შობის დღეებში მონასტერს ვეწვიე, სადაც მამაომ დამარწმუნა, რომ ხატი „იკონომოსა“ სიღარიბეს და ყველა ვალს მომაშორებს. ამ ხატის წინაშე ლოცვა სასწაულებს ახდენს, მაგრამ თავად ლოცვის სიტყვებიც დიდ ძალას ფლობს, თუნდაც სახლში ასეთი ხატი არ გქონდეთ. Paparazzi სასწაულმოქმედი ხატის „იკონომისის“ გამოჩენაზე გიამბობთ. ამ ხატის წინაშე ლოცვა ფინანსური კრიზისგან დაგიცავთ.
ხატი „იკონომოსა „სახლის მაშენებელს“ ნიშნავს. ეს ათონის მთაზე დაბრძანებული ხუთიდან ერთ–ერთი ხატია. ეს ღვათებრივი გამოსახულება დაიწერა მას შემდეგ, რაც წმინდა ათანასეს ღვთისმშობელი გამოეცხადა. ლეგენდის მიხედვით, ეს გამოსახულება ათონის მთაზე გამოჩნდა და მთელი მონასტერი შიმშილისგან იხსნა. იქ მე-10 საუკუნეში მოუსავლიანობის გამო შიმშილობა დაიწყო. მონასტრის ბერებმა გაჭირვებას ვერ გაუძლეს და სხვა მონასტრებში გადავიდნენ.
თავად ათანასემ საჭმლის გარეშე ყველაზე დიდხანს გაძლო. შიმშილისგან დაუძლურებულმა თავადაც მონასტრის დატოვება გადაწყვიტა. გზაზე ღვთისმშობელი მარიამი გამოეცხადა. ბერს დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა და ამიერიდან მონასტრის იკონომოსი (მაშენებელი) გახდებოდა. ღვთისმშობელმა უთხრა ათანასეს, რომ ამ მომენტიდან ლავრის გამო მშვიდად შეუძლია იყოს, რადგან თავად გახდა მისი მფარველი.
თავისი წმინდა კუთვნილების დასადასტურებლად ღვთისმშობელმა ბერს უბრძანა, რომ კვერთხი ქვაზე დაერტყა, საიდანაც წმინდა წყარო გადმოდინდა. მონასტერში დაბრუნებულმა ბერმა სასწაულებრივად სავსე საკუჭნაოები ნახა. მალე მონასტერში ყველა ბერი დაბრუნდა. მას შემდეგ წმინდა ათანასეს ამ მონასტერში ეკონომის თანამდებობა არაა, მხოლოდ მისი თანაშემწის.
ხატზე ღვთისმშობლის გვერდით წმინდა ათანასე და წმინდა მიქაელ სინელი გამოსახულია. ამ ხატთან ლოცულობენ, რომ ახლობლები შიმშილისგან დაიცვან, ყოველი დღისთვის საკმარისი პური მიიღონ, გაკოტრებისგან თავი დაიცვან და კრიზისს ადვილად გაუმკლავდნენ.
ხატი „მაშენებელი“ სიღარიბის მოშორებაში დაგეხმარებათ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გაჭირვებისგან დაგიცავთ. ის ყოველთვის მოდის მიწიერი შვილების დასაცავად. სიღარიბესა და ხალხს შორის ურღვევი კედელი ხდება, განსაკუთრებით იქ, სადაც დახმარებას გულწრფელი ლოცვით თხოვენ.