ფული ტყუილად არ დახარჯოთ. კოსმეტიკა, რომელიც 40 წლის შემდეგ უბრალოდ არ მუშაობს

995

ბევრი ქალი ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნებაზე ოცნებობს, რასაც მარჯვე მარკეტოლოგები აქტიურად იყენებენ. ანტიასაკობრივი კოსმეტიკა, რომელიც ქალს ასაკობრივი ცვლილებების მოშორებას ჰპირდება, ყოველთვის უკეთ იყიდება. სინამდვილეში, ბევრი საშუალება არაფერს აკეთებს და ამდენი ფულის გადაყრად არ ღირს. Paparazzi გიამბობთ, რომელი საშუალება არ იძლევა ეფექტს და ზოგჯერ მდგომარეობას აუარესებს.

ანტიასაკობრივი კოსმეტიკა – 40 წლის შემდეგ კანი ნელ–ნელა იცვლება. თანდათან ელასტიურობას კარგავს, ნაოჭები ღრმავდება. კოლაგენის და ელასტინის წარმოება მცირდება. ამის გამო სახის მკაფიო ოვალი იკარგება, კანის ზოგიერთი ნაწილი ჩამოწელილი ხდება. ყველა ეს ცვლილება ქალს აიძულებს იყიდოს ძვირადღირებული, მაგრამ უსარგებლო საშუალებები, რომელთაც ეფექტი არ აქვთ. უნდა იცოდეთ, რა არ მუშაობს.

  • სქელი კრემი – გავრცელებული მცდარი მოსაზრების მიხედვით, რაც უფრო ასაკოვანია ქალი, მით უფრო სქელი კრემი სჭირდება. სინამდვილეში, ზეთზე დაფუძნებული კრემი შუახნის ქალის მთავარი მტერია. თავისი ტექსტურის გამო დერმაში ღრმად ვერ აღწევს და კანის ზედაპირზე რჩება. ასე ფორები იბლოკება და აღდგენის, უჯრედების ცვლის და ცილების ზრდის პროცესი ნელდება. გამოდის, ასეთი კრემი კანის დაბერებას აჩქარებს. რა გავაკეთოთ? აირჩიეთ კრემი კანის ტიპის მიხედვით და არა სხვა კრიტერიუმით. კოსმეტოლოგს მიმართეთ და ერთად შეარჩიეთ საშუალება, რომელიც კანს ატენიანებს და დერმას კვებავს.
  • დასაბანი საშუალება – ნებისმიერ ასაკში კანი სწორად და კარგად უნდა გაწმინდოთ. 40 წლის შემდეგ ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აგრესიული საშუალებების გამოყენება არ ღირს. აირჩიეთ რბილი გამწმენდი ქაფი, რომელიც ფორებს არ ბლოკავს. ჰიდროფილური ზეთი კარგი ვარიანტია. მას აუცილებლად ჩამობანა სჭირდება. უკვე ვიცით, რომ ზეთოვანი საშუალებები მერყევი გზაა.
  • მასაჟი – ბოლო დროს ანტიასაკობრივი მასაჟი ძალიან პოპულარულია, მაგრამ დაპირებულ შედეგს ვერ მიიღებთ. ძვირადღირებულ პროცედურას სახიდან ნაოჭების სრულად მოშორება არ შეუძლია. რა თქმა უნდა, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, დაღლილობას აქრობს და კანის ტონუსს ზრდის, მაგრამ გაახალგაზრდავებას არ ელოდოთ. მარტივი მანიპულაციებით ბიოლოგიურ პროცესებს ვერ შეაჩერებთ. და მაინც, მასაჟზე უარი არ თქვათ. დამოუკიდებლად შეგიძლიათ ჩაიტაროთ. მაგალითად, კვარცის როლერი ან გუაშა შეიძინეთ. ასეთი მასაჟი შეშუპებას და დაღლილობას აქრობს. თავი გაანებივრეთ.
  • თვალის პატჩები – კიდევ ერთი პოპულარული საშუალება, რომელიც თვალების გაახალგაზრდავებას გვპირდება. ვაუ ეფექტის მიღებას არ ელოდოთ. დიახ, თვალების ქვეშ შეშუპებას აქრობს, კანს ატენიანებს, მაგრამ ნაოჭებს ვერ გააქრობს და სახიდან ასაკს ვერ წაშლის. გახსოვდეთ, რომ თვალების ქვეშ კანი ძალიან მგრძნობიარეა. დარწმუნდით, რომ პატჩებზე ალერგია არ გაქვთ, რადგან სიტუაცია შეიძლება გაამწვავოთ.

ეს ყველაზე პოპულარული ანტიასაკობრივი კოსმეტიკა და საშუალებებია, რომლებიც არ მუშაობს. ვთვლით, რომ ნახევარი ხელფასის კოსმეტიკაზე დახარჯვა აუცილებელი არაა, რომ კარგად გამოიყურებოდეთ. ასაკი ბუნებრივია. ნაოჭებსა და ჭაღარაში სამარცხვინო არაფერია. ეს უბრალოდ ბიოლოგიური ცვლილებებია, რომლის შეჩერება არავის შეუძლია. გირჩევთ, ბრძოლის ნაცვლად მისი მიღება სცადოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს