ნივთები შევაგროვე და უფრო მშვიდ ადგილზე გადავედი.

ეს ბიჭიც შემეცოდა და მისი მშობლებიც. ისინი მომავალში ძალიან ინანებენ შვილის ასე აღზრდის გამო და იმის გამო, რომ მას ბავშვობიდან ლუდის სმის უფლებას აძლევდნენ, მაგრამ უკვე გვიან იქნება.

ნუთუ შეიძლება, რომ ბავშვი ალკოჰოლური სასმელის სმას მიაჩვიო? ნუთუ მშობლებს სურთ, რომ მათი შვილი ლოთი გაიზარდოს? ძალიან უცნაურები არიან. ნუთუ მათ ეს არ ესმით? მე მათ არაფრის ახსნას არ დავუწყებ, თორემ დამნაშავედ ისევ მე გამომიყვანენ.